მოლეკულარულ დონეზე, იქ სადაც სული ხორცდება, ჩაშიფრულია ზიარი შემი და ჩენი ცხოვრება.
მიზიდულობის კანონით ჩვენ ერთმანეთზე კრულები, თვალით უხილავ ძაფებით სხვადასხვა პოლუსს ბმულები.
სასრულით დასაბამისკენ უფსკრულს შვებული ტრამპლინით, წარსულით გამოტყორცნილი ზე მომავალში გზავნილით.
ამ ქვეყანაზე ცხოვრება მავანს სამოთხე გონია, და სხვისი გაკვირვებია ,,-თმენა რად მოუგონია?!’’
წამია წამი საწუთრო და წამის წამით წამება, ძნელი მაგრამ საშური იმ ერთადერთის წამება.
|
მილიონჯერ მაქვს უკვე ნახული, სად არის განძი გადანახული. ყველა წმინდა და ყველა ნარჩევი, წარმავალისგან გამონარჩევი.
ამ ცხრა მთისა და ამ ცხრა ზღვის მიღმა გულის გულშია დავანებული. ფენა და ფენაა საზეო წყობით, ორმოც ოთახში დალაგებული.
მაგრამ, ერთია განძის მიგნება და მეორეა შეხსნა კარისა, ხალას ოქროთი ჩამოსხმულისა და მოტანილი უფლის ხარისა.
ერთადერთთა ამ ქვეყანაზე ამ საიდუმლო კარის გამღები და იმ დაკარგულ ოქროს გააღებს ყავს ერთადერთი მხოლოდ გამგები
|
ნესტანის იავნანა.
დროის გაყვანის სტოკატოები და უთავბილო სერენადები, ...ვინმეს,ოდესმე, მოაგონდები? ოდესმე, ვინმეს, გაახსენდები?...
თაობებს ზრდიდნენ შენს სიყვარულზე. შენთვის მოხტულ ცის სიხარულზე. შენთვის ჩნდებოდა ქვეყნად მაისი და ათენებდა უკუნს აისი.
შენ გიმღეროდნენ ნაკადულები, ტყე და ველები მოქარგულები. სევდა ქრებოდა შენს ერთ ღიმილზე, ვით უწმინდური,ბავშის ტირილზე.
მზეს გავედრებდნენ მომლოცველები, ცის შენაპირზე შენი მხლებლები. ყველგან,ყოველთვის ამ ცის ქვეშეთში, შენ ერთადერთის მხოლოდ მცველები.
გახსოვს,არ გახსოვს სულ არაფერი? ის ნეტარენა იყო რაფერი?! გამოიღვიძე! გამოიღვიძე! და გააღვიძე სუყველაფერი!
|
ქუჩაში დავარდნილა ვიგაცის ყვავილი,
ასვალტის ჭუჭყი და მტვერი დასდებია,
მის ფურცელს სიცოცხლის ნამი შესშრობია,
ყვავილი ოცნების ლამაზი ფერია,
|
 ჩემი უსასრულო ფიქრი ხარ, ჩემი სიყვარულის კონა, ჩემი სილამაზის საზომი, ჩემი ოცნებების წონა.
ჩემი მოელვარე ვარსკვლავი, ჩემი გამხელილი ცოდვა, ჩემი სიხარულის საბაბი, ჩემი ღამეული ბოდვა.
ჩემი უსახელო ლექსი ხარ, ჩემი დარცხვენილი მუზა, ჩემი ბედნიერი ცრემლების ზღვაში ჩაშვებული ღუზა...
ჩემი უპასუხო კითხვა ხარ, ჩემი პაწაწინა ია, ჩემი გაუშლელი ყვავილი, ჩემთვის გასროლილი ტყვია
|
მე ვწერ ლექსებს და ვწერ შენზე, ჩემზე, შენზე, იმ რთულ გზაზე. დედიკოზე, მამიკოზე, დაზე, ძმაზე, სულაც სხვაზე!!! მინდა სახლი, დიდი სახლი! მინდა მდელო, მწვანე მდელო! ბურთი, ლახტი, საქანელა, და ჰამაკი საყვარელო!!! დაითვალე ჩემო კარგო, სამი, ორი, ერთი, ნული ჩემი შვილი მინდა ვნახო, შავი ყურძნით მოტუტყნული... მინდა შევსვა ლურჯა ცხენზე, და ვასწავლო ჯირითობა, მინდა თევზების აუზში, ვნახო დიდი ქვირითობა! ყველაფერი კარგი მინდა, ყველაფერი საყვარელი, მინდა დედას რძალი ჰყავდეს, თბილი, კარგი, სანატრელი!!! გამიტაცა ლექსის წერამ, წავიკითხე თითქოს ვარგა! რა კარგია ეს ფრაზები, გადამრია მე ამ დარგმა!!!
|
მძულს შენი თავი,შენი ღიმილი, შენი კოცნა და შენი სიცილი, მძულს ეს ცხოვრება გზააბნეული, ძალიან მწარე და წართმეული,
მძულს მარტო ყოფნა,ფანჯრიდან ცქერა, შენი ლოდინი და შენზე წერა, სიცარიელე გულს მოდებული, მწარე ღრიალი და ეს წამება.................
მე მძულს შენს გამო მთელი სამყარო, მძულს ეს ცხოვრება და ეს ამება......... მე შენზე სიმწრით სულ ცეცხლში ვიწვი და არ მაწყნარებს შენზე გოდება.
გესმის?...........შენ გამო სამყაროს ვებრძვი, ვებრძვი ცხოვრებას და უშენობას, მძულს მარტო ყოფნა და შენზე ფიქრი, მე მძულხარ შენ და მაინც მოგელტვი,
მე მძულხარ,მაგრამ ძლიერ მიყვარხარ, ძლიერ მიყვარხარ და მიტომ გებრძვი......
|
არა!ნუ წახვალ! მე ვერ ავიტან უშენობას,მე ვერ ავიტან, გოლგოთის მთაზე სიყვარულის უღელს ავიტან. ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ განცდების ტყეში, შენთან სიშორეს,ერთაობას მე ვერ ავიტან, მე ვერ ავიტან სიმარტოვის მოსვლას თავიდან, ოღონდაც დარჩი,სამსხვერპლოზე ჩემს გულს ავიტან, ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ ცრემლების თქეშში, განმხოლოებას,განშორებას მე ვერ ავიტან, მე ვერ ავიტან დაკენტებას წუთით,წამითაც, ვეღარ გამოვალ უშენობის შავი ღამიდან. დავიკარგები მარტოობის დახლართულ გზებში, გიჟურ სურვილს და მონატრებას ვერ გადავიტან, არა,ნუ წახვალ!..უშენობას მე ვერ ავიტან.
|
მე მაპატიეთ,მოგიჭერით სავალი გზები, გადაგაქციეთ და გაგხადეთ ერთურთის მტრები, სიმდიდრის ნაცვლად ხელში შეგრჩათ შავ-თეთრი ქვები, თითქოს ისევ..... ამ ცხოვრებიდან ქრები...
მე მაპატიეთ დაგინგრიეთ ყველა ოცნება სიცარიელეც ხომ ვერ გაძლებს მალე მოკვდება. მაპატიეთ,მაპატიეთ რა...რა მოხდება არ მოგბეზრდათ თეთრ ფურცელზე კალმით გოდება?
მე მაპატიეთ გაგიფუჭეთ ლამაზი კადრი, არ მცოდნია მეგობრობის და ძმობის ყადრი.. მე მაპატიეთ თქვენი მხრიდან იქნება მადლი დაიბრუნეთ ერთმანეთის ნდობა და ხათრი
და თუ ოდესმე მაპატიეთ ეს დიდი ცოდვა, მადლობის ნაცვლად დაიტოვეთ უხამსი ბოდვა....
|
წარსულში ცხოვრება, ოცნების მონება. უაზრო გოდება იცანი ცხოვრება? ნამდვილი ოცნება, და დიდი ვედრება, რა გსურს? გაგება? უაზრო ვედრება? არ გწყინს ოცნება? ვერ ხვდები გშორდება? ხელი გეშვება და სული ბნელდება.
|
« 1 2 ... 66 67 68 69 70 ... 94 95 » |