შენ ერთადერთო ჩემო იმედო, ჩემი ცხოვრების შენ ხარ ნათება, არ იქნებოდა ქვეყნად ოცნება და არც იმედის გამონათება ცოდვილი სულის შენ ხარ წამალი უშენოდ კვდება ქვეყნად ცხოვრება ნუ მიღალატებ ამას გთხოვ მხოლოდ ნუ შეიწირავ ამ ჩემს ცხოვრებას
|
ძნელია, როცა ტირილი გინდა, ძნელია, როცა ტირილს ვერ ბედავ. ძნელია, როცა სიცილი გინდა და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ. ძნელია, როცა შენ გული გტკივა, რომ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს. ძნელია, როცა ხელებზე გცივა და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს. ძნელია, როცა თვალები სველი ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა. ძნელია, როცა ვიღაცას ელი და თან იცი, რომ ის აღარ მოვა...
|
მ ე - სავსე მაქვს გული შენი ტრფობით. შ ე ნ - არ გესმის ჩემი გულის ძგერა. ი ს ე - უნდა დავიტანჯო ჩუმად, მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ - და თქმა ვერ გამიბედავს... რ ო გ ო რ ც - მხეცი ვხეტიალობ ტყეში. გ ა ნ წ ი რ უ ლ ს - ვერ მომინახავს შვება, ს ა წ ა მ ლ ა ვ ი - მე დავლიე შენთვის, გ ე ს მ ი ს ? - კარგო, ჩემი გულის ძგერა!...
|
მე არ გეგონოთ თვით ლეონიძე,
ან მეფეთ მეფე გალაქტიონი,
მე ნიკოლოზის მსგავსი მაქვს სული,
ნეტავ იცოდეთ როგორ მაქვს გული.
|
შორეული ქალის ეშხი მოვა... მაგრამ როდის? სიყვარული სასახლეში მხოლოდ ერთხელ მოდის!
ასეთია ნაზი ბედი, ბედი რჩეულ ფერის, სიცოცხლეში თეთრი გედი მხოლოდ ერთხელ მღერის!
ზრდილი, ნაზი და მეფური, ჩემი ძველისძველი ლექსი არის უნებური სიზმრით შემმოსველი.
მხოლოდ თეთრი შადრევნებით მოკისკისე ბროლი, მაცდურ თვალის გადევნებით, მტანჯავს მსუბუქ მქროლი"
აჰა, ვხედავ - ლურჯა რაში მიჰქრის საშიშ-ჩქარი, და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში მიაქვს მძაფრი ქარი!
მიჰქრის დალალგადაყრილი დოვინ-დოვენ-დოვლი: თოვლი, ფიფქი
...
კითხვის გაგრძელება »
|
მე ასეთი ვარ, ვერ ვიქნები რადგან სხვაგვარი. დრო მკურნალია, დრო ტკივილებს ერთად აქუჩებს, ხელს ვერ ავუქნევ რითმებს, როგორც მშიერ ბეღურებს, გამოვაზამთრებ სევდას, ჩემგან ცრემლებმიუჩვევს.
დროც ასეთია, ყველა ტკივილს სწრაფად გავიწყებს, წლებით "აცრილი" სიძულვილი, თითქმის, ბრძენია. და როცა წყენას ვერ იხსენებ დროში გაწელილს, - უნდა ჩათვალო, რომ საწყენიც არაფერია.
მე ასეთი ვარ, ვერ ვიქნები რადგან სხვაგვარი. იღბალს ჩამოვწყდი თვალნაკრავი გიშრის მძივიდან, თბილ ხელისგულზე დამეტევა მთელი ზამთარი... თუ სიამაყეს, სიყვარულის მსხვერპლად მივიტან.
|
როდესაც ქარი ააშრიალებს, როცა ზღვის ტალღებს ააბრიალებს, მაშინ მიხვდები რომ იგვიანებ... დაიგვიანებ! დაიგვიანებ! ცა მიწად ექცა, ზღვა კი- ხმელეთად, ფსკერი ცა არის, ცა კი -ფსკერია დაიგვიანებ! დაიგვიანებ! მიხვდები ის რომ ვერ შეგელია... ცოტა ხნის წინათ ნაზი გოგონა გეტრფოდა ძალზე ძლიერი გრძნობით, ვერ დააფასე მისი ეს გრძნობა ახლა კი სტირი მხურვალე ცრემლით... განა დასტირი იმის მკვდარ სხეულს?! ზღვით გამორიყულ ცხედარს- ნაპირთან. გვიანი არის ეგ შეცოდება იგი ცაშია უფალთან ერთად! ან იქნებ ასე სულაც არ არის, უფალმა იგი მწარედ დასაჯა, რადგან გრძნობისთვის თავი გასწირა მისი ცხოვრება ასე განსაჯა... ვინ იცის ახლა სად იმყოფება იმქვეყნად რომელ გზას ადგას დღემდე, იქნება უკვე ჯოჯოხეთშია, ჯოჯოხეთია მისთვის სამოთხე. გაწუხებს დარდი ამგვარი ფიქრით, გსურს ახლა მაინც იყო მის გვერდით.<
...
კითხვის გაგრძელება »
|
ნეტავ... უსიყვარულოდ ერთი ლექსი დამაწერინა... უსიყვარულოდ ერთი წამით გამაძლებინა... ქარიშხლიანი მოგონება წამაშლევინა... სხვის შეცდომებზე მეც ცხოვრება მასწავლებინა... სევდანარევი მუსიკები არ მამღერინა... ფურცელს განდობილი ყველა ფიქრი გამათელინა... ხვალინდელი დღე სულ სხვაგვარად დამაწყებინა... გაუთავებლად სხვაზე ფიქრი მომაშლევინა... თითქმის ყოველღამ ჩუმი ცრემლი არ მაღვრევინა... მთვარის ნათებას ბედნიერი შემახედინა... სულის ტკივივლი აღარასდროს განმაცდევინა.
|
არ შეიძლება სიყვარულს წინ სიტყვა ნამდვილი დავურთოთ,სიყვარული სიყვარულია და ის თავისთავად უკვე ნიშნავს სინამდვილეს,დანარჩენი ყველა სხვა სიტყვა მასთან ზედმეტია და მას ვერც გაამუქებს და ვერც ფერს დაუკარგავს.შეყვარებული ადამიანის გული თითქოს წონაშიც იმატებს და ზომაშიც,რადგან სისხლძარღვები ფართოვდება და გგონია რომ ძალიან დიდი გული გაქვს.სიყვარული ოპტიმიზმით ავსებს ადამიანებს.რა საოცარი შეგრძნებაა როცა გიყვარს,თითქოს კი არ დადიხარ,არამედ დაფრინავ,ყველაზე მძიმე წუთებიც კი მსუბუქად გეჩვენება და გგონია სამყარო შენს გარშემო ტრიალებს,თითქოს გმერთმა მარტო შენი ბედნიერებისთვის შექმნა ეს ყველაფერი ცისქვეშეთში.გიყვარს–ე.ი. პულსი აჩქარებულია გული გამალებით გიცემს,ყველაზე უკეთ მაშინ შეიგრძნობ რა ბედნიერებაა რომ გაჩნდი,რა ლამაზია სიცოცხლე. არ შეგეშინდეთ თუ უცებ სუნთქვა შეგეკვრებათ,გული ყელში მოგებჯინებათ,გაიგონებთ საკუთარი გულის ფეთქვას,თუკი მუხლებში უჩვეულო სისუსტეს იგრძნობთ,თუ ღამით ძილი გაგიკრთათ და აბეზარი ფიქრები თავს არ განებებენ.ეს სიყვარულის კლ
...
კითხვის გაგრძელება »
|
როგორ მიყვარხარ, რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ და მონატრების როგორ ცვივა გულში ნამქერი, არ წახვიდოდი ასე ჩუმად, ნაწყენი, არა, დაიღვრებოდი სულის სევდად, როგორც სანთელი. როგორ გნატრულობ, რომ იცოდე, როგორ გნატრულობ?! ამაო ფიქრში, ო, რამდენი ვათიე ღამე, ჩემო გულისთქმავ, ჩემო ხატო, სიზმრად გნახულობ, მოდი, როგორმე მანუგეშე, მითხარი რამე! როგორ მკლავს სევდა, რომ იცოდე, როგორ მკლავს სევდა და მონატრების როგორ კვდება თვალებზე ცრემლი, არ წახვიდოდი ასე ჩუმად გამწყრალი, არა, გადავიწყებას მიეცემოდა აღარაფერი... როგორ მიყვარხარ, რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ?!.
|
« 1 2 ... 70 71 72 73 74 ... 94 95 » |