მე მოწყენილი მდუმარების ნისლი მხვევია, და უკვალო სიყვარული გულში მწვევია მე შენ მიყვარხარ ეს სიტყვები შენთვის მითქვია, ეს ჩემიი ცრემლიც შენი გულისთვის გადმომიგდია;
ეს უკვდავება შენი გულისთვის გამიყიდია ეს ჩემი სული შენი სულისთვის გადამიცია, მე შენ მიყვარხარ ეს სიტყვების გადამიყრია ჩემი ოცნებაც შენ ოცნებაში გადამიცვლია.
ჩემი ფიქრებიც ისევ უკვალოდ სადღაც გარბიან, და ჩემი გულიც უღიმღამოდ ნატვრად გიქცია, ეს სიყვარულიც უფერულო ამბად გიქცია…
|
ეხლა, როცა ჩემს ოცნებას ქარი ყველა ქუჩას ანდობს, შენ დაგეძებს და სულ ყველგან, დაქრის ისევ დანავარდობს.
ჩემსავით რომ ნერვიულობს და ხეებზე ტოტებს ლეწავს, თან დაგყვება და ხანდახან გაბრაზებს და თმებს გიწეწავს.
და ძილის წინ შენს ოთახში, შენ ფიქრებში გეცილება და ქარივით მთელი ღამე, შენც არასდროს გეძინება.
|
შენ მე არ მიცნობ, მერე ლექსი გეტყვის დანარჩენს, შენ მე არ მიცნობ, მე მიცნობენ მხოლოდ ცოდვები, შენ ცას შეხედე, მას გაჰყევი, იქნებ გადარჩე, მე კი განაჩენს სინანულით დაველოდები...
შენ ცას უსმინე გევედრები,
|
ლიანდაგებზე ჭრიალი ბორბლის, ხალხით სავსეა თეთრი ვაგონი, მატარებელი შორიდან მოდის, ჩვენ კი ხუთნი ვართ ამის გამგონი. ირგვლივ კლდეები, მომთმენი ჟამის, მწვანე ველები სისხლით ნაშოვნი, მატარებელი შორიდან მოდის, ნელ-ნელა ვრჩებით ოთხი გამგონი.
|
,,დედაქალაქი" ბევრია ქვეყნად, მაგრამ ერთია მხოლოდ თბილისი. ისე ,,თბილია" ,,ჩემი ქალაქი" როგორც საღამო მშვიდი ივლისის.
ისე ,,ამაყი" ვხდები ხანდახან, როცა ვუყურებ მე ,,ქართლის დედას". ერთიანდება ათასი ,,ფერი", ,,ცისარტყელას" რომ ჩვენს ცაზე ვხედავ.
ეს ,,სილამაზე" ვიპოვო სხვაგან? სხვაგან სად ვნახო ჩუმი ,,ოცნება" რა ,,ლამაზია" ჩემი ქალაქი, მე აქ სიცოცხლე ,,მეოცნებება".
ისე ამაყად დგას აქ ,,მეტეხი", ისე დიდია როცა ,,მზე ჩადის" ,,ლამპიონები" რომ ინთებიან, სოლოლაკში რომ ნიკალაც დადის.
მე მიყვარს ძლიერ ,,მთაწმინდიდან", ღამე თბილის
...
კითხვის გაგრძელება »
|
დარდი შემოსულა გულში ისევ მონატრების ფარდად, აღარ დაგიძახე გუშინ... დღეს კი უშენობა მტანჯავს. სადღაც დამალული ხმებით ჩუმად რომ გიყვები ზღაპარს - შენთვის ნათამაშებ ღიმილს სულში სევდისფერი დაჰკრავს... დრო კი უნამუსოდ მიჰქრის, დრო არ დაგვიცდის და სადღაც - ჩვენთვის შემონახულ წუთებს ურცხვად წაიღებს და წავა....
|
მოდი... ყვიროდა ღამე - სულში ჩაბუდებულ ფიქრად, ნარცისულ ოცნებებს ვამსხვრევ, აღარ ვეჯიბრები ყინვას... ახლა - შემორჩენილ წამებს ისევ გადავითვლი დიდხანს, უკვე - ჩაფიქრებაც გმართებს, თუმცა არაფერი მითქვამს. ვხედავ აყეფებულ ძაღლებს, თეთრად გათენებულ სცენას, რაღაც დაეკარგა თითქოს, თოვლში ფანტელების ცვენას... წავალ! გაჰყვიროდა სული, ღამეც - მონატრებას იდგამს, ჯერაც არაფერს არ ვამბობ, მაინც - ყველაფერი მითქვამს!....
|
მე ჩემი დუმილით გეტყვი, რომ - მიყვარხარ, პასუხად შენს მაცდურ ღიმილსაც ავიტან, ბაგე კი მოვთოკე, გული კი ვერაფრით, გეძახის: სადა ხარ? ცხოვრება გავიდა . . .
მე ჩემი რითმების ალერსით დაგათრობ, ჩვენს გრძნობას, სიყვარულს ცის კართან ავიტან, გონებას მოვუვლი, ამ გულს კი ვერაფრით, იძგერებს: უშენოდ სიცოცხლე არ მინდა . . . ერთ დღესაც სიბერე რომ მომეპარება, რომ მომაშორებენ ამ სოფელს თავიდან, მე გამაჩუმებენ, ამ გულს კი ვერაფერით, ილოცებს: უშენოდ . . .? ზეცაც კი არ მინდა . .
|
ნიავი მორცხვად არწევდა ფიქრებს, დღეს რა საოცრად ლამაზად წვიმდა.. წვიმის წვეთები გაყინულ თითებს წარსულის ნარჩენ ხსოვნას აცლიდა..
ბაგე ყვიროდა სევდიან მითებს, ირგვლივ სიცოცხლის ჟინი გაღვივდა, ეს მელოდია გულში ცეცხლს მინთებს, საოცარია…სიცოცხლე მინდა..
ცა რომ გადმოშლის ღრუბლების ზვირთებს, რომ დაეშვება ფანტელი ციდან, რომ ამოვუვსებთ სოროებს ვირთხებს აი იქ ვიტყვი..ცხოვრება ღირდა..
ახლაც ვიხსენებ ძველებურ მითებს, მაშინდელს,როცა გრძნობა ფრთებს შლიდა, ოღონდ ეს გული ყველას გაგვითბეს, საოცარია..ღიმილ
...
კითხვის გაგრძელება »
|
თუ მოსეირნე დამინახეთ უაზროდ ფიქრში, ნუ იტყვით ჩემზე: – როგორ წააგავს გალეშილ გიჟს… მე კოშმარები კვლავ მიხსნიან სიყვარულს ძილში და ეს ფიქრებიც მთვარეულივით მძინარეს მჭირს. ახლაც კალამი არ მიჭირავს, თქვენ გეჩვენებათ!.. უბრალოდ ვფიქრობ და მელანი მღალატობს კვლავაც, მოფარებული, სანთლის შუქზე რომ შემეჩვევა ჩემს ყველა სიტყვას ჩუმად უხსნის სანთლების ლავას. დავალ… ოთახი დაჭრიალებს, ვერ იტევს სხეულს, ჩემს გადახუნძლულ ნაფაზებში ეწვის ფანჯრები,
|
« 1 2 ... 72 73 74 75 76 ... 94 95 » |