.

მთავარი » ♥სასიყვარულო ლექსები


მე შენ მიყვარხარ, 
როცა წვიმს, მაშინ, 
როცა წვეთები ალბობენ მიწას, 
და ირგვლივ ქარი გაავებული 
კარსა და ფანჯრებს ვერ უხსნის კრიჭას... 
მე შენ მიყვარხარ, 
როცა თოვს მაშინ, 
ირგვლივ იმდენი თეთრი ნისლია, 
და მე მივდივარ ღიმილით იქაც, 
სადაც ვერ მცნობენ,ან არ მიცდიან... 
მე შენ მიყვარხარ, 
ხვატში, გვალვაში, 
როცა წყალს ითხოვს 
ჩვენი ვერხვები, 
როცა მეხები ყურთან ჩურჩულით 
და მაშინაც კი თუ ვერ მეხები... 
მე შენ მიყვარხარ, 
მთაში და ბარად,მდინარესთან და 
ზღვასთან ტალღებად, 
ღირდა ყოველი წამი და წუთი 
ამ სამსხვერპლოზე წლების გაღებად... 
მე შენ მიყვარხარ, 
როცა ვიღვიძებ,ვიძინებ, როცა 
ღამეს ვნებდები, 
არ მენაღვლება, რომ გადის დრო და 
რა მენაღვლება, თუკი ვბერდები?! 
მე შენ მიყვარხარ, 
ისე და ასე,უსათაუროდ ურით ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 845| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


რ შემიყვარო! 
სატანჯველი მე ჩემიც მყოფნის 
და შენი გულის გადარჩენა გამიჭირდება, 
ესა ყოფილა სამართალი ამ წუთისოფლის, 
მისი წყალი ხომ არასოდეს დაიწმინდება?! 
არ შემიყვარო! 
ჩვენს სიყვარულს არა აქვს შანსი 
და არც უფლება იარსებოს ამქვეყანაზე, 
გულმართალ გრძნობას ათას ჭორის ტალახი გასვრის, 
ცეცხლს მიეცემა რომანტიკა და სილამაზე. 
არ შემიყვარო! 
ამდენს მართლა ვერ გადავიტან, 
შენ ხომ ისედაც არ გიხდება სევდა-ნაღველი, 
დავაგვიანეთ ორთქლმავალი უკვე წავიდა 
და მშრალ ტუჩებზე მეყინება შენი სახელი.


ფერი დაეკარგათ ვარდის წითელ ფურცლებს, 
ალბათ მარტოობა იგრძნეს, 
ისევ ჩამოდნა თაფლის სანთელი 
შენ რომ გაგონებდა ცრემლებს. 
ოჰ, ახლა მარტო დავდივარ გზებზე 
და წლები კვლავ წლებს მისდევს, 
ყვითელი ფოთლები ძლიერ შორს გაფრინდნენ, 
თავს ვეღარ აღწევენ ნისლებს. 
ფანჯრის რაფაზე წვიმა ჩურჩულებს, 
ფიქრები ფიქრებს მისდევს. 
ცისფერი სევდა სანთლების შუქზე 
დგას, დაუხრია თავი, 
წუთები თითქოს საათებს ჰგვანან, 
წამებიც ნელა გადის. 
და შორ სივრცეში ისევე მესმის 
ნაცნობი ფრაზის აზრი: 
"რისთვის მოვედი, რისთვის მივდივარ, 
გამაგებინო იქნებ?! 
ჩემი ცხოვრება წამი ყოფილა, 
შენ კი გიტოვებ ფიქრებს. 
ჩემზე იდარდე, ნუ დამივიწყებ, 
მუდამ ანთებდე სანთლებს, 
მარტი რომ მოვა ია მაჩუქე, 
ნუღარ დამაღვრი ცრემლებს!"


მიწაა მხოლოდ ჩემი დობილი, 
გული ტკივილსაც რომ ვეღარ იტევს, 
ასე უტყვი და ასე უძრავი 
ვიღაცის კუბოს გავენაპირე. 
ბედმა ბოლომდე აღარ გამწირა, 
რაღაც მაჩუქა სიკვდილის მერე, 
ამ ჩემს საფლავზე ვიღაცას თურმე, 
თეთრი ვარდები დაუნერგია, 
აყვავებულა ის ყვავილები, 
საფლავი თეთრად აუფეთქია. 
ახლა დამტირის ვიღაცა ვაჟი, 
სისხლიან ცრემლებს ჩემს გულზე აღვრის, 
სათუთი გრძნობით და უმწეობით, 
მაძლევს გარდაცვლილს იმედებს ხვალის. 
"იცი, ძვირფასო, როგორ მიყვარხარ?! 
ვერ შევიყვარე მე სხვა ვერავინ, 
დღეს არა, ხვალე შენთან მოვდივარ, 
და ვეღარ იტყვის მერე ვერავინ: 
გოგონა სიკვდილს მოუტაცია, 
ის დაივიწყეს, ბიჭმაც გასწირა, 
ერთ დროს ქვეყანას ეფიცებოდა, 
არ შეუსრულა რაც შეუპირა. 
არა, ძვირფასო, შენთან მოვდივარ! 
ის ... კითხვის გაგრძელება »


გაზაფხულმა დაკრიფა,
შენს ღაწვებზე ატმები,
ტუჩებზე კი სიმწიფით ალუბლები აფეთქდნენ!
ვიცი, ბავშვობასავით თბილად მომენატრები,
თუმცა მაინც ბოლოჯერ ვკოცნი რძისფერ საფეთქლებს...

ახლაც შენი, კვალდაკვალ, 
მომდევს თბილი აურა,
ცხელი, ცხელი აპრილის, მიწის სუნი მაბრუებს...
სტრიქონებიც გავგზავნე 
დროში სამოგზაუროდ,
ფრთხილად ვიხსნი გულიდან 
ნოსტალგიურ თავბრუ-ებს!

ჩაბნელებულ ოთახში, მარტოობა სრულიად,
„ჰეფი ენდში" ყოველთვის სასაცილოდ მიმართლებს!
მერე რა რომ ტუჩებში კოცნა აკრძალულია?..
ბოლო სუნთქვაც ცრემლიან 
თვალებისკენ მივმართოთ.

შენიღბულად შეკრული, 
უხეშად გაწყვეტილი...
ახლა ერთურთს ზედიზედ ცვლიან თბილი კადრები,
ის დროა, რომ სისხლისფრად დავსვათ მრავალწერტილი...
დამალულ ცრემლებივით - ჩუმად 
მ ო მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი !


არ დავბრუნდები... მე არასდროს არ დავბრუნდები...
მივდივარ... ესეც წაბლისფერი თმების ბრალია,
ვიცი, ოდესმე ჩემს არყოფნას გაებუტები,
ვიცი ,ოდესმე მოგინდები ისევ ძალიან...
არ დავბრუნდები.. დაე, ბოლო იყოს ეს ლექსიც,
გულში შენს სახელს პირველივე წვიმა ამოშლის
შენი თვალები არ იქნება დაღლილ ფიქრებში
და არ იქნება შენს საყვარელ ცისფერ სამოსში.
უშენოდ გულზე უდარდელად დავიკრეფ ხელებს
ცისფერ ყინვაში გამაქანებს ქარი გოდებით,
ომში ხომ მხოლოდ სიყვარულით, უგონოდ კლავენ
და არც საფლავზე შენს ყვავილებს დაველოდები...
მივდივარ..მტკივა..მაინც წავალ..არ დავბრუნდები
რადგან ყოველი წაბლისფერი თმების ბრალია
ვიცი, ოდესმე ჩემს არყოფნას გაებუტები..
ვიცი, ოდესმე მოგინდები ისევ ძალიან..


მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ, 
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი. 
ძვირფასო, მოსვლა რად გაგიძნელდა?! 
ძვირფასო, რისთვის დაიგვიანე?! 

ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია 
ახლა ქარები არხევენ ტირიფს. 
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას 
და როგორც ბავშვი, დაიწყებ ტირილს. 

ასე გაივლის წამება, ოხვრა, 
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით. 
მოხვალ დაღლილი, მეტყვი, როგორ ხარ? 
მოხვალ და ვიცი მომეფერები! 

თუმცა იქნება ღამე წვალების, 
ღამე სასტიკი და ულმობელი. 
და ეს თვალები, ლურჯი თვალები 
ჩემი თვალები ისევ მოგელის.


თქვენ ჩემთვის გულწრფელ საუბრებსჰგავხართ,
ალბათ არც მინდა სხვა რამეს ჰგავდეთ...
ისე ჯერ სულში ვერავინ ჩამწვდა
და მხოლოდ ჩემმა ლექსებმა გამთქვეს

ვიცი სიცოცხლე წამიერია,
მაინც არ მინდა უკვალოდ გავქრე,
თუ ყველაფერი ღვთისმიერია
მე მაინც ჩემსას ავანთებ სანთელს

ცხოვრება სცენად არასდროს მედგა,
არც წარმოდგენებს არასდროს ვდგამდი,
თუ დამაქვს ცრემლიც, ღიმილთან ერთად,
იცით – არც ერთი არ არის ყალბი

დღეს ეს სიტყვებიც ლექსებად წამცდა
დაჯდეს წერტილი და ასე მორჩეს:
ვიცი, რომ ვამბობ ათასჯერ ნათქვამს
და მაინც – მინდა ღიმილით მოვკვდე!

და მინდა მუდამ იყოთ ასეთი –
თქვენ ახლა გულწრფელ საუბრებს ჰგავხართ...
სადაც დავიწყე იქვე გავჩერდი,
ეს იყო ჩემი ალთაც და ბალთაც


ისევ აყვავდა გული ვარდივით,
და ისევ მინდა შენზე დავწერო
შენი თვალები ცას მოწყვეტილი,
უკვდავებაო სიჩუმით ამბობს.

მე მინდა ისევ შენი ღიმილით 
ვიცხოვრო მუდამ, მარადიულად
მე მინა ვიყო შენი ოცნება,
და სასწაული სიყვარულისა.


როცა მარტო ვარ იწყება ფიქრი
როცა მარტო ვარ სულ ვიწყებ ტირილს
მარტო დარჩენა აღვიძებს ტირილს
ამ ჩემს უაზროდ დარჩენილ ტკივილს

როცა მარტო ვარ ვიწყებ ლექსზე ფიქრს
როცა მარტო ვარ ვერ ბედავ ღიმილს
როცა მარტო ვარ ველი იმ წუთებს,
როცა მოვრჩები უაზროდ ფიქრებს

მე სულ ყოველთვის მარტო ვარ ყველგან,
მე სულ ყოველთვის ვიტირებ გულში
და ვიოცნებებ ყოველ საღამოს
მალე დამთავრდეს ტკივილი გულის.
« 1 2 ... 71 72 73 74 75 ... 94 95 »