.

მთავარი » 2013 » თებერვალი » 8 » ანეგდოტები
16:39
ანეგდოტები


სანამ მამა ნაძვის ხეს რთავდა‚ შვილის ლექსიკური მარაგი საგრძნობლად შეივსო.

----

ქმარი: რას აკეთებს თოვლის ბაბუა კარადაში?

ცოლი: ჩემს სურვილებს ასრულებს.

----

შეტყობინება გოგონებს‚ რომლებიც ელოდებიან თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს: „ცხენი გზაში დამეღუპა‚ მოვდივარ ფეხით‚ მაგვიანდება."

-----

რაც უფრო დაბალი თანამდებობა გიკავია‚ მით მეტად შესამჩნევია შენი სამსახურში არყოფნა.

-----

გამოკითხვაში: „ვისი კოცნა უფრო ტკბილია – ქმრის თუ საყვარლის" 500 გამოკითხულიდან 300-მა უპასუხა – ქმრის‚ 200-მა – საყვარლის. არც ერთის პასუხი არ იყო: „არ ვიცი".

----

– გაიგე? ჟურნალ „გლამურის" სექტემბრის ნომერში ორსულობის ტესტი ჩაუდევთ... 

– მაგას აჯობებდა‚ ივნისის ნომერში პრეზერვატივები ჩაედოთ...

----

სიძის წერილი:

„ძვირფასო სიდედრო!

ძალიან გთხოვთ‚ ნუ მასწავლით‚ როგორ აღვზარდო ჩემი შვილები. მე დაქორწინებული ვარ თქვენს ქალიშვილზე და, მინდა დაგარწმუნოთ‚ რომ თქვენი აღზრდის შედეგი არცთუ სახარბიელოა."

----

– აბა‚ როგორ ხარ?

– კარგად. არანაირი პრობლემა...

– ო‚ ესე იგი, ცოლის მოყვანის დროა...

----

თქვენმა დაქალებმა დაგივიწყეს? სასწრაფოდ დადეთ სტატუსი: „როგორ მოვიქცე?! ჩემი დაქალის ქმარს ვუყვარვარ!"

----

გადატვირთული ავტობუსი. ქალის ხმა:

– ეე‚ რას აკეთებ‚ კაცო?

პაუზა. ისევ ქალის ხმა:

– რას აკეთებ-მეთქი?

პაუზა... ქალმა მესამედ უყვირა – რას აკეთებო. ისევ პაუზა. სიჩუმეს ბოხი ხმა არღვევს:

– ე ბიჭო‚ ნუ დაგვტანჯე‚ უპასუხე‚ რას აკეთებ!

----

ახალგაზრდა კაცი კაფეში ყავას სვამს. ხედავს, მეზობელ მაგიდასთან ძალიან ლამაზი გოგონა ზის. ყოყმანის შემდეგ‚ როგორც იქნა‚ მივიდა და ხმადაბლა ეკითხება:

– შეიძლება‚ თქვენს მაგიდასთან ჩამოვჯდე?

– რა?! როგორ მაკადრეთ? ვინ გგონივართ? – იყვირა გოგომ მთელი კაფეს გასაგონად.

ბიჭი უხერხულად აიწურა და თავის ადგილს დაუბრუნდა. ცოტა ხანში კი გოგო მიუახლოვდა და ყურში ჩასჩურჩულა:

– მაპატიეთ... იცით‚ მე ფსიქოლოგი ვარ და ვმუშაობ თემაზე – „ადამიანთა ქცევები არაადეკვატურ სიტუაციაში".

ახლა ბიჭმა იყვირა ხმამაღლა:

– 100 ლარი? რა ამბავია?!

----

როდესაც პატარა ვიყავი‚ ვოცნებობდი პრინცზე‚ რომელიც წამიყვანდა... ახლა ამაზე ჩემი ქმარი ოცნებობს.

----

არაფერი არ არის მამაკაცისთვის ისეთი მძიმე‚ როგორც ბეჭედი მარჯვენა ხელის არათითზე...

----

არ იცი, რა უპასუხო?! გაიღიმე და გაისწორე ლიფი...

----

– მამი‚ საშინლად დავიღალე‚ ძალიან მძიმეა... მოდი, ლიზი შენ აიყვანე‚ არ დამივარდეს... მე კი მაგ ბოცას წამოვიღებ.

– გაგიჟდი‚ შე შობელძაღლო? რო გაგიტყდეს?!

----

– მამი‚ გველები ლაპარაკობენ?

მიხომ სიდედრს შეხედა და უთხრა:

– რაღა ეხლა გაჩუმდი‚ ხო ხედამ‚ ბავშვი ინტერესდება!

----
უცნაური მშობლები მყავს: ჯერ მეჩხუბებიან‚ ერთ ამბავს დამაწევენ‚ მერე კი მეგობრებს ამაყად უყვებიან – იცით‚ ჩემმა შვილმა რა გააკეთა? დიდი ვერ მოიფიქრებდაო...

------

– აი, მესმის ღვინო! პარასკევს დავლიე და დღეს თავიც კი არ მიბრუის‚ არადა, წინ ორი დასვენების დღე მაქვს‚ – ჩაილაპარაკა ახალგამოღვიძებულმა რაჟიკუნამ და აზრზეც არ იყო‚ რომ უკვე სამშაბათი გათენდა.

----

– ბიჭო‚ მშობიარობის შემდეგ ჩემი ცოლი მოსუქდა და ძალიან ნერვიულობს. იყიდა გასახდომი ჩაი‚ ზის და სვამს... ტორტთან ერთად.

----

ძვირფასო გეებო! თუ ქუჩაში მიდიხართ და გესმით‚ როგორ აგინებენ პედერასტებს‚ ნუ შეწუხდებით – ისინი პოლიტიკოსებსა და მთავრობას აგინებენ‚ ან – ფეხბურთელებსა და მსაჯებს...

----

ტიპი შაყირის ხასიათზეა. დაინახავს გოგოს‚ მიდის და ეუბნება:

– ალბათ‚ თქვენ შინაგანად ხართ მშვენიერი, რადგან, გარეგნობით ასეთი მახინჯი ხართ...

ყველა ნაწყენი და გაბრაზებული რჩება.... მიუახლოვდა ერთსაც და შეამკო თავისებურად. გოგომ ახედ-დახედა და უთხრა:

– თქვენი ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ‚ ამსიგრძე ენა რომ გაქვთ‚ ალბათ, სხვა რაღაც გაქვთ მოკლე...

----

ახალგაზრდა რადიოში რეკავს:

– იცით‚ ჩემმა შეყვარებულმა კატის მოყვანა მთხოვა. მეც, ვიშოვე ფუმფულა ფისო... მივუყვანე და გადაიფიქრა – არ მინდაო... ახლა რა ვქნა?

– ეგ კატა სახლამდე მიაცილე და მშობლებს ჩააბარე, ფუმფულა ფისო კი შინ წაიყვანე.

----

– მამი‚ რით განსხვავდება სანტა კლაუსი თოვლის ბაბუისგან? – ეკითხება მთვრალ მიხოს შვილი.

– თოვლის ბაბუა‚ შვილო‚ ფიფქიასთან ცხოვრობს‚ სანტა კლაუსი კი – ირმებთან.

----

ჩაფიქრდა ვანია:

– წელს კარგად უნდა მოვიფიქრო‚ რა ვთხოვო თოვლის ბაბუას‚ თორემ‚ შარშან ჩავიფიქრე, ჟერარ დეპარდიეს თანამემამულე ვიყო-მეთქი და ის გახდა რუსეთის მოქალაქე... 

----

სვანი მობილურს ყიდულობს.

– ნახეთ‚ ამ მოდელს როგორი ფუნქცია აქვს? ზარები სხვადასხვა სიტუაციებისთვის: „უხმო"‚ „ვიბრაცია"‚ „ოთახში"‚ „ქუჩაში"...

– „მესტიაში" თუ აქვს?..
კატეგორია: ♥სასიყვარულო სტატიები | ნანახია: 1046 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]