.

მთავარი » 2013 » თებერვალი » 10 » თუ გოგონა შოკოლადს ჭამს
02:05
თუ გოგონა შოკოლადს ჭამს


მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს და დაადგინეს, რომ თუ გოგონა პრობლემების გამო დეპრესიაში ვარდება ან სასიყვარულო ფრონტზე პრობლემები აქვს, ის ისტერიულად შოკოლადის ჭამას იწყებს. 
რაც მეტად ნაღვლიანი ხდება ქალი, უფრო მეტად ეძალება ტკბილეულს. 

ექსპერიმენტში მონაწილეებს მისცეს უფლება გარკვეული დროის განმავლობაში შეუზღუდავი რაოდენობით ეჭამათ შოკოლადი. მეცნიერები დააკვირდნენ და აღმოაჩინეს, რომ ის სუსტი სქესის წარმომადგენლები, რომლებსაც დეპრესია ქონდათ, ორჯერ მეტ შოკოლადს მიირთმევდნენ, ვიდრე ისინი ვისაც ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე აქვთ. 

გოგონები მიირთმევდნენ რძიან და მწარე შოკოლადს, არ ქონდა მნიშვნელობა თუ რა ხარისხის იყო შოკოლადი. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ყველა ორგანიზმს შაქარი და შოკოლადი ერთნაირად სჭირდება, უბრალოდ ქალბატონები დეპრესიის დროს გულს შოკოლადის მირთმევით იჯერებენ. შეიძლება ეს ბავშვობის პერიოდთანაც იყოს დაკავშირებული, როდესაც მშობლები პატარებს შოკოლადს აჭმევენ და ამით კი ყველაფერი რიგზეა.
კატეგორია: ♥სასიყვარულო სტატიები | ნანახია: 842 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]