ჩაგეხუტები..ისევ ვიგრძნობ შენს ძლიერ მკლავებს, მხოლოდ ცოტა ხნით გავიგრძელებ მშვენიერ წამებს.. და თითქოს გული ვეღარ ასწრებს თანაბრად ფეთქვას.. მიყვარხარ მეთქი-გეუბნები,თითქოს არ მეთქვას.. დავიფერფლები..შეგადნები თოვლივით ხელში, როცა სულ ოდნავ,მაგრამ გრძნობით მეხები ყელში.. თვალდახუჭული..გაყუჩული მივენდე ძალებს, თან ვერ გიშორებ..ძალა არ მაქვს..კოცნას მაძალებ.. ტუჩის კუთხეში ვიგრძნობ უცებ დამთუთქველ სუნთქვას.. მეჩურჩულები ისეთ სიტყვებს რაც არვის უთქვამს.. ჩაგეხუტები..და შევიგრძნობ მოხვეულ მკლავებს.. მე ვერასოდეს დავივიწყებ ამ ლამაზ წამებს
|
ყოველ ღამე ოთხ პოეტს რომ სტკივა სული მეც მომინდება მათთან ერთად გადაშლა გულის..
აკაკის სევდა მთელ თბილისში იღვრება ვაჟაც უსაზღვრო სევდით და დიდი ტკივილით ივსება ილიას ცრემლით ტანჯული მიედინება რიონი ქვაზე კი ჩაფიქრებული დამჯდარა გალაკტიონი..
და ყოველ ღამე სევდით აღსავსე ოთხი პოეტი დადის ქუჩებში და რაღაცას ძლიერ მოელის ვუსმენ მათ და უცებ ტკივილის მეცემა ლოდი თურმე არასდროს,არაფერი მე არ ვიცოდი
მეგონა შემეძლო რაიმეს წერა მეგონა პოეტი ყველა მწერალს ერქვა.. თურმე შევცდი და..მომაწვა სევდა ამ სევდას გზაში წუხილი შეხვდა
დღესაც ქალაქში სიბნელე ჩამოწვა ეს ოთხი პოეტი კვლავ ქ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ყველა მწვრთნელს ყავს თავის ტუზი, მარადონას ვალეტი. მიზეზი კი ის არის, რომ მას არ მიყჰავს ზანეტი !!
კაპელოს ჰყავს შემტევები, რუნი, დეფო, ვოლკოტი, სლოვენიის პანაშვიდზე გააკეთეთ კორკოტი.
დუნგას თავში ფეხი უდევს იგნორს აძლევს პატოს, არადა რომ შეეკითხო, მუნდიაზე ნატრობს.
პატოს მსგავსად აფრიკაში ვერ ვიხილავთ ბენზემას, რონის კი აქვს გადახრები, კაკას უკრეფს ენძელას.
მსოფლიო თასს საბოლოოდ ზეცაში წევს ნიგერია ნეტავ როდის გაბრწყინდება, სანატრელი იბერია ???
|
ფრაგმენტალური მოგონებებით ვაწყობ მე შენთან შეხვედრის კადრებს, მაგრამ ვერაფრით წრე ვერ შევკარი, ვერ მივადექი შენს გულის კარებს. გაუცხოვების უხილავ ფარდას, დამაშორებელს ჩვენი სულების, მე ვდევნი ყოველ შეჯახებისას სამანებიდან ჩვენი ხილვების. იქნებ ეს ღამე მოკავშირეა?! ჩვენ მისით ვიგებთ ჩვენ ჩვენს რაობას და ვიდრე ღამეს არ გავათენებთ ჩვენ ვერ მივაღწევთ თანაფარდობას? ვინ იცის ?! გზა კი, ისევ გრძელდება და შენ ისევე ისე მშორდები, მომეცი შანსი და შენ იხილავ, მზეს რომ ხვდებიან დილის ვარდები. არ მიმატოვო,არ დაიჯერო, ამ წამიერი შემოღამების, არ მავიწყდები მე შენ არასდროს, და არც ღიმილი შენი თვალების.
|
უბრალოდ მიყვარხარ ძალიან უბრალოდ უბრალოდ ისე როგორც არავინ მყვარებია თუ ვინმე მენატრება, თუ რამის ხილვა მინდა მხოლოდ შენა ხარ და შენი თვალებია. არ ვივი რა მიზეზით რატომ ან რის გამო არ ვიცი შენ მე რატომ უნდა შემიტვარო მე მხოლოს ის ვიცი რომ ერთადერთო რომ ყველაზე ძლიერ მიყვარხარ უბრალოდ. მუდამ შენზე ვფიქრობ მუდამ შენზე ვდარბოდ მუდამ მენატრები ჩემტან რომ არა ხარ მინდა გიპოვო და გითხრა გაგრძნობინო თუ როგორ ძალიან უბრალოდ მიყვარხარ.
|
წუხელ მესიზმრე გეფერებოდი გულს ვიჯერებდი შენი ალერსით ფერებ-ფერებით თავს გევლებოდი ჩემი იყავი მთელი არსებით. გეფერებოდი და შენთან ყოფნა რატომღაც ისევ მენატრებოდა გამეღვიძა და ძლიერ გინატრე ნეტავი სულ არ გამღვიძებოდა.
|
ჩემგან წახვედი, მე კი გეძებდი არ მინახიხარ დიდი ხანია. მერე რა თუ კი უკვე გავლოთდი შენ არ იჯავრო ჩემი ბრალია. მე ხომ ყოველ წამს შენზე ვფიქრობდი მენატრებოდი მუდამ ძალიან დარდი რომ მქონდა მიტომ გავლოთდი შენ არ იდარდო ჩემი ბრალია. მე გამალოთა ჩემმა ცხოვრებამ ღვინოს ვაყოლებ სევდასაც, დარდსაც ჩემსავით სხვასაც რომ ყვარებოდი გაალოთებდა ცხოვრება მასაც.
|
უაზრობაა მთელი ცხოვრება ძიება რაღაც წმინდა გრძნობების. უაზრობაა ოცნება მაშინ, როცა სიცოცხლეს ემშვიდობები. უაზრობაა გენატრებოდეს ვისაც არასდროს მოენატრები, უაზრობაა გიყვარდეს იგი, ვისაც არასდროს შეუყვარდები, უაზრობაა მთელი ცხოვრება ძიება გრძნობის და რაღაც ახლის. უაზრობაა შინ დაბრუნება, და მონატრება ცარიელ სახლის, უაზრობაა ლოდინი მაშინ, როცა იცი რომ არავინ მოვა, უაზრობაა სიცოცხლე მაშინ, როცა იცი რომ სიკვდილის დროა, უაზრობაა დარდი, ლოდინი, ფუჭი ოცნება და მონატრება, როცა იცი რომ ის სხვაზე დარდობს, სხვაზე ფიქრობს და სხვა ენეტრება, უაზრობაა სთხოვდე სიყვარულს ვისაც არა აქვ ამ გრძნობის
...
კითხვის გაგრძელება »
|
შენ შვიდი ფერი ვეღარ დაგხატავს, შენთან ფერები არაფერია შენს თავს ვერ ვანდობ უნიჭო მხატვარს შენ დედოფლობის დიდო ფერიავ.
შენთვის არ კმარა პიკასოს ფუნჯი არც ლეონარდოს ნიჭი უბადლო, შენი მხატვარი მხოლოდ ერთია შენ მხოლოდ იმ ერთს უნდა უმადლო.
ვერც ფიროსმანი, ვერც რაფაელი ვერც კონსტანტინეს ფერთა მორევი როგორ დაგხატავ აღარ კითხულობ?! სიყვარულია ნიჭი ყოველი.
სწორედ ამ გრძნობით მე შენ დაგხატავ სწორედ ამ გრძნობას შენგან მოველი
|
დაღამება სევდას მიქსოვს, გული რითი გავართო, დავჯდები და დავწერ ბარათს, ისევ უმისამართოდ.
ჩემი ლექსი თვით მოგძებნის, ვერსად დაემალები, მისამართად ეგულება შენი გიშრის თვალები.
მას რად უნდა ქუჩის სწავლა, შენი სახლის ჩვენება, ვით მერცხალი თავის ბუდეს, მოვა, მოგეფერება.
გახსნი ბარათს, წაიკითხავ, წარსულს დაუბრუნდები, მაგრამ ისევ გონს მოგიყვანს სინამდვილის ხუნდები.
რა მწარეა მოგონება დღეთა გარდასულისა, რა ძნელია დაოკება ვნებააშლილ სულისა...
და როცა ქალს ვნება ახრჩობს, გული რითი გაართოს, ჟინიანად დახევს ბარათს, მაგრამ... უმისამართოს.
დაეძებ და ვერ იპოვე, გაგიცრუვდა მიზანი, მე კი გულის გასართობად კიდევ გამოგიგზავნი
|
« 1 2 ... 67 68 69 70 71 ... 94 95 » |