ხუთშაბათი, 21.11.2024, 11:36
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
20:56 როგორც რო სიო ცით მონაბერი | |
როგორც რო სიო ცით მონაბერი, არც არავინ და არც არაფერი, შენ ტკივილამდე ხარ ერთადერთი და არც ვინმეა შენი საფერი. ისე რა ხვედრი გარგუნა ღმერთმა, ყველა გიჟი და გადარეული ვინც ქვეყნადაა ჩამოგდებული შენს მიერაა უღვთოდ ძლეული. მე? მე არაფერს შენგან არ ვითხოვ, მე ისიც მყოფნის შენ რომ არსებობ და ამ უსახურ ეკლინ გზაზე როგორც მზე ცაზე ისე მბრძანებლობ. ვივლი ბოლომდე შეუჩერებლივ, მანამდე სანამ მიწად ვიქცევი და გინდ ეს სული ხორცმა განწონის მაინც შენს ლოცვად გადავიქცევი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |