.

მთავარი » ♥სასიყვარულო ლექსები


შენ თუ მეძებდი არ მახსოვს, 
მე რომ გეძებდი, ვიცი! 
გენატრებოდი? - არ მახსოვს... 
მენატრებოდი ვიცი! 
შენ თუ ტიროდი არ მახსოვს, 
მე რომ ვტიროდი ვიცი! 
მართლა გიყვარდი? არ მახსოვს... 
მე რომ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ვიცი!
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 917| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


მინდა შენი სიცოცხლე მერქვას 
შენი უზადო ფიქრი ვიყო... 
მინდა შენი ოცნება მერქვას, 
შენი სითბო და sigije ვიყო. 
იცი?მიყვარხარ მინდოდა მეთქვა 
მაგრამ დრო უფრო ძლიერი იყო... 
ვერ გავქცევივარ წერას და გეტყვი, 
ჩემზე მწყურვალი დრო უფრო იყო. 
დრომ მოიტანა,რაც ახლა ხდება 
გინდა მიყვარდე...თან სხვისი იყო, 
აი ეს არის მწარე სიმართლე... 
თორემ მეც მინდა შენი,რომ ვიყო. 
იცი?მაგიჟებს ეს ჩემი რწმენა 
გულში დაგმალო???ფიქრი სხვას ითხოვს, 
ისე დამღალა ოცნების დევნამ 
ალბათ აჯობებს,რომ სხვისი იყო... 
დრომ მოიტანა ეს გულის ფეთქვა 
დროვე წაიღებს,,,იყოს... 
ჩემსავე გულში დავიმარხები 
ისე , რომ ვერაფერს იგრძნობ



იმის გამო რომ კაცი კაცს არ ძმობს,
ზოგჯერ მეგობარს მეგობრად არ ვცნობთ,
ხშირად ეჭვები შეგვაქვს მათში,
ვინც მართლა ერთგულად გვიდგას მხარში...

იქნებ ჩვენშია პრობლემა ვნახოთ,
ბოროტზე ფიქრებით მოკეთეს ვაფრთხობთ,
როცა მივხვდებით ჩვენს თავზე ვბრაზობთ,
ჩვენს მოქმედებებს დღითიდღე ვნანობსთ...

და მერე როცა ვიღაცა დაგგვმობს,
სევდა შეპყრობილნი ძალიან ვბრაზობთ,
ბილწი სიტყვებით ამაყად ვამბობთ,
ჩემზე უკეთესი სად უნდა ნახოთ...

ჯიუტ პრინციპებს როდისღა დავთმობთ,
მგონი შეცდომებითაც ვეღარ ვსწავლობთ,
დროა ჩვენი ბრაზი როგორმე ვმართოთ,
და ერთმანეთი ძმობით გავათბოთ...

ერთმანეთს ფიალები ღვინით შევუვსოთ,
და სადღეგრძელო ძმობის შევძახოთ,
ჩვენი ერთობით მტერი შევმუსროთ,
ძმობის სამარადჟამო ... კითხვის გაგრძელება »



ღამე,ფიქრი,მთვარე,სევდა,მონატრება. 
ბედობა დღეს უბედობა დამებედა. 
ეხლა ვნანობ,როცა გნახე მაშინ მეთქვა, 
როცა გნახე მეკოცნა და გამებედა, 
რომ იცოდე,თუნდაც ესე არ განმსჯიდი, 
მოხვიდოდი უშენობით არ დამსჯიდი, 
გაგეღიმა იქნებ გულიც გაგეხარა, 
გეკოცნა და მერე თავიც დაგეხარა. 
ტკბილად გძინავს მე კი ფიქრით ღამეს ვათევ, 
ქაშუეთში რომ შევდივარ სათელს ვანთებ. 
ღვინოს ვსვავ და შენით მთვრალი ვერა ვთვრები, 
გულზე ცეცხლი მიკიდია და ვერ ვთბები, 
შენზე ფიქრმა დამავიწყა ყველა დარდი 
გვირილები აღარ მიყვარს,მომწონს ვარდი, 
დღე და ღამე ამერია დავიღალე, 
მზიანი დღე რა უდროოდ დამიღამე. 
ლექს რომ დ ... კითხვის გაგრძელება »


შენდამი ტრფობას, შენდამი გრძნობას 
შენდამი ლტოლვას არა აქვს საზღვარი 
წახვედი დამტოვე 
ბედის ანაბარა მიმატოვე 
შენი ფიქრები თავს არ სცილდებოდა 
შენზე ფიქრები ჰორიზონტს სცილდებოდა 
ჩვენზე აგებული ოცნების კოშკები 
ერი-მეორეს მიყოლებოთ ინგრეოდა 
...გულში იმედს ვიტოვებდი, 
რომ ერთ მშვენიერ დღეს 
ერთად ვიქნებოდით... 
მაგრამ ეს იმედი უკვალოდ გაქრა 
სადგაც ეს იმედი უგულოდ ჩაკვდა, 
და აი ასე უიმედოდ, გულნატკენი მეც დავრჩი ობლად..!



ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის 
და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება 
მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის 
მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება. 

შენი თვალების ნაცნობი ფერი 
მაკლია მაშინ და მენატრება, 
როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი 
არ ვიცი, ასე რად მემართება.  ... კითხვის გაგრძელება »


XX- ვწერ, ცხელი ტანჯვის ღამეა,
ღამეს რა დალევს უძილოს,
ვწერ, ესეც დიდი რამეა,
იჯდე, თეთრ ფურცელს უმზირო,
შენ შორით შემოგყურებდე, ვით სავსე მთვარეს უძიროს!
... კითხვის გაგრძელება »


ტკივილი, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები…
მე ამ ყველაფერს ერთადა ვგრძნობ, მგონი ვგიჟდები,
თუ კი მომისმენ, დაფიქრდები, ალბათ მიხვდები,
როგორც არასდროს, ეხლა ისე ძლიერ მჭირდები.
... კითხვის გაგრძელება »



ძნელია, როცა ტირილი გინდა, 
ძნელია, როცა ტირილს ვერ ბედავ. 
ძნელია, როცა სიცილი გინდა 
და ამ სიცილის მიზეზს ვერ ხედავ. 
ძნელია, როცა შენ გული გტკივა, 
რომ ვეღარა გრძნობ ვერავის სითბოს. 
ძნელია, როცა ხელებზე გცივა 
და ლამაზ ხელებს არავინ გითბობს. 
ძნელია, როცა თვალები სველი 
ვერ იძინებენ, არ წყდება თოვა. 
ძნელია, როცა ვიღაცას ელი 
და თან იცი, რომ ის აღარ მოვა..

მეც მეტყვიან მშვიდობითო, დამიქნევენ ხელს,
ჩამაწვენენ ცივ სამარეს, მიტირებენ ბევრს.
მოაყრიან ჩემ ცივ სხეულს, მშობელ მიწის მტვერს.
და მიქცევენ მოგონებად დაბადების დღეს.
ჩემ მკვდარ სხეულს შევავედრებ,ჩემ ზეციურ ღმერთს,
დედამიწავ გთხოვ მომხედე როგორც ძვირფას ძღვენს.
ნუ შეაჭმევ მაგ ბრმა მატლებს, ჩემს გაყინულ ძვლებს,
ხის ფესვები ჩამახუტე შევუერთდე ღმერთს.
ამიყვანოს ხის ფესვებმა დამანახოს მზე,
ხის ფოთლებად ვინავარდო,გავუღიმო ბედს.
დედაჩემი ჩემ საფლავზე, რომ დამაღვრის ცრემლს,
მე მაღლიდან ვუჩრდილავდე გაზაფხულის მზეს.
შემოდგომა შემომხედავს გამიყვითლებს ფერს,
გაცრეცილს და უსიცოცხლოს, მომაწყვეტავს ხეს.
შორს წამიღებს ავი ქარი სულ ამირევს გეზს,
ჩემი სატრფოს ფანჯრის რაფის შემაწმინდავს მტვერს.
და ძველ გრძნობებს მიმკვდარებულს გამიღვიძებს ბევრს,
დავავიწყდი თურმე სატრფოს ახლა უმღერს სხვებს,
წამიყვანე ჩემო ქარო თორემ ვყლაპავ ცრემლს,
პირველ კოცონს ჩამახუტე, იქნებ გავქრე მეც.
ამაყოლა, ამაგლიჯა ქარმა ფანჯრის მტვერს,
სატრფოს სუნი ამაყოლა, გულზე ვგრძნობ მის თმებს.
ჩემს ეზოში ჩამაფრინა ბაბო იყვანს ყველს,
ჩემს ოთახში სიჩუმეა ... კითხვის გაგრძელება »
« 1 2 ... 78 79 80 81 82 ... 94 95 »