ოთხშაბათი, 29.01.2025, 03:17
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
12:21 მოდი... ყვიროდა ღამე - | |
მოდი... ყვიროდა ღამე - სულში ჩაბუდებულ ფიქრად, ნარცისულ ოცნებებს ვამსხვრევ, აღარ ვეჯიბრები ყინვას... ახლა - შემორჩენილ წამებს ისევ გადავითვლი დიდხანს, უკვე - ჩაფიქრებაც გმართებს, თუმცა არაფერი მითქვამს. ვხედავ აყეფებულ ძაღლებს, თეთრად გათენებულ სცენას, რაღაც დაეკარგა თითქოს, თოვლში ფანტელების ცვენას... წავალ! გაჰყვიროდა სული, ღამეც - მონატრებას იდგამს, ჯერაც არაფერს არ ვამბობ, მაინც - ყველაფერი მითქვამს!.... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |