.

მთავარი » ♥ლექსები


სიჩუმემ დამღალა, სიჩუმე მაშინებს,
 ოცნება ირევა თამბაქოს სურნელში, ფიქრები იმედით დილამდე ვაძინე, 
იმედით რომ კეთილს გავხდიდი სამყაროს, ვეღარ ვწერ,
 არ ვეძებ, არ ვნატრობ, აღარ ვგრძნობ, 
სიცოცხლეს შევეშვი და სკვდილს მივყვები,
ვიღიმი, და მტკივა,უბრალოდ ვთამაშობ,
ბედისწერისას შექმნილი სიძნელით, სიჩუმე არ მიყვარს, 
სიჩუმემ დამღალა, მჯირდება ხმაურით ნათქვამი სიტყვები,
 აღარ ვარ სათუთი, აღარ ვარ პატარა, 
სიჩუმე მაშინებს,ვხმაურობ,მჯირდებიიი.თეკლა არშბა
Прикрепления: სურათი 1
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 882| დაამატა: teklaarshba  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ღამემ თვალები დამღალა... 
ვერ გგრძნობ, ვერ გხედავ, გნატრულობ, 
წუხელის,მთვარეც დამთვრალა, ვერ გაძლო უსიყვარულოდ... 
ყოფნისთვის,ყოფნა არ კმარა, ფიქრები ლეწენ საკეტებს, 
ამ მარტოობამ დამღალა და კვლავ ქუჩებში დაგეძებ, 
არ დაბრუნდები,აღარაა.... 
იმედის სხივი ჩავლეწე, ღამემ სხეული დამღალა, 
ვერ გგრძნობ,ვერ გხედავ, დაგეძებ. წუხელის,
 მთვარეც დამთვრალა, ფიქრი კვლავ გაშლის სარეცელს... 
თბილი მზის სხივი ჩამქრალა და უკუნეთში დაგეძებ,
ღამემ სხეული დამღალა,ვერ გგრძნობ, 
ვერ გხედავ, დაგეძებ თეკლა არშბა.
Прикрепления: სურათი 1
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1054| დაამატა: teklaarshba  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ჩემი მონატრება შეშლილია, ქუჩებს მიუყვება ღამეში, 
ეხლა ყველაფერი შეცვლილია ზღაპრიდან ქვესკნელში დავეშვი,
შენი მონატრება ტკივილია, და სხივიც მიქრება თვალებში,
 შენი მოგონება ღიმილია, შენი ჩურჩულით და ალერსით... 
ეხლა ყველაფერი წარსულია, აწმყოდან წარსულში დავეშვი, 
შენი მონატრება ყვირილიაააა, სულში გაჩენილი ნაჩეხის... შენი მონატრება ა
დვილია, შენი დავიწყება??? ( არ მესმის ), შენით დავიწყე და ადვილია,
 შენით დასასრული არ მელის. ჩემი მონატრება....
Прикрепления: სურათი 1
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 863| დაამატა: teklaarshba  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


საწუთროვ გეყოს ცრემლები ხარკად, 
საკუთარ თავთან მარტოდ დამტოვე,
 ჩემეულ ღიმილს,ნაღველი ახლავს, 
მაგრამ ფიქრები არ მღალატობენ, 
მე მათი ძველი მეგობარი ვარ,
 მარტი გავიდა ისევ დარია, 
ზეცამ ჩაყლაპა,შავი ღრუბელი,
 მითხარი გულო რა გიხარია?
 რით მოგირჩინო თვალებზე ცრემლი? 
მე ხომ გრძნობათა ნასუფრალი ვარ, 
მარტი დაპირდა ხეებს ყვავილებს... 
და რა იხილეს დილით თვალებმა ტყემლებს და ატმებს ვით ქალიშვილებს,
 ბაგეს უწვავდა,მზის მხურვალება.
Прикрепления: სურათი 1
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 869| დაამატა: teklaarshba  | კომენტარი (1) სრულად ნახვა 


ახლა:შენამდე ისე შორია,რომ იმედები დარდს გაჰყოლიან 
ახლა:ძვირფასო ეს სიმფონია,გულს მოსდებია ეიფორიად 
ახლა:ტკივილით სული დაღლილი,მრუში ოცნების დარდს აჰყოლია 
ახლა:რომეო თავს აღარ იკლავს,ახლა ჯულიეტა სხვას გაჰყოლია... 
ახლა:ვარდები რა მარონია,ახლა მარტონის ჯღერს მელოდია 
ახლა:სიყალბის მკაცრი აჩრდილი,სიკეთის ნიღბით დგამს პანტომიმას 
ახლა:ვივალდიც სევდით დაღლილი,მხოლოდ ზამთარს თხზავს ერთ სიმფონიას 
ახლა:რემბრანდის სარკის აცრდილში,სახის მაგიერ ნატურმორტია 
ახლა:პაგანინს ვიოლინოზე,არცერთი სიმი არ აწყდომია 
ახლა:გამქრალა ყველა ლამაზი.ახლა მახინჯი წერს მელოდიას 
ახლა:შენამდე ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 933| დაამატა: poeziazaza  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


შენ უკან დაგრჩა მშფოთვარე თერგი 
და დარიალი-სამოთხის კარი, 
დაკარგე ენა,დაკარგე რწმენა 
და ნებით გახდი იანიჩარი; 
დღეს დააბიჯებ უცხო მიწაზე 
იკაროსივით ფრთებშეტრუსული 
და ზურგით დაგაქვს სამარის ლოდი, 
როგორც ბილინგვა_ 
ქართულ-რუსული. 

ნ.კოლხი
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 998| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ჩუმი შრიალი მოაწყდა სარკმელს 
და ჩამისახლდა სულში ფარულად, 
ასე მეგონა,შენ თუ დაბრუნდი, 
ეს გაზაფხული შემოპარულა. 

ცა არის ისევ ჩუმი და ლურჯი 
და იდუმალი შუქი დილისა, 
მაგრამ ლექსებად აღარ იღვრება, 
თითქოს დაკარგა ლექსმა თილისმა. 

მშვიდობით...ნუღარ დამემდურები, 
ხედავ,ჩამქრალა ჩემი მზე რაკი... 
მე სიყვარულზე როგორ გიმღერო, 
როცა შხამს მასმევს ჟამი ვერაგი.  ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 888| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


,,მთაწმინდაზე რა გინდოდა გალაკტიონ, 
განა ჩვენი საფიჩხია არ გერჩია? 
ქუთაისი უშენობას ახლაც გლოვობს, 
წახვედი და არც გიკითხავს რა დღეშია”. 
(მეგობრის ლექსიდან) 


ჩემო კარგო,მომაგონდა შენი ლექსი: 
გალაკტიონს მთაწმინდისთვის ვერ იმეტებ, 
მაპატიე,თუ შევიქენ კადნიერი, 
ლექსად თქმული ეს სიტყვები შემოგბედე: 

_საფიჩხია დაიტევდა გალაკტიონს?! 
მის ფართო მხრებს მთაწმინდაც კი ევიწროვა,  ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1189| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


თავისუფლება არ არის ბოდვა, 
როცა იბრძვი და აღარ ოკდები, 
მონად გაჩენა არ არის ცოდვა, 
ცოდვაა,როცა მონად მოკვდები. 

თუ ვერ მოძებნა სულმა ნაბზარი, 
ვერ დაძრა ლექსის მიეთ-მოეთი 
ცოდვა ხარ მაშინ,მოკვდე მჯღაბნელად, 
სულით ხარ როცა ნაღდი პოეტი. 

მოსწყდე ამ მიწას,ძნელია მეტად, 
მიწის შვილი ხარ როცა ნამდვილი, 
მაგრამ ქვეყნისთვის თუ თმობ სიცოცხლეს, 
მაშინ სიკვდილიც ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 932| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


მადლობელი ვარ შენი,უფალო, 
სიყვარულისთვის,მე რომ მარგუნე, 
ანუ ტაძრისთვის-ჯერ რომ ამიგე 
და მერე ისევ გამინადგურე. 

მადლობელი ვარ შენი,უფალო, 
სიხარულისთვის,გულს რომ მომფინე, 
ანუ სულ რაღაც ერთი წამისთვის, 
მთელი სიცოცხლე რომ ვიმყოფინე; 

მადლობელი ვარ,თუნდაც სულ ერთხელ 
ჭირში გამოწვდილ მარჯვენისათვის, 
მადლობელი ვარ სიმაღლისათვის, 
მადლობელი ვარ დაცემისათვის; 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1151| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 
« 1 2 ... 7 8 9 10 11 ... 30 31 »