.

მთავარი » ♥სასიყვარულო ლექსები


მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ, 
როგორც საყვარელ დღიურის ფურცელს, 
უკან გადმოვშლი მგონია ისევ, 
რომ წარსულ დღეებს ვიხილავ უცვლელს... 
თითქოს ხატის წინ იდგეს მლოცველი, 
მე ძველ კალენდარს დავცქერი ისე, 
თითქოს გადმოვშლი დღეებს მოცელილს, 
და შენ შეგხვდები ხელახლა ისევ... 
თითქოს კვლავ იგრძნობ მაისის სუნთქვას, 
ახალგაზრდობაც მოვა მეორედ, 
თითქოს მაგ ტუჩებს ჩემთვის რაც უთქვამთ 
ახლაც ლექსივით გამიმეორებ... 
გული გაყინა ამ სიმარტოვემ, 
გიჟივით ვეძებ ნაცნობ თარიღებს, 
ასე მგონია თუ კი გიპოვი 
მოხვალ და გულის კარებს გამიღებ... 
მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ, 
როგორც უწინდელ ფსალმუნის ფურცელს, 
უკან გადმოვშლი მგონია ისევ, 
პირველ სიყვარულს შევხვდები უცვლელს...


....................................................... ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 909| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ვისაც უყვარს, ისე ბატონობს, რომ ძალადობას არ იჩენს და ისე ემსახურება, რომ მონად არ იქცევა.


...........................................

ვნებანი ჭკუას ანიჭებენ ყველაზე უფრო ბრიყვ ადამიანებს და აბრიყვებენ ყველაზე ჭკვიანებს.

..............................................

თუკი გყვარს დაივიწყე სია ... კითხვის გაგრძელება »



მიყვარს – ის ვისაც მე ვუყვარვარ.შემწვარი კარტოფილი
ვოცნებობ – ერთხელ მაინც წავიდე სადმე შორს
ვფიქრობ – ბევრს....ზოგჯერ იმდენს ,რომ ვიგრუზები
კმაყოფილი ვარ – სხვების ნამოქმედარით და არა ჩემი თავით
მძულს – თვითონ სიძულვილი მძულს
ვნანობ – ბევრ რამეს 
მსურს – ვიყო ბედნიერი
მაღიზიანებს – უსამართლობა,თავხედობა
ვგრძნობ – როგორ სწრაფად გადის დრო......
მეშინია – თაგვის,მიცვალებულის 
ვიცი – მე ის ვიცი რაც ვიცი...და ისც ვიცი რაც არ ვიცი
არ ვიცი – ქიმია ,ფიზიკა
შემიძლია – გაუჩერებლად ვიცეკვო.........
არ შემიძლია –არ მოვუტყუო
ვმეგობრობ – სულით მონათესავე ადამიანებთან
ვაპატიებ – ბევრ რამეს
ვტირი –როცა გული მტკივა
ვიცინი – ჩემს შეცდომებ ... კითხვის გაგრძელება »



წვიმამ დაასველა ცხელი ასფალტი... 
ნაბიჯები...მტკიცე და რიტმული...... 
არ აჩერებს არაფერი...თითქოს ყველაზე ძლიერი იყოს ამ ქვეყნად... 
გულშიც წვიმა...ქაოსური წვეთები.... 
სიცივე და უკაცრიელი ქუჩები...არ ჩერდება.. 
ისევ ნაბიჯები......ირგვლივ კი წვიმის წვეთების გლოვა.... 
აქა-იქ მანქანები და...მოკიაფე ლამპიონები... 
არანაირი ფიქრი... 
ზომბივით ცივი...არაფრისთქმელი გოგონა..... 
მხოლოდ თავის ნაბიჯებს ითვლის..... 
თვალის კუთხესთან წვიმის წვეთები მის ცრემლებს ეხუტებიან.... 
ვერც ვერავინ გაარჩევს...წვიმს თუ ტირის!.... 
ისევ ნაბიჯები...და გაკრთა კითხვა......საით?.....&n ... კითხვის გაგრძელება »


...უკვე მენატრები... მგონი მიყვარდები... 
ძნელი ყოფილა ამ გრძნობის მორევა 
მე შენ ყოველდღე სადღაც გელოდები 
და ისევ ფიქრები... იის გამოჩნდება... 
დრო მიდის ფიქრები ოცნებას მაძალებს 
დილის მზის სხივი მეალერსება, 
მაგრამ შენ თურმევიღაც სხვას ახარებ 
და ჩემთვის ეგ გული არ გემეტება. 
მე კი რა ვუყი ჩემს ლამაზ სიყვარულს, 
რომელიც უშენოდ ალბათ მოკვდება 
და ჩემს ოცნებას ფიქრებით დაღალულს 
მტანჯველი გრძნობა დაეუფლება. 
მე თუ ამ ყველაფერს შენ დღეს მოგიყვები 
ვიცი რატომღაც გაგეღიმება, 
ალბათ დაფიქრდები და მერე მიხვდები 
რატომ გამაჩუმეს მე ჩემმა ფიქრებმა.., 
შენი გულგრილობა ჩემთვის ტკივილია 
მე შენზე ფიქრებში ღამე მითევია 
გონება გულს ებრძვის და ვეღარ მოერია 
ეს დიდი გრძნობების უძირო მორევია. 
დრო კი კვლავ მიდის...ფიქრი ფიქრებს ცვლის... 
დღე დღეს მიყვება და ... კითხვის გაგრძელება »


მიჭირს გრძნობაზე ვისაუბრო, რომელსაც ვებრძვი
მიჭირს გრძნობაზე ვისაუბრო, რომელსაც ვეტრფი
არ ვთლი საჭიროდ, ჩემი პირადის ნათლად გამხელას
თუ როგორ გრძნობით დავეტაკე ძალას ამხელას

მინდა გრძნობები გამოვხატო, ძალა არ მყოფნის
თითქოს საკითხი დასმულია, ყოფნა არყოფნის
ვეძებ დასაყრდენს, მხარდაჭერას თითო კაციდან
მიშველის? ალბათ, დარიგება ბრძენი კაციდან

არავინ არ სჩანს ჰორიზონტზე, მხოლოდ ხაზია
ჩემს ცხოვრებაში, ნეტავ ვიცოდე, სად რა ხაზია
სხვისი იმედით, სხვისი აზრით არც მინდა ვიყო
მინდა ჩემს გვერდით ბედნიერი მხოლოდ შენ იყო

თუმცა ვფიქრობ რომ ამ ყველაფერს მხოლოდ მე შევძლებ
ამ ეტაპზეც ხომ უშენობით, მიჭირს, მაინც ვძლებ
მაინც გავბედავ, დაგიძახებ და შენთან მოვალ
შენს ცხოვრებაში, წრფელი გულით, თვითონ შემოვალ 

დაგანახებ რომ ამ ცხოვრებას რაღაც აკლია
და ეს რაღაცა ჩემთვის, შენთვის, დიდი ნაკლია
ვფიქრობ ცხოვრებას რომ შეავსებს, ჩვენი გრძნობები
და ამ გრძნობებს კი შენი მხ ... კითხვის გაგრძელება »


"გეფიცები, ჩვენს შვილს როცა აძინებ, დედამიწა ბრუნვას წყვეტს და ირწევა..." 

"შენს თვალებს რაც უფრო ხშირად ვუყურებ, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ვიღაცამ ცა ვადაგასული საღებავით შეღება..." 

"ყოველი შეხვედრის შემდეგ შენ მე მემშვიდობებოდი სიტყვებით "მიყვარხარ...დროებით". მე კი მხოლოდ დღეს მივხვდი, რომ შენ მართლაც დროებით გიყვარდი." 

"მზის ამოსვლა - შენი გაღვიძების რეზონანსი" 

"ჩვენ ორნი უნაშთოდ ვიყოფთ ერთ საწოლს."


შენ თვალებიდან აპრილი გცვივა, 
იღვიძებს დილა რძისფერი კაბით. 
წელმოწყვეტილი იები მტკივა, 
შენ მაპატიე, თუ შემიყვარდი. 
წუხელის წვიმამ დატბორა გზები, 
და აჩრდილივით გეძებდი ქარში, 
შენ თვალებიდან გცვივა იები, 
და გაზაფხული გიფეთქავს ტანში. 
იასამნებად გეტყობა წლები, 
დამაქვს ზღვისფერი შენი სურვილი, 
მინდა გიყურო შორიდან გზნებით, 
მინდა მოვიკლა ასე წყურვილი. 
მინდა გაფრენა ოცნების ფრთებით, 
მარტმა ფიქრები ისევ არია, 
მიყვარხარ-ამას ნუ მეკითხები, 
თუ გინდა გეტყვი, გეტყვი ძალიან...



მის ცრემლიან თვალებს შევხედე, მივხვდი რაც ხდებოდა, შევეცადე გამეღიმა,წყანარად გადავუსვი თავზე ხელი და ნელა-ნელა გავიხსენე ყველაფერი.... როგორ შევხვდი მის მშვენიერ თვალებს პირველად.... არასდროს ვაქცევ გარეგნობას ყურადღებას, არც იმითვინტერესდები რა მაცვია, მაშინაც ასე იყო.. ეკლესიაში მივდიოდი, ჩემი ძმა უკვე მზად იყო... გრძელი ქვედაბოლო და დახურული მაიკა ჩავიცვი, თავსაფარი ავიღე და ნიკასთან ერთად გარეთ გავედი... ლოცვები ჩვეულებრივად მიმდინარეობდა ნიკუშა სტიქარში იყო მე კიდე, როგორც ყოველთვის მაქსიმალურად ვეხმარებოდი... პატარა სტიქაროსანმა ცოტნემ თავი გამოყო და ხელით რაღაც მანიშნა, მაშინვე მივხვდი რაც უნდა გამეკეთებინა. სასწრაფოდ გავვარდი გარეთ და სატრაპეზოში შევედი იქიდ ... კითხვის გაგრძელება »



ძნელია. როცა გრძნობ, რომ ამ სამყაროში არავისთვის არაფერი ხარ და არავის ჭირდები და,რომ ყველას მხოლოდ ეცოდები.მათ შორის იყო სეილიც,გოგონა,რომელიც ულამაზობის გამო იტანჯებოდა ... მას როგორც გოგოს ვერავინ ამჩნევდა,არავის უყვარდა,თუმცა ძალიან ბევრი მეგობარი ყავდა.ყოველთვის აძლევდა მათ რჩევებს,მას კი არავი ეკითხებოდა როგორ იყო ?! რა ჩირდებოდა?! ან რა უჭირდა?!...სეილი 17ის იყო და სკოლას წელს ამთავრებდა.ყველა ბანკეტისთვის ემზადებოდა.აქ უკვე სეილისთვის აზრი აგარ უკითხავთ .. რა რჩევა უნდა მიეცა სილამაზესთან დაკავშირებით მახინჯ გოგონას?! ამ პერიოდში სეილი ძალიან განიცდიდა სიმარტოვეს... ერთ საღამოს პარკში სეირნობდა.იქ იყვნენ ფოტოგრაფებიც,რომლებიც ფოტო მოდელებს ფოტოებს უგებდნენ.სეილიმ ... კითხვის გაგრძელება »
« 1 2 ... 74 75 76 77 78 ... 94 95 »