.

მთავარი » ♥რელიგია


       არსებობენ თუ არა ანგელოზები?                                

ვზივარ ფანჯრის რაფაზე და ვფიქრობ ერთ რამეზე.მაინტერესებს არსებობენ თუ არა ანგელოზები?გინახავთ როდესმე?ან მოგისმენიათ თუ არსებობენ ჩვენი მფარველები.მე მჯერა რომ ისინი არსებობენ,მაგრამ არა ვარ დარწმუნებული და მინდა ვინმე იმნაირი ადამიანი გამოჩნდეს და ამ კითხვაზე პასუხი გამცეს.მე ვგრძნობ,რომ ჩემთან ახლოს მარჯვენა ბეჭზე ზის ჩემი მფარველი  ანგელოზი და მიცავს,თან მარიგებს,მარიგებს იმას,რომ ჩვენ ყველა ქართველ ქრისტიანს ღმერთი უნდა გვწამდეს.ხალხნო დამიმტკიცეთ ანგელოზების არსებობა და მე ისეთი გავხვდები როგორიც არასდროს არ ვყოფილვარ.სულ ღმერთთან ვიქნები და მას არ მივატოვებ ღმერთის შვილი ვიქნები.ნეტა ღმერთი მაღლა ცაშია?თუ ჩემთან ახლოს.ნუთუ როცა მოვკვდებით ჩვენი სულები ღმერთთან წავა და რაც ცოდვები ჩაგვიდენია უნდა გამოვისყიდოთ?რა თქმა უნდა ასეა.მე გამიგონია რომ ღმერთს ორი ფრთა აქვს.ერთი ცოდვილების და ერთი ანგელოზების.აბა დაფიქრდით და მიხვდით რომელ ფრთაზე ვიქნებით ჩვენ ქართველები?ალბათ თუ ცოვას ჩავიდენთ ,ცოდვილების ფრთაზე მოვხვდებით,თუ კარგ საქმეებს გავაკეთებთ და ირგვლივ სიკეთეს დავთესავთ ანგელოზების ფრთაზე მოვხვდებით.თუ გამოჩნდება ისეთი ადამიანი და წაიკითხავს ჩემს ჩანახატს და ამ კითხვაზე პასუხს გამცემს,თქვენ წაიკითხეთ ის მონაკვეთი ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 1169| დაამატა: adjara  | კომენტარი (2) სრულად ნახვა 



ლოცვა მფარველი წმინდანისადმი 

ევედრე ღმერთსა ჩემთვის წმიდაო (სახელი), რამეთუ გულსმოდგინედ შენდამი მოვილტვი, ვითარცა მსწრაფლშემწისა და მეოხისა სულისა ჩემისათვის.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 869| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ლოცვა სეფისკვერისა და წმიდა წყლის მიღებისათვის

უფალო ღმერთო ჩემო, ჰყვენ ესე წმიდა ძღვენი შენი და წმიდა წყალი შენი მოსატევებელად ცოდვათა ჩემთა, განსანათლებელად გონებისა ჩემისა, განსამტკიცებელად სულიერთა და ხორციელთა ძალთა ჩემთა, საკურნებელად სულისა და ხორცისა ჩემისა, დათრგუნვად ვნებათა და უძლურებათა ჩემთა, განუზომელისა მოწყალებისა შენისა გამო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 850| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ლოცვა მშობლებისათვის 

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მშობელნი ჩემნი (სახელები), ძმანი და ნათესავნი ხორციელნი, და ყოველნივე მახლობელნი და მეგობარნი ჩემნი, და მიანიჭე მათ მშვიდობა შენი, და აღავსენ იგინი ყოვლითა კეთილითა.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 844| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ლოცვა სულიერი მოძღვრისათვის 

აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ სულიერი მამა მოძღუარი, მასწავლელი ჩემი (მოძღვრის სახელი), რომელი მარადის იღვიძებს და იღუწის სულისა ჩემისათვის, და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 1003| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ტროპარი ჯვარისა და ლოცვა ერისა და მამულისათვის

აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 896| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ზიარების წინ სათქმელი ლოცვა 

მრწამს უფალო და აღვიარებ, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისა, მოსრული სოფლად, ცოდვილთა ცხოვნებად, რომელთაგან პირველი მე ვარ. 

კვლად მრწამს, რამეთუ ესე არს თვით უხრწნელი ხორცი შენი და ესე არს თვით პატიოსანი სისხლი შენი; შენ უკვე გევედრები, შემიწყალე მე, შემინდევ შეცოდებანი ჩემნი, ნებსითნი და უნებლიეთნი, სიტყვით და საქმით, ცნობით და უმეცრებით, და ღირს-მყავ მე დაუსჯელად ზიარებად უხრწნელთა საიდუმლოთა შენთა, მოსატევებელად ცოდვათა და ცხოვრებად საუკუნოდ, ამინ!

ესერა მივეახლები საღმრთოსა ზიარებასა, შემოქმედო, ნუ დამწვავ ზიარებითა, რამეთუ ცეცხლი ხარ უღირსთა შემწველი, არამედ უკვე განმწმიდე ყოვლისაგან მწიკვლისა. სერობასა საიდუმლოისა შენისასა, დღეს ძეო ღმრთისაო ზიარებად შემიწყნარე, რათა არა მტერთა შენთა უთხრა საიდუმლო შენი, არცა ამბორს-გიყო, ვითარცა იუდა, არამედ ვითარცა ავაზაკი აღგიარებ შენ, მომიხსენე მე უფალო, სასუფეველსა შენსა. დიდება შენდა ღმერთო.

ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 1540| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ლოცვა საზრდელის მიღების წინ

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. პური ჩუენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანა-ნადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანა-მდებთა მათ ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან. ამინ.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 904| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



გმადლობ, შენ ქრისტე ღმერთო ჩვენო, რამეთუ განმაძღე ჩვენ ქვეყნიერთა კეთილთა შენთაგან; ნუ დამაკლებ ჩვენ ზეცისასა სასუფეველსა, არამედ, ვითარცა შორის მოწაფეთა შენთა მიხვედ, მაცხოვარ, და მშვიდობა მიჰმადლე მათ, ეგრეთვე მოვედ ჩვენთანა და გვაცხოვნე ჩვენ. ამინ.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 914| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ყოვლადსახიერო უფალო, გარდამოგვივლინენ ჩუენ მადლი სულისა წმიდისა შენისა, მომნიჭებელი გულისხმისყოფისა და განმაძლიერებელი ძალთა სულთა ჩუენთასა, რათა ჩუენ, ყურადმღებელნი გარდამოცემულისა ჩუენდა სწავლისა, აღვიზარდნეთ შენ, შემოქმედისა ჩუენისა სადიდებელად, მშობელთა ჩუენთა სანუგეშოდ, ეკლესიისა და მამულის სასარგებლოდ. ამინ.
ატეგორია: ♥რელიგია |ნახვა: 1161| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 
« 1 2 3 »