.

მთავარი » ♥რელიგია



ლოცვა სწავლის დამთავრების შემდეგ

გმადლობ შენ, შემოქმედო, რამეთუ ღირს მყავ ჩუენ მადლსა შენსა ყურადღებისათვის სწავლისა. აკურთხენ ჩუენნი მთავარნი, მშობელნი და მასწავლებელნი, მიმყვანელნი ჩუენნი ცნობად კეთილისა; და მოგუეც ჩუენ ძალი და სიმხნე, რათა ახლად შევუდგეთ სწავლასა ამას. ამინ.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 938| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ლოცვა ავადმყოფთათვის

შენ მხოლო ხარ ქრისტე მსწრაფლ შემწე, მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულსა მონასა შენსა ზედა და იხსენ სნეულებათაგან ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან და აღადგინენ მაქებელად შენდა, და სადიდებელად სამარადისოდ, მეოხებითა ღმრთის-მშობელისათა მხოლოო კაცთმოყუარე. 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა. 

სალმობისა სარეცელსა ზედა მდებარესა და სასიკვდინოთა წყლულებითა მოწყლულსა ვითარცა ოდესმე აღადგინე მაცხოვარ სიდედრი იგი პეტრესი და განრღვეული ცხედარსა ზედა ტვირთული, ეგრეთვე აწცა მოწყალეო ვნებულსა ამას მოჰხედენ და განჰკურნენ, რამეთუ შენ მხოლო ხარ უძლურებათა და სალმობათა და სნეულებათა ნათესავისა ჩუენისათა აღჰმხმელი და ყოველივე ძალ-გიძს, ვითარცა მრავალ-მოწყალე ხარ. 

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 2347| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ბარბარეს წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრთხენი შემუსრა, და, ვითარცა სირი, განერა მახისაგან შეწევნითა და საჭურველითა პატიოსნისა ჯუარისათა.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 1276| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღუაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 938| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



სიტყვისა ღმრთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 835| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო დიდო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 791| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



გიხაროდენ მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო,
 რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა,
 ქრისტე ღმერთი ჩვენი, იხარებდე შენცა,
 მოხუცებულო, მართალო სვიმეონ, 
რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, 
რომელი მოგვნიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა.  
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 960| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



საშოი რა ქალწულებრივი განსწმინდე შობითა შენითა, 
და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ, ვითარცა გშვენოდა,
 უსწვრვე აწცა და გვაცხოვნენ, ქრისტე ღმერთო,
 დაამშვიდენ ბრძოლასა შინა მოქალაქეობაი ჩვენი და დაიცვენ მეფენი, 
რომელნი შეიყვარენ, მხოლოო კაცთმოყვარეო.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 756| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ერთ ძველ იგავში ასე წერია:
კაცი იესოს წინაშე წარსდგა,
ნაფეხურების სახით ქვიშაზე
მთელი თავისი ცხოვრება ნახა.
იესომ უთხრა: "ხედავ, შენს კვალთან
ნაფეხურების რიგია ერთი,
ეს მე ვიყავი, ცხოვრების გზაზე
თან დაგყვებოდი მორწმუნეს გვერდით.”
უეცრად კაცი ძლიერ აღშფოთდა:
"განსაცდელის დროს რატომ მტოვებდი?
აქ ნატერფალი მხოლოდ ერთია
ნიშნად, რომ ჭირში ვერა გპოვებდი.”
იესომ ტკბილად გასცა პასუხი:
"გზა ნავალია ერთ-ერთის ფეხით,
რადგან ცხოვრების მძიმე წუთებში
დაგატარებდი აყვანილს ხელით.”

ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 802| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 
« 1 2 3