ხუთშაბათი, 21.11.2024, 11:56
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
21:03 XX – XY | |
XX- ვწერ, ცხელი ტანჯვის ღამეა, ღამეს რა დალევს უძილოს, ვწერ, ესეც დიდი რამეა, იჯდე, თეთრ ფურცელს უმზირო, შენ შორით შემოგყურებდე, ვით სავსე მთვარეს უძიროს! XY – მხოლოფ, ფიქრები უძილო, დაგესევიან კვლავ, რა გითხრა, რით დაგამშვიდო, ფიქრი კბენია მყავს. შენ მთვარეს რომ შემადარე, განა მთვარე ვარ აქ, მე ხომ სიზმრიდან გიმზერდი და არა ციდან – ზღვას… XX- რა იქნებოდა შეგხვდეროდი ადრე ზაფხულში, ტოტებში თხმელის გამეხვია შენი თვალები, დამეკოცნე და უსასრულო ფიქრთა მორევში გადამემზევე ფერებით და ლექსის ცვალებით! შენ სხვა იყავი, სხვა განცდებით ასული ცაში, ნეტავ ან გრძნობას შელექსვოდა ანი და ჰოე, შენ ხარ ლეგენდად დარჩენილი კიდობნის ქალი, მე ვარ შენს თვალებს შეწირული დაღლილი ნოე! XY- ნუ, ნუღარ მეტყვი, შენს სიყვარულზე, ნუ დამისერავ გულს დამდუღრულს და სულს დაბუგულს; ჰო, შეგხვდებოდი… შეგიყვარებდი… გავექცეოდი ცაში გაზაფხულს, და კვლავ მიწაზე მომაბრუნებდა შენი ხელები… მაგრამ რამდენ ხანს გაუძლებდი ამ ტანჯულ ტრფობას? გთხოვ შემიბრალე, აღარ ახსენო ეს სიყვარული ტკბილი და მწარე! XX – ვიცი რომ ზაფხული წასულია, ღამეებს სიზმრები ენატრებათ, ლოდინი ოცნების სასრულია, წლები გაფრენილი მელანდება… შენაც ღრუბლისფერი ნისლებიდან, ლექსებს შეუსიტყვე ფეროვნება, როგორც უსასრულო ბოტიჩელი - მოცდაც ისეა ხელოვნება… მოხვალ ვნებებით გარითმული, ხელში აფეთქდები გაკბირტებით, მართლაც მიწისა აღარა ხარ, ვრწმუნდები, სიზმრით გაკვირდები… შენი თვალები და ტუჩ-ღიმილით ზეცას მიკრულია აფიშები, ამბობენ სიყვარული იწყებაო უხმოდ, ჩუმად და გაგიჟებით! ვიცი გაზაფხულებს ელოდები, განცდა თვალსაწიერს გიფართოებს, სიკვდილს დედასაც ვუტირებდით - რომ არ გვეშინოდეს სიმარტოვის! XY – იცი, რომ ზაფხული წარსულია, წარსულს უპირობოდ წაუღია ჩვენი სიყვარული; -რაც არ დაწყებულა, არ გაგრძელებულა და არ ექნება მას დასასრულიც; და სიზმრებიდან მეუფება გრძნობენის ჩვენის, მხოლოდ ღამეულ მნათობებს შვენით. ეს სიყვარული მახსენებს გრძნობას მე სიმარტოვის, სიცარიელის… მინდა რომ შენი მარტოობა მე მეკუთვნოდეს, მე ერთადერთს და სხვას არავის! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |