.

მთავარი » 2013 » თებერვალი » 01



თეთრ ნირვანაში ქრება გული,
რადგან გამეშვი
და სიმარტოვის სინანული-
ცისფერ ღამეში,
შავფერ ფიქრებში დამარხული
სისხლის ბარონი
და ეშმაკებთან მოზიარე
ბრძენი ხარონი.
ძველი წიგნები,ოცნებები,
ჩუმი ელფები
და ჩემს სხეულზ აღბეჭდილი
შენი ტერფები.
მე სხვა მრავალიც მომაგონდა,
თვალებახელილს,
ვარ პატიმარი სინანულის,
ძველი ნაღველის.
რატომ მიჰქრიან უსასრულოდ
ძველი კადრები,
ცისფერ წუხილში ჩამოგხსენი
სულის ჩადრები,
ჩნდება რისხვისგან დამტვრეული
ძველი თარები...
საით მიქრიან უსასრულო
ფრთებით ქარები?
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1365| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



მე საკუთარი ცრემლიც მყოფნიდა,
შენ რაღად შემხვდი დაწყევლილ გზაზე,
მე მივდიოდი წუთისოფლიდან_
მიმქონდა სული-ბალღამით სავსე.

მე-წარმავალი,შენ-მომავალი,
შენ ბევრი რამ გსურს,მე რას მოველი?
მე,ჭირხლიანი გზებით მავალი,
შენ გაზაფხულის სხივთა მთოველი;

აბა,რა ჰქონდათ სულებს საერთო,
რად გადაკვეთეს ერთი წერტილი?
ჩემს ტკივილს შენიც რატომ დაერთო,
შენც რად ხარ ჩემთვის გულდაწყეტილი?!

იქნებ...არ გვტოვებს და სულით ობლებს
ვინაც გვახვედრებს_მხოლოდ ღმერთია,
დრო და მანძილი,ასაკი,სივრცე-
ეგ უფლისათვის ხომ სულ ერთია?!

ყველას ჩვენ-ჩვენი გვარგუნა ბედი,
როდესაც შეგვქმნა ხატად თავისა,
ღმერთი ჩვენშია...გვქონდეს იმედი
ერთმანეთის და ჩვენი თავისა.

მაშ,დავივიწყოთ ცუდი სიზმარი,
ბოლომდა გავყვეთ ჩვენს გზას ეკლიანს...
ჭეშმარიტება,გწამდეს,იქ არის,
აქ მხოლოდ მისი ანარეკლია.

ნ.კოლხი
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1292| დაამატა:  | კომენტარი (1) სრულად ნახვა 


დასახელება: უბის წიგნაკი
ჟანრი: დრამა, მელოდრამა
გამოსვლის წელი: 2004
რეჟისორი: ნიქ კასავეთისი
როლებში: ნიქ კასავეთისი, რაიან გოსლინგი, ჯინა როულენდსი, რეიჩელ მაქადამსი, ჯეიმს გარნერი,

ფილმის შესახებ:
ყოფილი მეზღვაური მოხუცებულთა თავშესაფარში პაციენტს ინახულებს, რომელიც ალცგეიმერის დაავადებითაა დაავადებული. ამ მონახულებების დროს ის კითხულობს მისი ჩანაწერების დღიურს, რომელშიც მოთხრობილია ერთი ძველი ისტორია, რომელიც 1964 წელს მოხდა ჩრდილოეთ კალიფორნიაში. ამ ისტორიის გმირები – გოგონა და ორი ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც მისი გულის მოგებას სცდილობდნენ.



დასახელება: გახსოვდე
ორიგინალი დასახელება: Remember Me
გამოსვლის წელი: 2010
ჟანრი: დრამა, მელოდრამა
რეჟისორი: ალენ კულტერი
როლებში: პირს ბროსნანი, ქრის კუპერი, ემილი დე რავინი, ლენა ოლინი, რობერტ პატინსონი, პეიტონ ლისტი, ...
რელიზ-ჯგუფი: GEO.SAITEBI.GE

ფილმის შინაარსი:
ფილმის მთავარი გმირი – ტაილერი – ძალიან დამწუხრებულია, რადგან მამამიმისს არ რჩება მისთვის დრო, ხოლო დედასთანდა მამინაცვალთან არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს. ოჯახმა თვალწინ დანგრევა დაიწყო მას შემდეგ, რაც უფროსმა ძმამ თვითმკვლელობით დაასრულე სიცოცხლე. ერთადერთი ნათელი წერტილია მის ცხოვრებაში – მისი საუკეთესო მეგობარი აიდანი. ერთხელ ტაილერი და აიდანი ჩხუბში იღებენ მონაწილეობას, რის გამოც ტაილერს აპატიმრებენ. როდესაც აიდანი გაიგებს, რომ პოლიციელს რომელსაც ტაილერის საქმე მიყავს ჰყავს შვილი ელი, ის აიძულებს საუკეთესო მეგობარს გაიცნოს გოგო, რათა თავი დაიძვრინოს ბრალდებებისგან. საბოო ... კითხვის გაგრძელება »


ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: უცნაური დღეები
ორიგინალი დასახელება: Strange Days
გამოსვლის წელი:1995
ჟანრი: ფანტასტიკა, მძაფრ-სიუჟეტიანი, დრამა, თრილერი, მისტიკა, დეტექტივი
რეჟისორი: კეტრინ ბიგელოუ
როლებში: რალფ ფაინესი, ანჯელა ბასეტი, ჯულეტ ლიუისი, თომ საიზმორი, მაიქლ უინქოტი, ვინსენტ დ ონოფრიო, ...
რელიზ-ჯგუფი:GEO.SAITEBI.GE

ფილმის შესახებ:
1999 წელი, მეოცე საუკუნის უკანასკნელი დღეები. უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ახალი გამოგონება. თავზე იკეთებ ხელსაწყოს, რომლითაც შეიძლება ჩაიწერო შენი შეგრძნებები და შემდეგ ხელახლა განიცადო აბსოლუტური სიზუსტით. ამ ტექნოლოგიის დახმარებით შესაძლებელია დუში მიიღო 16 წლის გოგონას სხეულში, შეიძლება. თუმცა თქვენი წარმოსახვის უნარი თ ... კითხვის გაგრძელება »