...უკვე მენატრები... მგონი მიყვარდები... ძნელი ყოფილა ამ გრძნობის მორევა მე შენ ყოველდღე სადღაც გელოდები და ისევ ფიქრები... იის გამოჩნდება... დრო მიდის ფიქრები ოცნებას მაძალებს დილის მზის სხივი მეალერსება, მაგრამ შენ თურმევიღაც სხვას ახარებ და ჩემთვის ეგ გული არ გემეტება. მე კი რა ვუყი ჩემს ლამაზ სიყვარულს, რომელიც უშენოდ ალბათ მოკვდება და ჩემს ოცნებას ფიქრებით დაღალულს მტანჯველი გრძნობა დაეუფლება. მე თუ ამ ყველაფერს შენ დღეს მოგიყვები ვიცი რატომღაც გაგეღიმება, ალბათ დაფიქრდები და მერე მიხვდები რატომ გამაჩუმეს მე ჩემმა ფიქრებმა.., შენი გულგრილობა ჩემთვის ტკივილია მე შენზე ფიქრებში ღამე მითევია გონება გულს ებრძვის და ვეღარ მოერია ეს დიდი გრძნობების უძირო მორევია. დრო კი კვლავ მიდის...ფიქრი ფიქრებს ცვლის... დღე დღეს მიყვება და ფერს არ იცვლის
...
კითხვის გაგრძელება »
|
მიჭირს გრძნობაზე ვისაუბრო, რომელსაც ვებრძვი მიჭირს გრძნობაზე ვისაუბრო, რომელსაც ვეტრფი არ ვთლი საჭიროდ, ჩემი პირადის ნათლად გამხელას თუ როგორ გრძნობით დავეტაკე ძალას ამხელას
მინდა გრძნობები გამოვხატო, ძალა არ მყოფნის თითქოს საკითხი დასმულია, ყოფნა არყოფნის
...
კითხვის გაგრძელება »
|
"გეფიცები, ჩვენს შვილს როცა აძინებ, დედამიწა ბრუნვას წყვეტს და ირწევა..."
"შენს თვალებს რაც უფრო ხშირად ვუყურებ, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ვიღაცამ ცა ვადაგასული საღებავით შეღება..."
"ყოველი შეხვედრის შემდეგ შენ მე მემშვიდობებოდი სიტყვებით "მიყვარხარ...დროებით". მე კი მხოლოდ დღეს მივხვდი, რომ შენ მართლაც დროებით გიყვარდი."
"მზის ამოსვლა - შენი გაღვიძების რეზონანსი"
"ჩვენ ორნი უნაშთოდ ვიყოფთ ერთ საწოლს."
|
ცუდი იქნება მოვიდეს წვიმა და არავინ თქვას სიტყვები დარდის... ცუდი იქნება მოვიდეს თოვლი და არავინ თქვას:-რა კარგად ბარდნის...
ცუდი იქნება აყვავდეს ია და არავინ თქვას ლექსები"ფშავლის"... ცუდია როცა მძიმე ცხოვრება მიზეზი ხდება ჩხუბის და დავის...
ცუდი იქნება მოწყდეს ვარსკვლავი და არავინ თქვას სურვილი სულის... ცუდია როცა წერით დავკავდი და ფურცელს ლექსად დარდები უვლის...
ცუდი იქნება დაბეროს ქარმა და არ გაფანტოს ცაზე ღრუბელი... ცუდი იქნება დამტოვოს ქალმა და მარტო ვზიდო მძიმე უღელი...
ცუდი იქნება დაეცეს გმირი და ამას ღმერთი რომ ვერ ხედავდეს... ცუდი ქნება დამტოვოს სულმა გული კი ისევ რიტმში ფეთქავდეს..
|
შენ თვალებიდან აპრილი გცვივა, იღვიძებს დილა რძისფერი კაბით. წელმოწყვეტილი იები მტკივა, შენ მაპატიე, თუ შემიყვარდი. წუხელის წვიმამ დატბორა გზები, და აჩრდილივით გეძებდი ქარში, შენ თვალებიდან გცვივა იები, და გაზაფხული გიფეთქავს ტანში. იასამნებად გეტყობა წლები, დამაქვს ზღვისფერი შენი სურვილი, მინდა გიყურო შორიდან გზნებით, მინდა მოვიკლა ასე წყურვილი. მინდა გაფრენა ოცნების ფრთებით, მარტმა ფიქრები ისევ არია, მიყვარხარ-ამას ნუ მეკითხები, თუ გინდა გეტყვი, გეტყვი ძალიან...
|
ახსოვს ჩემო ერთადერთო როგორ ამიხსენი სიყვარული მემამიტივით რომ გიყურებდი ჩემთვის იყო დიდი სიხარული შენი ალერსი და მოფერება ეხლაც მახსოვს ჩემო სანატრელო სიყვარულით სავსე გამოხედვა ჩემი გაბუტება შენი თბილი ჩახუტება შენი ღიმილი და გაცინება იცი როგორ მენატრება ის დღე გახსოვს რომ გამბერე ნაყინების ნაჭამი ის დღე იყო რომ მაჩუქე ძვირიანი კალამი და რომ მთხოვე "დამიწერე ლექსი-ჩემი წამალი" სკოლიდან რომ მოვდიოდი თვალი როგორ ჩამიკარი მერე ჩემსკენ მოდიოდი გულში უნდა ჩაგეკარი ის სკამი ხო გახსოვს ? ჩვენი კარგი მეგობარი როგორ ვსეირნობდით მის გარშემო ვისვენებდით იქვე ჩამომჯდარი რომ არ გვყოფნიდა დილა კარგო და ვმესიჯობდით მთელი ღამე აივნიდან კონცებს გი
...
კითხვის გაგრძელება »
|
ფიქრო-უსასრულო, წუთო-დასაცდელო, ჩემო სიხარულო, ჩემო განსაცდელო, მხოლოდ შენ მიყვარხარ, შენთვის მტკივა გული, მე ხომ შენ გაჩუქე ჩემი სიყვარული... გულო-სატკივარო, დღეო-წვალებაო, ჩემო ერთადერთო ლამაზ თვალებაო! წამო-ბედნიერო, სიხარულის ცრემლო, როგორ მინდოდა, რომ სულ შენს გვერდით მევლო. ფიქრო-უსასრულო, წუთო-დასაცდელო, ჩემო სიხარულო, ჩემო განსაცდელო...
|
მე დავიბადე აპრილის თვეში, ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან, მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.
აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები, ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება, ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.
იტყვიან ასე: იყო საწყალი, ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი. ლექსები იყო მისი საგზალი, არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.
და აწვალებდა მას სიკვდილამდე ქართული ცა და ქართული მიწა, ბედნიერებას მას უმალავდნენ, ბედნიერება მან ლექსებს მისცა.
|
შენზე ოცნებებს ვეღარ იტევს ჩემი სამყარო, ხანდახან მინდა ჩემს სალოცავ ხატად გაგხადო, შენს ლამაზ თვალებს მსურს დავუნთო თაფლის სანთელი და მოგაშორო თუ კი რამ გაქვს გულზე ნაღველი. არ მინდა გეგონოს სანაცვლოდ რამეს ვითხოვდე, მხოლოდ გულს გჩუქნი, წრფელი გრძნობით სავსეს პირამდე, უშენოდ ჩმეთვის არ არსებობს ქვეყნად სინათლე და ამ წყვდიადში ვერ ვიცოცხლებ ვიცი დილამდე. მე შენს სიყვარულს სიგიჯემდე მივყავარ ისევ და მონატრებას ვერ გაუძლებს ამაგამ გული, სანთლებს ავანთებ, უფალს შენზე ვეჩურჩულები და შეერთვება ზეცას ჩემი მწუხარე სული!.....
|
სიკვდილი?ხშირად მინდება სიცოცხლე?არ ვიცი ხანდახან სულ ცოტა ალერსი მჭირდება, რომ არ შევიშალო თანდათან ხანდახან ხარხარი მინდება ყვირილი მინდება ხანდახან,
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 77 78 79 80 81 ... 94 95 » |