.

მთავარი » ♥ლექსები


შემოდგომაზე მოცახცახე ფოთლებთან ერთად 
უჩუმრად ვკვდები 
და გაზაფხულზე ვცოცხლდები ისევ. 
თეთრი და სუფთა ზამთარი კი 
ის ფურცელია, 
რომელიც ჩემი ცხოვრების წიგნში 
გამორჩენია უცნობ გადამწერს 
დაათასგვარ საფიქრალს მიჩენს_ 
და მე ვასწორებ უნებლიე შეცდომას მისას, 
ვიღებ კალამს და ვასველებ სისხლით, 
ზამთრის ცივსა და თეთრ ღამეებზე, 
როგორც ფურცელზე, 
ვაჯამებ ჩემი ცხოვრების დღეებს- 
გამოხუნებულს 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1047| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


მოდის ზამთარი,მოდის ზამთარი, 
და შიშველ ტოტებს,როგორც ქიმერებს, 
მიაქვთ სითბო და მიაქვთ სინაზე, 
მოაქვთ თოვლი და მოაქვთ სიბერე; 

სულ სხვას ვეძებდი,სულ სხვა მინდოდა, 
რაღაც უჩვევი,რაღაც ზღაპრული, 
სანაცვლოდ შემრჩა თვალთა სისველე, 
სულიდან ქარით ამოხაპული. 

ვიცი დაგკარგე,მესმის დაგკარგე, 
მაინც ვერ გთმობ და მაინც გიგონებ 
და შენზე ფიქრით და შენზე დარდით, 
შენზე წუხილით ვავსებ სტრიქონებს.  ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1207| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


თოვდა და თოვლის ფიფქები ციდან 
მოფარფატებდნენ როგორც მტრედები, 
ნაფეხურები ქარგავდა ქუჩას, 
როგორც თეთრ საყდარს ორნამენტები. 

ვიდექ თოვაში თვალდახუჭული, 
მხრებზე მეყარა ფანტელთა მძივი 
და წამწამებზე დნებოდა თოვლი, 
ასე მსუბუქი და ასე ცივი. 

ცვიოდა თოვლი ჩუმი შრიალით 
თითქოს მესმოდა ნაცნობი სუნთქვა, 
თითქოს მიხმობდა ჩემი ბავშვობა, 
თოვლის ფიფქივით ნაზი და სუფთა. 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 941| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ძილშიც კი,ძილში ვიღაც მანჯღრევს, 
ვიღაც მეძახის: 
_იყავი ფხიზლად,არდაჟანგდს შენი მახვილი, 
ნუ დაანებებ ამ მიწას და ამ ცას საფიცარს... 
ძილშიც კი,ძილშიც შორეული მესმის ძახილი. 
...შენ კი,მამულო,ლერწამივით ირყევი ახლაც, 
ხან ჩრდილოეთით, 
ხან დასავლეთით ხარ გადახრილი, 
ის კი,ვიღაცა, 
გამუდმებით მანჯღრევს და მკილავს... 
ძილშიც კი,ძილშიც მესმის ძახილი.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 986| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


* * * 
ცხოვრება,ასე მძიმე და მკაცრი, 
ცრემლს გაწვიმებს თუ დაგათოვს იებს_ 
დარჩი მიწაზე,იყავი კაცი, 
ღმერთობას მაინც ვინ გაპატიებს! 

* * * 
სადღაც დანგრეულ ეკლესიას უწყალოდ აწვიმს 
და წვიმა რეცხავს მლოცველთ კოცნით 
გაცვეთილ ფიქალს... 
მეც ახლა ცრემლით,ცხელი ცრემლით სველი მაქვს ღაწვი 
და შენი კოცნის ნაკვალევი მიაქვს და მიაქვს... 

... მე დანგრეული ვარ ეკლესია! 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 872| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


იყო დრო,როცა ხმამაღლა ვწუხდი 
მწუხარე სახის რაინდი_ბედზე, 
ახლა იმ დღეებს პანაშვიდს ვუხდი 
და დულცინეას აღარ დავეძებ. 

ქარის წისქვილთან ბრძოლით დაღლილი 
დალეწილ აბჯარს გავაგდებ კარში... 
როგორც ჩანჩქერი ქვებზე დახლილი, 
შენი სიცილი იმსხვრევა ქარში; 

იცინი,მაგრამ იცინი რატომ? 
რისთვის იმსხვრევა შენი ხმის ბროლი? 
მისთვის,რომ ომი წავაგე მარტომ 
და მერგო მხოლოდ ჯამბაზის როლი?! 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1037| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ფეხისგულებით გაცვეთილ მიწას 
ნაფეხურები მონის თუ გმირის 
ისევ ატყვია,ზეცა კი...ზეცა 
კვლავინდებურად იცინის,ტირის. 
ამწვანებს ზვრებს და ამწიფებს ხეხილს 
და გაზაფხულის შხაპუნა წვიმა 
ვერცხლის ზარივით ჰკიდია ყელზე, 
წკრიალებს,როგორც ოდესღაც,წინათ; 
ინახავს ხსოვნას დანგრეულ ტაძრის, 
დაქცეულ ციხის და ...საშველს ითხოვს, 
თავჩაქინდრული,მწუხარე ჯვარი 
ჩუმი ვედრებით დაჰყურებს მინდორს_ 
და წვიმის წკრიალს და ზეცის კამკამს, 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 921| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ამოუხსნელი ცხოვრება შენი, 
ხან ბობოქარი და ხანაც მშვიდი, 
ხან ასაფრენად მზად მყოი ფრთები, 
ხანაც უფსკრულზე ჩამწყდარი ხიდი_ 

მაინც მიითრევს დარალულ ფეხებს 
და მაინც მიდის როგორც ენება 
და სულ ერთია მისთვის,შენს გრძნობებს 
სწურავ თუ არა სიტყვის მტევნებად; 

და როცა სულში სიჩუმეც რეკავს 
და როცა გული შხამით გევსება_ 
კარჩაკეტილი ცხოვრება შენი 
მას ამოანთხევს ხმებად,ლექსებად; 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 902| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


წვიმს და ეს წვიმა მძიმე და სველი 
შულში უცნაურ მოწყენას ბადებს, 
ვდგავარ წვიმაში,სასწაულს ველი, 
ვქსოვ მოთმინების უმტკიცეს ბადეს. 

წვიმს და ეს ქარი, ვით ლურჯა ცხენი 
ცისკენ მიიწევს ფიცხი,უბელო, 
მე უმწეობა მადარდებს ჩემი... 
შენ რა გატირებს,შავო ღრუბელო? 

ცისფერი ნისლი ასული ცამდე, 
ვინ იცის,რამდენ სატკივარსფარავს, 
ბედტან ჭიდილი ღამდენჯერ ვცადე 
და როგორც მწყემსი მიდენის ფარას_  ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 958| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ზოგი წინ მიდის პირდაპირ,ჯიქურ, 
უჭირს და მაინც გზას არ იმრუდებს, 
ზოგს ურჩევნია შორიდან მოვლა, 
ოღონდ მშვიდობით სახლში დაბრუნდეს; 
მაგრამ მან რა ქნას...მან,ვინც ვერასდროს, 
ვეღარც პირდაპირ და,ვეღარც მოვლით, 
რაც გინდ იაროს,ვეღარსად მივა, 
ვისი სახლია წვიმა და თოვლი?! 
შემივსეთჭიქა,მინდა დავლიო 
დახშული გზების,დანგრეულ ბუდის, 
გამწარებული ბედის და იღბლის, 
ცხოვრების,ასე მკაცრის და მრუდის. 
შემივსეთ ჭიქა ,მინდა დავლიო 
ყველა იმათთვის,ვი ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 898| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 
« 1 2 ... 9 10 11 12 13 ... 30 31 »