შენსავით ღიმილს ვერავინ ბედავს თამამად, უფრო ბავშვური გზნებით, შემშურდა ღამის, შიშველს რომ გხედავს
...
კითხვის გაგრძელება »
|
განა მე წვიმა გვერდს ამივლიდა ? ჩემი ქოლგის ქვეშ ვიდექ წვალებით. სადაც მე ვდგავარ, ამ ადგილიდან, ამ ადგილიდან ჩანს მწვერვალები. ბრიყვს სხვა რა უნდა, ოღონდ აქე და ჭეშმარიტებას არ გთხოვს სრულებით: სადაც მე ვდგავარ მხოლოდ აქედან, მხოლოდ აქედან ჩანს უფსკრულები. ქარმა ღრუბლები ცაში გაჰკიდა,
|
განა იმისთვის გეძებდი ამდენს რომ განშორება მეგემა მხოლოდ, განა იმისთვის ვიბრძოდი ამდენს რომ დამარცხება მეწვნია ბოლოს.
განა იმისთვის ვანთებდი სანთელს რომ ბოროტებით გადაგეხადა,
|
მთვარიან ღამეს, ამ ლურჯი ცის ქვეშ შენს ერთ კოცნაში სიცოცხლეს მივცემ ...
მინდა ვიყო პატარა ცრემლი რომ შენს თვალებზე ნაზად ვიარო, და თუ რამე გაქვს სევდად ქცეული, მეც შენთან ერთად გავიზიარო..
იცი რას ველი? შენ თავს ... იცი რას ვნატრობ? შენს ხმას ...
|
ღამე თავზე მეფშვნებოდა, მე სიგარეტს ვეწეოდი. ფიქრი სადღაც გამირბოდა, მივსდევდი და ვეწეოდი.
დავიჭირე განთიადთან. მანაც ღამე გამითენა, მერე ათას სისულელით, ოცნებები გამიტენა.
შენც გაჩუქებ ესეთ დღეებს, შენც გაჩუქებ ღამეს მსგავსებს. მაპატიე, დიაგნოზად სიყვარული დაგიდგინდა.
|
მუსიკა შეარჩიე, თითქოს ქუჩაში სტვენით მიდიოდე. დადექი ჩემს პირდაპირ, თითქოს მეტოლები.
ჩაისუნთქე, თითქოს ჩემი თითებიდან ეწევი სიგარეტს, რომლის კოლოფსაც აწერია, რომ მოწევა კლავს.
მერე წელზე მომხვევ მარჯვენა მკლავს, თითქოს ჩამეხუტე. ჩემს მაჯას შეეხები მარცხენათი, თითქოს პულსს მითვლიდე.
თვალები დახუჭე,ზუსტად ისე, როგორც მე ვხუჭავ, როცა მზეს ვუყურებ სითბომ დაგიაროს, თითქოს ჩაის სვამდე და მოკლე ნაბიჯები ამაყოლე,
გვერდზე – თითქოს თავს იკავებ, წინ – ისე, როგორც მიახლოვდები, უკან – თითქოს შეგეშალა, გვერდზე – თითქოს სიტყვებს არჩევ. ტანს ვარხევ, თითქოს ქარს ავყევი. (ხელი) არ გამიშვა. ფრთხილი ნაბიჯებით გამომყევი...
|
მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ, როგორც საყვარელ დღიურის ფურცელს, უკან გადმოვშლი მგონია ისევ, რომ წარსულ დღეებს ვიხილავ უცვლელს... თითქოს ხატის წინ იდგეს მლოცველი, მე ძველ კალენდარს დავცქერი ისე, თითქოს გადმოვშლი დღეებს მოცელილს, და შენ შეგხვდები ხელახლა ისევ... თითქოს კვლავ იგრძნობ მაისის სუნთქვას, ახალგაზრდობაც მოვა მეორედ, თითქოს მაგ ტუჩებს ჩემთვის რაც უთქვამთ ახლაც ლექსივით გამიმეორებ... გული გაყინა ამ სიმარტოვემ, გიჟივით ვეძებ ნაცნობ თარიღებს, ასე მგონია თუ კი გიპოვი მოხვალ და გულის კარებს გამიღებ... მე ძველ კალენდარს ვინახავ ისევ, როგორც უწინდელ ფსალმუნის ფურცელს, უკან გადმოვშლი მგონია ისევ, პირველ სიყვარულს შევხვდები უცვლელს...
|
« 1 2 ... 76 77 78 79 80 ... 94 95 » |