.

მთავარი » ♥ლექსები


გაზაფხულმა გამოაღო დარაბები

სიყვარულში გამოუტყდა ტიტებს,

ახლა ჩემზე სულ არაფერს მოგიყვები

აპრილია თავად უნდა მიხვდე...

თბილის ქალაქს სამოთხის მზე ეფერება,

ყვავილებზე ჭკუას კარგავს რიყე,

არ გეტყვი რომ განშორება მეძნელებაა

აპრილია თავად უნდა მიხვდე...

არც კი ვიცი ამ ბილიკებს სად მივყავარ,

ენძელებმა მტკვარზე გადეს კიბე,

აღარ გეტყვი უსასრულოდ რომ მიყვარხარ,

აპრილია თავად უნდა მიხვდე..
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1011| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ბიჭი რომ ვიყო დარიალში ვიშარაფებდი
ყანწით დავცლიდი საქართველოს მთებს და მწვერვალებს,
მერე რა იცი?_მოვიდოდი შენს ფანჯარასთან
და სერენადას ვუმღერებდი შენს ლამაზ თვალებს.
საუბედუროდ ბიჭი არ ვარ, რომ ვიშარაფო
ღვინიო დავლიო,ღვინიტ დარდი სულ დავივიწყო.
ქალიშვილი ვარ სიყვარულით გაწამებული
ერთი ვიცოდე ნუთუ მართლა არ გებრალები?
ბიჭი არა ვარ სიყვარული რომ გაგიმჟჭავნო
და ავამღერო შენს ქუჩაზე ჩემი გიტარა
ბიჭი არა ვარ, გოგონა ვარ, გესმის?-მიყვარხარ
და შენ კი ჩემი სიყვარული არ გეკარება!
ბიჭი არა ვარ ცივი დანა დავატრიალო ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 899| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


წარსულზე ფიქრი იქნებ არა ღირს, 
მაგრამ ხომ მაინც იდარო უნდა, 
სანამ მთებიდან მოჰქუხს არაგვი 
და მტკვარი ოხრავს სამშობლოს გულთან, 

წარსულზე დარდი იქნებ არა ღირს, 
იქნებ არა ღირს ეგ გარინდება, 
მაგრამ კრწანისთან სანამ არაგვი 
იქ ჩაყრილ ძვლებზე აბაბინდება_ 

უნდა იდარდო,ინარვლო უნდა, 
იმ ძველი სევდით,სევდით ქართულით, 
ორივე მკლავზე ბორკილად,ხუნდად, 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 990| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


სისხლის ცრემლებს ღვრის ღვრის ღვთისმშობელი, 
გმინავს გელათი და იკორთა, 
ეკლიან ვარდებით მოდის გაზაფხული 
და სწუხს მაცხოვარი დიდგორთან. 
გორგასლის მუზარადს ჯამბაზი იცემებს, 
დავითის თორ-აბჯარს_არტისტი 
და სვეტიცხოველთან ღვთის კვართზე 
წილს ყრიან 
იეღოველი და ბაპტისტი. 
დრტვინავენ,ბორგავენ ძვლები ათონელთა_ 
ყრიან ფოლიანტებს ფუნაში, 
,,ხანძთელს”და,,შუშანიკს” ნაგავს უწოდებენ 
და ყრიან სანაგვე ურნაში. 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 954| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


კრწანისის შემდეგ მეფე ერეკლე 
ტოვებდა თბილისს, 
სპარსელთ ეკავათ ნარიყალა და მთაწმინდა, 
დამარცხებული ბებერი ლომი 
ბუნაგს ტოვებდა_ 
ვერ გაუძლო და,თურმე, 
ლილოსთან ატირდა. 

თბილისს ტოვებდა,თან მიჰქონდა 
უთქმელი დარდი, 
გულს უმეწყრავდა სპარსთ 
ხორხოცი და სიცილი, 
მზე ნაწამები ჯვარცმულივით 
ეკიდა ცაზე და... 
და იწვოდა საქარ ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 869| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


აინც... რა ჩუმად გაიარა ამ გაზაფხულმა, 
ზაფხულმაც უცებ გადაიძრო მხურვალე ხიბლი, 
შემოდგომაა... ყვითელ ფოთლებს სევდა ჩარჩებათ 
თვალებში, როცა შენთან განცდილ წუთებს დავითვლი. 

ეს ფიქრნაკრავი ისტორია ვინ დამიტოვა, 
ბანალურია... შეძარცვული განცდა ვიგემე, 
სოფელში მინდა... ხეივანში უსიტყვოდ წოლა, 
ქარს გავყვები და ვენახებში ვიბორიალებ. 

ხელებზე წენგოს ოქროსფერი ნაჟური ბრწყინავს, 
შენი ხელები გამახსენდა დახუნძლულ ბაღში, 
იმ უზარმაზარ კაკ ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1019| დაამატა: anuca  | კომენტარი (1) სრულად ნახვა 


ზამთრისპირის ტყე_ჩუმი და მკაცრი, 
ჩამოძონძილი მთების კალთები, 
დღე_ნაცრისფერი,თავისი ცივი 
დაიდუმალი გამონათებით. 
გზა_ნაწვიმარი და გაძარცვული, 
ზეცა_საკინძეჩამოხეული, 
მიწა_ნაგვემი მაცხოვარივით, 
ქარი_შმაგი და გადარეული. 
რას,რას მაგონებ ასე ნასეტყვი? 
რას,რას მაგონებ ასე შიშველი?! 
მე მტკივა შენი ყველა ტკივილი, 
მაგრამ ვაი,რომ ვეღარ გიშველი. 

ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 964| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ახლა ზამთარია_ 
დღეები ჭკნობის და კვდომის, 
ახლა ზამთარია_ 
დაფენილია თოვლი; 
ცივა და ქარია, 
დასცვივდათ ფოთლები ხეებს, 
სად ხარ,რა ხანია არ მითბობ 
ნაცრისფერ დღეებს! 
გეძებ,მახარია, 
უშენოდ უღმერთოდ ბნელა, 
მე რა მაბადია?!_ 
სიცოცხლე,ვით ნაბდის ძველა... 
გადავიძრობ და შენთან გავჩნდები ხელად... 
სადაც არ უნდა მეძახდნენ, 
მიხმობდნენ გზები,&n ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 904| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


მთვარე დაცვარულ ბალახებს კენკავს, 
სადღაც, ნანგრევში ატირდა ჭოტი; 
ამნაირ ღამეს ამგვარი სევდა, 
ამდენი დარდი საიდან მოდის? 

ნიავს თან მოაქვს წუხილი,შფოთვა, 
სადღაც სამრეკლო გაბმულად რეკავს, 
ბუნების მაჯა სცემს და შენც ტოკავ, 
შენ იმას ჰგავხარ და ის კი შენ გგავს. 

ასე ყოფილა, ასეა ახლაც, 
ეს ის სევდაა,სევდა გაჩენის, 
მას იმთავითვე ტკივილი ახლავს_ 
რასაც ცხოვრე ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 959| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ეს დღეც დაღამდა.კიდევ ერთი დღე, 
ნაცრისფერიდა ჩვეულებრივი; 
ერტხელაც ვცადე_ვერ მოვახერხე, 
ვერ გავარღვიე მაინც ჯებირი. 
დღესაც არავის ესმოდა ჩემი, 
(ვისაც ესმოდა,მიწაში იწვა), 
კაცის ფიქრივით შავი და მძიმე 
თავის წიაღში მიხმობდა მიწა. 
მე ხსნას ზეცაში ვეძებდი მაინც 
მაგრამ გაფრენა ვერარ გავრისკე 
და თანაგრძნობით ვუმზერდი.როგორ 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1074| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 
« 1 2 ... 11 12 13 14 15 ... 30 31 »