.

მთავარი » 2013 » თებერვალი » 10 » სასაცილო კანონები
02:26
სასაცილო კანონები


ახლო აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში დღემდე მოქმედებს ისლამური კანონი იმის შესახებ, რომ არ შეიძლება იმ ცხვარის დაკვლა და ჭამა, რომელთანაც ადამიანს ინტიმური კავშირი ჰქონდა. ვინც ამ კანონს დაარღვევს, სიკვდილით დასჯა ემუქრება და ვერასოდეს მოხვდება სამოთხეში, სადაც მის ირგვლივ 70 ლამაზმანი ტრიალებს.

ბაჰრეინში ექიმმა გინეკოლოგმა. თუ ის მამაკაცია, პროფესიული დაკვირვებები და მკურნალობის პროცედურა მხოლოდ სარკის ანარეკლში უნდა მოახდინოს, რადგან მას შიშველი ქალის პირდაპირ ცქერა ეკრძალება.

კოლუმბიის ქალაქ კალიში ქორწინების პირველ ღამეს უნდა ესწრებოდეს პატარძლის დედა.

ამერიკაში, კოლორადოს შტატში, მამაკაცებს ეკრძალებათ ქალის კოცნა, თუ მას სძინავს. კონექტიკუტის შტატის ქალაქ ჰარტფორდში ქმარს ეკრძალება ცოლის კოცნა კვირადღეს.

ფლორიდაში მამაკაცებს სექსის დროს ეკრძალებათ ქალის მკერდის კოცნა.

მინესოტას შტატში ყოვლად დაუშვებელია ინტიმური ურთიერთობისას ფანტაზიები.

ოჰაიოს შტატში ქალებს ლაქის ფეხსაცმელებით სიარული ეკრძალებათ, რადგან, ამერიკელი კანონმდებლების აზრით, ლაქის ფეხსაცმელმა შეიძლება აირეკლოს ქალის საცვლები.

ინგლისში თუ მამაკაცი უცნობ ქალს ინტიმურ ურთიერთობას შესთავაზებს, იგი დაჯარიმდება 180 ევროთი ან სამთვიან პატიმრობას მიუსჯიან.

ირლანდიაში აკრძალულია პრეზერვატივების იმპორტი. ტურისტებს თითო ეგზემპლარის შეტანაც ეკრძალებათ. ეს კანონი კათოლიკური წესებიდან გამომდინარეა.

ჩინეთში შიშველი ქალების ცქერა ნებადართულია, მაგრამ ჯარიმის გადახდა მოგიწევთ იმ შემთხვევაში, თუ ჩაცმულ ქალს ფეხებზე დიდხანს დააკვირდებით.
კატეგორია: ♥სასიყვარულო სტატიები | ნანახია: 978 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]