ოთხშაბათი, 29.01.2025, 03:10
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
20:21 გაგაოცებდი ჩემი სულის ნაზი ფერებით | |
გაგაოცებდი ჩემი სულის ნაზი ფერებით, ტუჩის შეხებით, კოცნით კი არა_მოალერსებით!!! გაგაოცებდი ჩემი სულის ცრემლით, ფერებით, ფერად-ფერადი სიზმრების თოვით გაგაოცებდი. დაგიკოცნიდი_ სულს, გულს, თვალებს ასე სევდიანს, ბაგეს მთრთოლვარეს, მერე გულში ჩაგიხუტებდი. დაგიფარავდა ჩემი სული ქვეყნის ავდრისგან, და ყოველ დილას გაჩუქებდი ზღაპარს ახდენილს. დაგიკოცნიდი_ ღიმილს, ცრემლებს, "ნეტას" ნაღვლიანს, შენ რომ გდომოდა, მთელ ცხოვრებას კოცნად გიქცევდი! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |