სხვამ დამიჩოქა,მე შენ გარჩიე, ბედნიერებას ტანჯვა ვარჩიე, ჩემს თვალებს ცრემლი რად შეაჩვიე, რომ შენ მიყვარხარ,რომ შენ გარჩიე?
ვერვინ მოკრიფა უეკლოდ ვარდი, მე ფუფუნების არა ვარ ხარბი, ცოდვაა თუ კი შენ შემიყვარდი? ცოდვაა?რომ შენში სიყვარულს ვრგავდი?
მე ვეღარაფერს,არავის ვგავდი, როცა მაჩუქე ტანჯვა და დარდი, შენ ჩემს წინაშე არა გაქვს ვალი, თუ არ გიყვარვარ,ნუ მოხვალ,წადი...
|
თვალთმაქცობა და სიმართლე დამარხული მოპარული გრძნობა და წამები დაკარგული ხან ლამაზი ხელწერა,ხანაც ისე,გაკრული ხან ეკრანი ცარიელი ბოლო ხმაზე ჩართული
სცენაზე დადგმული ოჯახური იდილია ქუჩაში უცაბედი ბრძოლის კივილია ეკრანზე გაუთავებელი სიცილია სადღაც გოდებაა,სადღაც ტირილია
ნახე,ვიღაც გადახტომას ცდილობს არ გადახტება,რადგან ფიქრობს! ჯამბაზი ტირის, სიჩუმე ყვირის, ღმერთი იცინის... განთიადია,ყველას სძინავს,მამალი ყივის..
რა განაღვლებს,რატომ ფიქრობ?გარითმე : ) მოდი ახლოს,აი,უკვე კადრში ხარ..გაიღიმე.. : )
|
ახლა ძნელია ჩემთვის ყოველი, ჩემი სათქმელიც დაშრეტაზეა... იმ უზენაეს ძალას მოველი, რომელიც თითქმის გულის კარზეა... გავიმეორო უნდა ათასჯერ:-იყავი მშვიდად.. უნდა მოვთოკო არეული,მშფოთვარე სული... ახლა სიცოცხლე როგორც არასდროს არარად მინდა, თუმცა მიზანი ახლა არის ყველაზე სრული...
|
 ქუჩას მიუყვები,ირგვივ თითქოს არავინაა,ცოტათი წვიმს თან მზე ანათებს გრუბლებიდან…მივდვიარ მხოლოდ მე და ჩემი ფიქრები ვარტ სხვა არავინ და არაფერი…მივაბიჯებ და სურვილი მაქვს რომ გავქრე,გავქრე ისე ტიტქოს არც ვარსებულვარ,გავქრე როგორც პირველი ტოვლი…გავქრე და დავამთავრო ყველაფერი,მაინც არავის მოვენატრები არავინ მინატრებს მაინც და არც დანანებით იტყვის რომ უყვარდი და მოვენატრები…ამ ფიქრებში ‘’გართული’’მივვაბიჯებ…თვალებზე ცრემლი ისე ჩამოგორდა ვერც შევამჩნიე,ირგვლივ ვერავინ ვერ ხვდება რას ვგრზნობ,რას განვიცდი,ვერც ცრემლებს ამჩნევენ რომლებიც გულს მიწვამენ,გულს მისერავენ...უცებ ნაცნობი ხმა მომესმა…თავის აწევა დამეზარა იმდენად ვიყავი ჩემს ფიქრებში ჩაფლული,ეს ხმა მომიახლოვდა,ფიქრებში ჩამესმა ჩემი სახელი’’მარი’’მეძახდა ვინგაც.ავიხედე და დავინახე აკო და გიო,გული ამიჩქარდა… გიო-მარ როგორ ხარ?სად დაიკარგე რომ აგარ ჩანხარ? მარი-რავი გიო ესე დავიკარგე :D)მე ვარ რა შენ??? გიო-მეც ვარ რაა : )) მარი-კაი წადი არ მოგაცდენ : )) გიო-ოხ…მნახა ამანაც საქმიანი მარი-სულელო:D)… დავშორდით ერთმანეთს,განვაგრძე გზა…გმერთო აკო იყო…როგორ მინდოდა მოვხვეოდი გმერთო…გამარჯობაც არ გვითქვია ერთმანეთისთვ
...
კითხვის გაგრძელება »
|
მერე რა თუ არვის ესმის შენი თუკი ლექსი არვის მიუძღვენი მერე რა,თუ გითავდება პასტა მერე რა,თუ ფიქრი მიზანს გაცდა.. რატომ არის ეს ზამთარი ცივი რატომ ათბობს სევდას თეთრი სხივი რატომ ხარობს გაზაფხულზე ია? ნეტავ ეს სახელი რატომ ჰქვია? ნეტავ რატომ დაიღალა ფურცელი?.. მერე რა თუ აზრი დარჩა უცვლელი.. ნეტავ,რატომ აირია ფიქრი, მერე რა,თუ მიზანია ძვირი. ნეტავ რატომ დაიჩაგრა სიტყვა ალბათ ყველაფერი უკვე ითქვა... რატომ იხევს ხალხი მუდამ უკან? -ეშინიათ სიმართლე არ უთხრან. რატომ არის სურვილები ფერადი? იმედი კი,ბოლოს ისევ მტვრევადი ყველამ რატომ დაიხია უკან? თვალთმაქცობას ბოლო აღარ უჩანს.. რატომ უნდათ ყველაფერი ადვილი რატომ არის კაცი ბოღმით აღვსილი ევა რატომ შეაცდინა გველმა? წითელი ჩაიცვა ბრძოლის ველმა.. რატომ ისმის ეს ამდენი გოდება თითქოს ყველაფერი მალე მოკვდება.. კვლავ მაწუხებს უამრავი კითხვა პასუხი კი,ჯერ არცერთი ითქვა...
...
კითხვის გაგრძელება »
|
მე დავიღვრები უამრავ ლექსად, წინადადების ვიქცევი აზრად, ნუღარ შემხედავ მეორედ ფარსად და რომ მიპოვი აღარ თქვა არსად.
მე მონატრების სევდა გავხდები, მე ალიონის მზის სხივად მოვალ, ვიქნები წვიმის სუყველა წვეთი, რომელიც ნაზად მაგ ტუჩებს ერთვის.
მიპოვი გარეთ, ცვრიან ბალახში, შენს გულში მნახავ დინჯად მჯდომარეს, ფეხს ნუ არიდებ, მნახავ ტალახში, დავეუფლები შენს არემარეს.
სიო, რომელიც დაგბურძგნ
...
კითხვის გაგრძელება »
|
მუზას შესთხოვდნენ შთაგონებას პოეტები უძველესი დროიდან. მათ მოსდიოდათ მუზები სიყვარულზე, სამშობლოზე, სიკეთეზე და ა.შ. "სიყვარული ყველაზე დიდი გრძნობაა – წერს ჰომეროსი – იგი ერთხელ მოდის და დაუკითხავად იკავებს ადგილს შენს პატარა გულში. გული მაშინვე ივსება სიკეთით და ადამიანების მიმართ კარგი განძრახვით. სიყვარული ასევე დაუკითხავად მიდის, შეიძლება ისეთ დროს წავიდეს როცა ყველაზე მეტად გჭირდება. სიყვარულის დროს შენი ყველაზე დიდი მეგობრები ცრემლები და მარტოობა არიან. შეიძლება გაგიმართლოს და სიყვარულმა დიდი ბედნიერება მოგიტანოს, მაგრამ ეს იშვიათია ." სიყვარული მართლაც ასეთია, უნდა ეცადო რომ შენც ისეთი ვინმე შეიყვარო, ვინც იმსაურებს შენს გვერდით ყოფნას. ადამიანს გარეგნული სილამაზით არ უნდა არჩევდე, მთავარია სულიერი სილამაზე, ადამიანი უნდა იყოს კეთილი და რაც მთავარია უნდა უყვარდე. სიყვარული თინეიჯერობის ასაკში მოდის, რაც რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ ყველაფრის გადატანა უნდა იცოდე, ზო
...
კითხვის გაგრძელება »
|
დაგუბდა გრძნობის ჩანჩქერი, შენ რად არ იღებ ხმას, თვალებში რატომ ჩამცქერი, სულაც არ ვგევარ სხვას!....
არ გკითხავ ამბავს გუშინდელს, არც მოგაბეზრებ თავს, არც ფიქრით გადაგიბირებ, სულაც არ ვგევარ სხვას...
სწორედ ასეთი მაცოცხლებ, სწორედ ასეთი მკლავ, სწორედ ასეთი მიყვარხარ, სწორედ ასეთი მწვავ
|
გული ბობოქრობს,ღელავს და კვნესის.. გული ვეღარ გრძნობს ტრფიალს ნუშისას... გული არ არის თავის ადგილას... გული კვდება და ვეღარ მოქმედებს.. გული ვერ იტევს ამდენ სიყალბეს... გული მივარდება და იკარგება... გული გრძნობს იმას, რაც სასტიკია.. გული ტირის და ვეღარ ჩერდება.. გული ვერ უძლებს ამდენ მომტირალს.. გული ჩერდება...წყნარდება... ცას მიეფინება...მზესთან გასხივდება.. როგორც უკვდავი სხივი....
|
გამოგიზოგავ როგორც სიცოცხლეს და მოგენდობი ვით მიწას აღთქმულს, ზმანებათ შორის მოსიარულეს, შენ საოცნებო სიონის ასულს.
ამ ქვეყანაზე ძნელია მოსვლა და უძნელესი ასვლა ზეცაზე, როგორც მთასვლელის ბოლო ლაშქრობა თვალ შეუწვდენელ მწვერვალთ მწვერვალზე.
როგორც წმინდა განძს ისე დაგიცავ, შენით მოხატულ ჩემს ცხრაკლიტურში და ცივ ნიავსაც არ მოგაკარებ, უშენოდ შეშლილ ჟამთ შესაყარში.
ქვიშის საათად ჩამოიშლება ამ ნაბოლარა აწმყოს მარცვლები და მომავლის მზეს მივეგებებით, ღამე მოვლილი და ნაწვალები.
|
« 1 2 ... 65 66 67 68 69 ... 94 95 » |