.

მთავარი » 2013 » თებერვალი » 26



სახელი : მოსიარულე მკვდრები / The Walking Dead
ქვეყანა: აშშ 
წელი: 2010
ჟანრი: საშინელება , სერიალი ,
რეჟისორი: ფრენკ დარაბონტი ,
როლებში: ენდრიუ ლინკოლნი ,სარა უეინ კოლისი ,ბრენდონ რუტი ,ჯეფფრი დიმანი ,ჯონ ბერნტალი ,ლორი ხოლდენი ,ლენი ჯეიმსი
მოკლე აღწერა: საშინელი ავადმყოფობის შემდეგ, რომელმაც დედამიწის მოსახლეობა ზომბება ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥სასიყვარულო ფილმები |ნახვა: 1022| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



უწმინდესსა და უნეტარესს,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
ილია II-ს

ქართვლის მნათობო, ქარ-ბორბალას როგორ გავექცეთ,
თავს დაგვტრიალებ სიხარულის, ტანჯვის დღეებში,
ლოცვით გიჭირავს ეს ცა, თავზე რომ არ დაგვექცეს
და არ ჩაგვმარხოს ბაბილონის ბილწ ნანგრევებში.
ხელით გიპრყია ცრემლ-ლოცვებით გადაბანილი
სამშობლოს გული ნოეს წმინდა კიდობანივით.
იქ მიუწვდემელ ბაღ-ვენახში ჰყვავის ხეხილი,
სიწმინდით შენით მეომარი აღსდგა მონიდან,
დგას საქართველო დამეწყრილი და დამეხილი
და გველ-ვეშაპი მოიჩქარის ბაბილონიდან.
უქარტეხილოდ არც ყოფილან ჩვენი დღეები,
ჩვენ დღეთა მათთა ბინადარნი ვით გვიყელებენ,
რას ღაღადებენ, უწმინდესო, ეს ნანგრევები
ან ეს ცა-მთები, ეს ველები რას მეტყველებენ.
მიწის ბნელეთში შეხიზნულა ყრმა პირტიტველი,
ჭაბუკმან მრწემმან დედის გული ვერ გაახარა,
როგორ დაგღალეთ, ჩვენი ცოდვის ცრემლით მტვირთველო,
ქართული დარდით დაბარდნილა შენი ჭაღარა.
შენი ხმა მამულს ესალბუნებ-ესასოება,
ვენახ-მტევნებში ამართულა, როგორც ხარდანი;
ცოდვებმან ჩვენმან შეაწუხეს ღვთის სათნოება,
ცოდვებმან ჩვენმან განარისხეს ღვთის სამართალი;
შენი ხმა მამულს ესალბუნებ-ესასოება, ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 2050| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა