.

მთავარი » ♥სასიყვარულო ლექსები


მომნატრებიხარ,როგორც შავ ზღვას თეთრი თოლია,
იმ მონატრებით_რუსთაველს რომ მოუგონია.
მომნატრებიხარ,ვით ზამთარში სითბო მაისის
და ცხელ აგვისტოს საამური,გრილი დაისი.
მომნატრებიხარ,აღარ ვიცი რას შეგადარო,
მენატრები და მონატრებით მინდა გატარო.
როგორც მთის ირემს წყაროს წყალი მოენატრება,
დაეწაფება და გააბნევს წყურვილს დარდებად.
მე მინდა შენთან,როგორც ვარსკვლავს უნდა მთვარესთან,
ისე მჭირდები,როგორც ავდარს გამოდარება.
უკვე იქ გეძებ,სადაც არ ხარ და ვერც იქნები
და მენატრები,როგორც ზამთარს თოვლის ფიფქები.
მომლანდებიხარ,გულში დარდად მომძალებიხარ,
როგორც არასდროს,ისე ძლიერ მომნატრებიხარ
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 825| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



გულს უშენობით დაღლილს დაქანცულს,
გულის კარებთან დაუკვნესია,
დიდხანს ვერ გნახავ და ვიტანჯები,
ხშირად რომ გნახო უარესია,
გაბრაზებულა ჯიუტი გული,
სულში ტკივილი ჩაუთესია,
ნუღარ მაწამებ ბრალდებულივით
უცებ მომკალი უკეთესია,
ისე საშინლად მომენატრე რომ
ფიქრები მტრედად შემომესია,
უბრალოდ მე ვწერ რასაც განვიცდი,
და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია,
არ შემიძლია მე ლექსი ვწერო,
აღიარება ჩემი წესია,
როცა უშენოდ მიწევს ცხოვრება,
არ ვარსებობდე უკეთესია.


მოგჩერებივარ, როგორც სანთელს და
სუნთქვასაც ვიკრავ, რომ არ გამიქრე...
შენით ჭკუიდან გადასვლა ღირს და
როგორ ვიცხოვრო, უნდა დავფიქრდე!
როგორ ვიცოცხლო ამ თვალთა იქეთ,
ამ მზერის იქეთ უკუნი ბორგავს...
ჩემს სასთუმალთან ჩამოჯდე იქნებ,
ყური მიუგდო ღამეულ ბოდვას.
და გაგონილი სახელი შენი
ტუჩს რომ მოწყდება ღამის წყვდიადში,
შენ ჯერ არ იცი მე როგორ მშველი
სულს რომ მიბრუნებ ფერთა წიაღში.
მიყვარხარ მართლა, მიყვარდი მგონი
იქედან როცა დალაგდა არე...
მოისხი მადლი, ჩემს სულთან მოდი,
დავტოვებ ღიად სარკმელს და კარებს!
წარსული დნება ფოთოლთ ცვენაში
შენ შეგიძლია დარდი დახლიჩო...
მომეცი ნება , რომ შენს მზერაში
ჩავიძირო და თავი დავიხრჩო!!


ცხოვრება არარაობაა! სიცოცხლე, სუნთქვა, მიზანი – ის ერთი. მომავალი გაურკვეველი ბურუსივით მოცული. ყველაფერმა დაკარგა ჩემთვის აზრი. თითქოს უცნაურობათა კარუსელში ვზივარ, რომელიც გაუჩერებლად ტრიალებს. 
რაც ჩვენ ერთმანეთს დავშორდით მე უკვე ის აღარ ვარ რაც ვიყავი, სულ მთლად შევიცვალე, მეგობრები ვეღარ მცნობენ, ყველას ის მხიარული და საყვარელი ანი ენატრებათ, როგორიც ძველად ვიყავი. მაგრამ გიოს გარეშე ჩემს ცხოვრებას რა აზრი აქვს. გულში სინანულისა და სიძულვილის მეტი არაფერი დამიტოვა განვლილმა დღეებმა, ყოველთვის მეგონა რომ არასოდეს შემიყვარდებოდა ვინმე ისე, რომ ჭკუიდან გადავიდოდი. 
როგორც ამბობენ სიყვარული სენივით შეგეყრება და მოაგონდები "ვარდისფერ სიზმარს”. სხეულის თითოეული ნაკვთით, თითოეული ნერვით იცნობ მის შეხებას და შენი ცხოვრების ყოველი წუთი, ყოველი წამი, მხოლოდ მას დაემორჩილება. 
ამგვარ განცდებს ძნელად თუU მოუძებნი სახელს, მაგრამ მათ გარეშე უღიმღამოა ც ... კითხვის გაგრძელება »


მომეცი ხელი,
უჩემობა, ვიცი გაწუხებს...
და გამეტებით, დაუნდობლად,
ამტვრევ მარწუხებს...
მომეცი ხელი,
უშენობა ისევ მაწვალებს...
გადაგღეღია ეგ ფიქრები,
ვითვლი ნაკვალევს...
ხელი მომეცი,
ამირიე ისევ გონება...
რომ დამამარცხე უშენობით,
ნუ გეგონება...
მომეცი ხელი,
გული ისევ ამიფერადე...
და განაბული დამელოდე,
გაგიჟებამდე...
მე მაღლა მინდა,
შენთან მინდა, მაინც ამოვალ..
რომ ვერასოდეს მომიშორო,
ისე წამოვალ..



რა გალეულს და ფერწასულს გხედავ,
ჩემო პაწია, ცოდვილო დედა,
ვაიმე, როცა შენს გულთან მჭრიდნენ,
რაიმე ხომ არ გატკინე ნეტა.

არ შეგეშინდეს, შვილი ვარ შენი,
შენი ტანჯული სისხლი და ხორცი,
ნიავი ვარ და მგონია გშველი, -
სიცხიანს, მწუხარს კულულზე გკოცნი.

მაგ ბავშვურ შუბლსაც გიკოცნი მორცხვად,
გაბუსხულ ტუჩსაც, ბავშვურად ლამაზს...
ახლა სული ვარ და უფალს ვლოცავ - 
შენს გადარჩენას ვულოცავ მამას.

მადლობა უფალს, რომ არ დაგვღუპა,
არ დამიობლა ძმები და დები.
მე კი, ბარტყივით ტანშეუბუმბლავს
ცად ანგელოზმა მაჩუქა ფრთები.

როგორ მინდოდა, მეც მოგსწრებოდი,
მეც გამეხარა ამ სამზეოთი,
მეც დამეძახა შენთვის „დედიკო"
და მამას ყელზე შემოვხვეოდი.

ჩაწნული ვიყავ მომავლის ფიქრთან,
როგორც პეპელა ყვავილში რგული,
დაბადებამდე რამდენი მიკლდა,
ითვლიდა ჩემი პაწია გული.

ალბათ, გგონივარ დაღლილი სხივი,
ალბათ, გგონივარ სუნთქვა სიოთა,
შენ ხომ უძლებდი საკუთარ ტკივილს,
მე კ ... კითხვის გაგრძელება »


მამა,
მუხლზე სული შემიბერე,
ეზოში ხელი მკრეს, დავეცი.
თოვლზე დახატული ბაჭია
ჩემი ბავშვობისკენ გაიქცა.
მა,
შენი პატარა გოგონა
ახლა სევდიანი ქალია, 
იმდენჯერ დაუშვა ხელები
უღონოდ... იმდენის ვალი აქვს...
მა,
შენ ხომ იცი რა ძნელია,
ყოველთვის იარო სწორი გზით...
გამიშვი, რომ გზები ამებნეს
და ისევ ჩვენს სახლში მოვიდე...
მა, 
შენი პატარა გოგონა
ახლა სულდაღლილი ქალია.


მე არ მსურს,არ მინდა,თქვენია სამყარო.
გაუძღვეთ სატანის მორჩილი მხეცები.
თქვენია მთლიანად,მე არ მეკარება.
იგონეთ,აშენეთ,მაინც დაგენგრევათ.
შემინდეთ,ნუ დამსჯით,თქვენი ვარ მთლიანად.
მეც ხომ ვაშენე ჩემივე სამყარო.
გამიგეთ,გამიცნეთ,შემდეგ განმსაჯეთ.
დამსაჯეთ,მომკალით,მე ხომ ვერ გაგიგეთ.


დრო იყო ფიქრის,ამბების წერის,
წიგნების კითხვის და სიყვარულის,
ასე დავიწყე ლექსების წერა,
ჩემი ცხოვრებაც ფურცლებს თან გაჰყვა.
მერე სიბერემ მომიკაკუნა,
და მარტოობამ გამიღო კარი.
ახლაც ასე ვარ,ვზივარ თამამად,
ახალგაზრდობას ვიხსენებ წამით.
დრო მოვა,ალბად აღარც ვიქნები,
ჩამომივლიან სიკვდილის დრონი,
და ჩემს ცხოვრებას ის სხვა განაგრძობს,
პატარა,ცელქი,მოუსვენარი.
გაივლის წლები ისიც ჩემსავით,
შეაბერდება ლამაზ ცხოვრებას,
მერე დაჯდება და მოიგონებს,
იმ თავისივე ახალგაზრდობას.



გახსოვს პირველად რომ მაიძულე შემომეხედა თვალებში და მეთქვა თუ როგორ მიყვარხარ...გახსოვს რომ მეცეკვე წვიმაში და რა სიგიჟეც არ უნდა მეთქვა უსიტყვოდ მისრულებდი.. ის დრო გახსოვს?...... მერე რა რომ პირველი პაემანი ჩვენი ურთიერთობიდან 1 წლის შემდეგ გვქონდა,მთავარია რომ გვქონდა.. გახსოვს ვიპარებოდი,და ის თუ გახსოვს ჩემს გამო რომ გადახტი..... (მადლობა ღმერთს ახლა სახში ზიხარ...) რამდენი სიგიჟე და რამხელა სიყვარული გვაკავშირებდა შენ კი მოკალი...რამდენჯერ მითქვამს მარტოობის მეშინიათქო და... მაინც წახვედი.. მაინც დამტოვე მარტო... დგემდე ვერ მაპატიე ძმაკაცი რომ წაგართვი მიუხედავად იმისა რომ მარწმუნებდი დიდი ხანია გაპატიეო... მივდივართ ერთმანეთისგან იმ სისულელის გამო რატომაც ბევრი სიყვარული ინგრევა... არ მინდა ჩვენც ის ბევრი ვიყოთ... მეც მოვრჩი წერას.. მთელი გულით,მთელი გულით გისურვებ ბედნიერებას.. მივდივარ და ჩემი ლექსებითა თუ ჩანახატით დამიტოვია შენთვის ანდერძი.......
... კითხვის გაგრძელება »
« 1 2 ... 68 69 70 71 72 ... 94 95 »