.

მთავარი » ♥სასიყვარულო ლექსები


როგორც რო სიო ცით მონაბერი,
არც არავინ და არც არაფერი,
შენ ტკივილამდე ხარ ერთადერთი
და არც ვინმეა შენი საფერი.

ისე რა ხვედრი გარგუნა ღმერთმა,
ყველა გიჟი და გადარეული
ვინც ქვეყნადაა ჩამოგდებული
შენს მიერაა უღვთოდ ძლეული.

მე? მე არაფერს შენგან არ ვითხოვ,
მე ისიც მყოფნის შენ რომ არსებობ
და ამ უსახურ ეკლინ გზაზე
როგორც მზე ცაზე ისე მბრძანებლობ.

ვივლი ბოლომდე შეუჩერებლივ,
მანამდე სანამ მიწად ვიქცევი
და გინდ ეს სული ხორცმა განწონის
მაინც შენს ლოცვად გადავიქცევი.
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 1143| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


სიტყვები დაგვებნა,

მოდი გავჩუმდეთ.

მოდი თვალებმა თავის გამოთქვან,

სიჩუმე უსმენს ჩვენს გულის ფეთქვას

და გარეთ ქარი ჩვენს გრძნობას აბავს,

მოდი ნუ ვიტყვით დღეს ჩვენ ნურაფერს

ნუ გავაწამებთ სიტყვებით ნდობას,,

მოდი გავჩუმდეთ,ცოტა დავდუმდეთ,
დღეს ამ დღეს ჩუმი ალერსის დროა...


მაკლიხაააარ!.....
გავყვირი დახშული ბაგით და...
ვერავინ გაიგებს ამ კივილს სულისას!
მჭირდებიიიი!.....
ცრემლებად იღვრება გული და
უცრემლო თვალები მალავენ სურვილსაც!

არ ვიცი, რა მინდა...
ვიცი, რომ შეხვედრა
კვლავ ტკივილს მომიტანს, ოცნებაც გაქრება...
და მაინც მიყვარხარ,,,
და მაინც მაკლიხარ...

და მაინც მჭირდები იმედის სანთლებად...


გაგაოცებდი ჩემი სულის ნაზი ფერებით,
ტუჩის შეხებით,
კოცნით კი არა_მოალერსებით!!!
გაგაოცებდი ჩემი სულის ცრემლით, ფერებით,
ფერად-ფერადი სიზმრების თოვით გაგაოცებდი.
დაგიკოცნიდი_
სულს,
გულს,
თვალებს

ასე სევდიანს,
ბაგეს მთრთოლვარეს,
მერე გულში ჩაგიხუტებდი.
დაგიფარავდა ჩემი სული ქვეყნის ავდრისგან,
და ყოველ დილას გაჩუქებდი ზღაპარს ახდენილს.
დაგიკოცნიდი_
ღიმილს,
ცრემლებს,
"ნეტას" ნაღვლიანს,
შენ რომ გდომოდა,
მთელ ცხოვრებას კოცნად გიქცევდი!


რა ლამაზია იცი სიცოცხლე? როცა გვერდით გყავს შენი სიცოცხლე,
რა ლამაზია იცი სიცოცხლე? როცა ბევრისთვის შენ ხარ სიცოცხლე,
რა ლამაზია იცი სიცოცხლე? როცა თვითონ ხარ შენ ეს სიცოცხლე,
რა ლამაზია იცი სიცოცხლე? როცა გეტყვიან დიდხანს იცოცხლე,
რა ლამაზია იცი სიცოცხლე? როცა გეტყვიან, ჩემო სიცოცხლე !


მკლავს უშენობა... და ვერ ვიშორებ...
წარსულს დავეძებ, ისევ ფერებით...
ისე მაგიჟებს შენი სიშორე,
ვიცი ოდესმე მომეფერები...
მკლავს უშენობა... ასე მაცდური...
წარსული ისევ ისე მიგონებს...
მომნატრებიხარ ვით გაზაფხული...
მონატრებიხარ ლექსს და სტრიქონებს...
მკლავს უშენობა... ჯერ არნახული...
ასე მაცდურად რომ მითვალთვალებს,
შენა ხარ ჩემი ტკბილი წარსული...
წარსული, ასე რომ გავს მაგ თვალებს...
მკლავს უშენობა... სევდა ფარული..
ვგრძნობ უშენობა მაინც ჭორია...
ალბათ ადრეა ჯერ დასასრული,
დასასრულამდე კიდევ შორია...
მკლავს უშენობა... ისევ ასეა...
ისევ ფიქრებში რჩები ოცნებით...
გული წარსულით ისევ სავსეა...
ისევ სავსეა შენი კოცნებით...
მკლავს უშენობა... ისევ მაწვალებს...
შენი ღიმილი, შენი სიშორე...
კვლავ ენატრები, იცი? ამ თვალებს...
და წარსულს მაინც ვერსად ვიშორებ


მესმის სამყაროს შორეული მელოდიები, 
შორს ზღვის ნაპირზე სატრფოს ტირის თეთრი თოლია, 
სიკვდილს ველი და სიკვდილამდე დაველოდები, 
ვიცი სიკვდილი უკვდავების ჯაჭვის რგოლია. 

ყველა ცოცხალი ვიცი არის სიკვდილმისჯილი, 
დასაწყისივით დასასრულიც თითქოს ნოლია, 
თითქოს რადგანაც სიცოცხლე ხომ გრძელდება ისევ, 
სხვა სატრფოს ეძებს ზღვის ნაპირზე თეთრი თოლია. 

ეს ყველაფერი ასე იყო ასე იქნება, 
მართლაც არ არის ჩემ სიტყვებში რამე ახალი, 
სადღაც მელიან მე ჯალათი და სახრჩობელა, 
და სადღაც უკვე გათხრილია ჩემთვის საფლავი.


ჩემმა სიცოცხლემ ტანჯვის მეტი რა მომიტანა, 
ბედმა გამწირა ცხოვრებამ კი გზა ამირია, 
თუმც ჩემმა გულმა ბევრი დარდი გადაიტანა, 
მაგრამ მე მაინც ამის გამო არ მიტირია,

მე ამ ცხოვრებამ დაუნდობელ მკვლელად მაქცია, 
ვიცი, დრო მოვა და მეც მომკლავს ოდესმე ვინმე, 
მაგრამ ამაზეც არასოდეს არ მიდარდია, 
როგორც ვიცხოვრე სიკვდილამდეც, ის ... კითხვის გაგრძელება »



ყოფნა არ ყოფნის შორის გაქრა ყველა საზღვარი, 
ბედნიერების მოლოდინიც დასრულებულა, 
სულში ჩამდგარა სუსხიანი ცივი ზამთარი, 
ისე, რომ ჩემთვის გაზაფხული არ დაწყებულა. 

სადღაც გამქრალა ყველა ნატვრა, ყველა ოცნება, 
და იმედებიც უგზოუკვლოდ შემომძარცვია, 
სიყვარულიდან დამრჩენია მხოლოდ ტკივილი, 
უბედობამ რომ სულ გაწირა და დაამსხვრია. 

გავმხვდარვარ რაღაც უპატრონო ბედის პატრონი, 
ჩალის ფასადაც აღარ ფასობს ჩემთვის ცხოვრება, 
გული ავსილა სევდიანი ტკივილის გრძნობით, 
ფიქრით და დარდით ამერია უკვე გონება.


ლოდინში ძალიან დიდი დრო გავიდა, 
ისევ პასუხს ველი შენგან, 
კის მეტყვი თუ არას ეგ ეხლაც არ ვიცი, 
არადა ძლიერ მსურს შენთან, 
არ ვიცი, რატომ გიყვარს შენ ჩემი წამება, 
კის თუ ვერ ამბობ მითხარი არა, 
იცოდე, აქამდე ძლიერ მიყვარდი და 
ლოდინმა შენი თავი უფრო შემაყვარა.
« 1 2 ... 63 64 65 66 67 ... 94 95 »