.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 21 » ღამე თავზე მეფშვნებოდა
20:06
ღამე თავზე მეფშვნებოდა

ღამე თავზე მეფშვნებოდა,
მე სიგარეტს ვეწეოდი.
ფიქრი სადღაც გამირბოდა,
მივსდევდი და ვეწეოდი.

დავიჭირე განთიადთან.
მანაც ღამე გამითენა,
მერე ათას სისულელით,
ოცნებები გამიტენა.

შენც გაჩუქებ ესეთ დღეებს,
შენც გაჩუქებ ღამეს მსგავსებს.
მაპატიე, დიაგნოზად
სიყვარული დაგიდგინდა.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 701 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]