.

მთავარი » ♥ლექსები


იგი მოვიდა ჩუმად,სულ ჩუმად 
და ბედისწერას მალავდა სულში, 
მოვიდა,მოჰყვა დიდი სინათლე 
და მოჰყვა ჩრდილი_მძიმე და ქუში; 

ცხოვრობდა მერე და ამ სინათლით 
ასუფთავებდა ყველაფერს ქვეყნად 
და სულში,როგორც ყრუ ხეობაში 
თოვლივით ეწვა ქათქათა სევდა. 

წავიდა ისე,რომარც იცოდა, 
თუკი ვინმესი დატოვა კვალი, 
არ უთხოვია არც ლუკმაპური, 
არ უთხოვია არც ჭიქა წყალი; 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 886| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ოდესღაც ფრთები გამოიგონე, 
მაინც მიწაში ჩაგრჩა ფესვები, 
რასაც ეძებდი,ვეღარ იპოვნე 
და მწვერვალიდან დაბლა ეშვები; 

ყოფნა ყოფილა უძირო ქვევრი_ 
ვეღარც ძღება და აღარც ივსება, 
ისე დატოვებს ქვეყანას ბევრი, 
რომ სულის მოთქმა არ ეღირსება; 

გახდები მტვერი(იყავი კაცი), 
განა იმისთვის წვალობდი ამდენს, 
რომ გშურდეს ბედი პაწია მარცვლის_ 
ერთს მარხავენ და უამრავს ბადებს! 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 865| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ერთ დროს ჩემს გულშიც იდგა აპრილი 
და ვმაღლდებოდი ოცნებით ცამდი, 
ზეცის ლაჟვარდი ლურჯად დაღვრილი 
მაწვიმდა და მეც წყალივით ვსვამდი. 
იმ აფეთქებულ ნუშებს თუ თვალებს 
ახლაც ვნახულობ სიზმაში ხშირად, 
იმათზე დარდი მაინც მაწვალებს, 
დავალ და მხრებით დამაქვს უჩინრად. 
იმ გულს ზამთარმა გადაუარა, 
არ ღელავს,როგორც ღელავდა მაშინ, 
ბავშვური კითხვა:_ვუყვარვარ _არა... 
მჭკნარ გვირილებად მაყრია თმაში. 
ბედმა მარგუნა ლექსებად ვწერო 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1125| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ჩვენ ისე ვჩქარობთ,თითქოს შავად ვწერთ და 
სტრიქონ-სტრიქონ ვტოვებთ ცხოვრებას, 
ასე გვგონია,მოვასწრებთ ერთ დროს, 
გადათეთრებას,გადასწორებას; 
მაგრამ როდესა ბოლომდე ჩავლთ 
ბრძოლით დარლილნი და დაწრეტილნი, 
აღიმართება უკანასკნელად 
სამარის ლოდი_ 
როგორც წერტილი; 
სისხლით ნაწერი ჩვენი წარსული 
და შეცდომებით სავსე ცხოვრება, 
არარც არავის დაენანება 
და არც არავის ემახსოვრება. 

ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 846| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


გულის საოხად, 
სულის შვებად წარმოვთქვამ ლექსებს, 
წარმოვთქვამ ლექსებს და 
ყუჩდება წამით ყოველი, 
მე სხვა დიდება არასოდეს 
არ მიძებნია_ 
და არც მოველი. 

უთქვამთ ჩემამდე: 
,,ლექსი შველის ყოველგვარ ტკივილს”, 
მეც ჩემს სატკივარს 
მხოლოდ ასე ვესალბუნები, 
მწამს,ერთი დღეც კი, 
ულექსობით დაღამებული_ 
შეცდომაა დედა ბუნების, < ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 935| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


,,თუ თავი შენი შენ გახლავს, 
ღარიბად არ იხსენები” 
შოთა რუსთაველი 

ძალიან მიმძიმს თუ მაძაგებენ, 
მაგრამ მერწმუნეთ, 
მტანჯავს ხოლმე ქების მოსმენაც, 
რადგან ეს ქება იუდას ამბორს მაგონებს უფრო 
და ეკლის გვირგვინს ვარჩევ უცილოდ 
იმ ვარდისწნულებს და იმ დაფნასაც, 
თქვენ რომ მთავაზობთ; 
მე ხომ ოდითგან ყველა დარტყმას 
ჯილდოდ ვრებულობ 
და ეს მიწაზე კი არა მცემს,  ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1114| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


შეითქვა სამყარო,აშალა ლაშქარი, 
ხეებში შფოთავდნენ ვეველური ქარები, 
ღრუბელთა სამეფოს დაეცა თავზარი, 
ცა გახდა პირქუში და მიუკარები; 

და ჩაცხრა როდესაც საავდრო ზღვაური, 
მზემ ზეცას ციმციმა ცრემლები მოსწმინდა, 
ქარებმა დაგლიჯეს ღრუბლების ცხაური 
და ციდან კვლავ ლურჯი ლაჟვარდი მკოცნიდა.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 935| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


რწმენა თუ მამაღლებდა, 
ტკივილი მცდიდა 
და ჩემი სამშობლო_ 
სულ ერთი ციდა; 
მეწვოდა მზისაგან 
სახე და ბეჭი, 
სულს კი...სულს მატლივით 
მიღრღნიდა ეჭვი: 
_რით მოველ, 
რით წავალ ან ამას იქით_ 
სიყალბით? 
სიმართლით? 
კვეხნით თუ ლიქნით? 
მიწაზე თუ ვეგდე- 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 922| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


წარსულზე ფიქრი სიკვდილს მაგონებს, 
მერმისზე ფიქრი იმედით მავსებს, 
ვიცი,სიზიფის ლოდს მივაგორებ, 
მაინც რწმენით ვარ ყელამდე სავსე; 

ვგრძნობ,ჩემში რაღაც არის წარმართის, 
მზესა და მთვარეს თაყვანს რომ სცემდა, 
მივალ,მიმყვება ხან მღვრიე მარტი, 
ხან შემოდგომის უძირო სევდა. 

ჩუმად შემოდის ჩემში სამყარო, 
თან დამაქვს,როგორც კასრი_ დიოგენს... 
და,სხვა რა გზა გაქვს,გულო,საწყალო, 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 897| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 

 
მაპატიე...
მაპატიე უფალო, რომ ისეთი არ ვარ როგორიც გინდა, რომ ვიყო...
მაპატიე რომ ყოველ წუთს ვცოდავ...
მაპატიე, რომ ყოველ ჩემს აღსარებას, კიდევ ერთი ცოდვა ემატება,
მაპატიე რომ არ გიფასებ ამაგს...
მაპატიე რომ ზოგჯერ არ ვიცავ მცნებებს და ვარღვევ მარხვას,
მაპატიე რომ არ ვზრუნავ სულზე ისე, როგორც სხეულზე, მაპატიე რომ უნებურად ვტკენ, ვანერვიულებ..
მაპატიე რომ გტკენ... მაპატიე რომ ზოგჯერ ცოდვას ნებით ჩავდივარ, იმ იმედით რომ მაპატიებ...
მაპატიე, რომ ისე ძლიერ არ მიყვარხარ როგორც უნდა მიყვარდე, მაპატიე რომ დაპირებებს არ ვასრულებ პირნათლად..
მაპატიე, რომ ზოგჯერ ვცრუობ, მაგრამ არასოდეს სხვის საზიანოდ.. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს.... დიდი და პატარა ცოდვა ხომ არ არსებობს, ისევე როგორც "ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი ორივე ქ ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1076| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 
« 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 30 31 »