მოვა ის დროც, როცა შენ, ბედნიერი, მიეგებები საკუთარ თავს შენივე სახლის კართან, შენს სარკეში, და თქვენ გაუღიმებთ ერთმანეთს: შემოდი.
დაჯექი, ეტყვით ერთმანეთს, ჭამე. და შეიყვარებ ისევ უცხოს, რომელიც შენ ხარ. მიეცი ღვინო. მიეცი პური. დაუბრუნე შენი გული თავისთავს, უცხოს, რომელსაც უყვარდი
მთელი ცხოვრება, შენ კი ყოველთვის ცვლიდი სხვებზე, ვერ ამჩნევდი; მაგრამ მას ესმის. მოაშორე თაროებიდან სასიყვარულო წერილები,
სურათები, სევდიანი ჩანაწერები. ამოხაპე საკუთარი სახე სარკიდან. ჩამოჯექი. იზეიმე შენი თავი, შენი ცხოვრება.
|
გაბრაზებულა ჯიუტი გული სულში ტკივილი ჩაუთესია .ნუღარ მაწამებ ბრალდებულივით , უცებ მომკალი უკეთესია. ისე საშინლად მომენატრე რომ, ფიქრები მტრედად შემომესია, უბრალოდ მე ვწერ რასაც განვიცდი და ნუ იფიქრებ რომ ეს ლექსია. არ შემილია მე ლექსი ვწერო, აღიარება ჩემი წესია.როცა უშენოდ მიწევს ცხოვრება , არ ვარსებობდე უკეთესია!!!!
|
რა არის სიყვარული??? ოცნება თუ სინამდვილე? თამაში თუ რეალური გრძნობა? სიყვარული ყველაზე მშვენიერი გრძნობაა ამქვეყნად, გრძნობა, რომელიც აღმაფრენას გვანიჭებს, გრძნობა, რომელიც ღმერთთან გვაახლოვებს... და ეს გრძნობა წარუშლელ კვალს ტოვებს ჩვენს ცხოვრებაში. სიყვარული შეიძლება იყოს: ბავშვური, ნაზი, ვნებიანი, სახიფათო, გულწრფელი, აუტანელი, ტკბილი, თავგანწირული, უკვდავი... და როდესაც ის მოდის და გულში გვისახლდება, შეუძლებელია მისი ამოშლა. სიყვარულს ასევე მოაქვს: ტანჯვა, ცრემლი, განშორება, იმედგაცრუება... მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ სიყვარული ისეთი, როგორიც არის და ხელი მაგრად ჩავჭიდოთ, რომ არ გაგვისხლტეს და არ დავკარგოთ, იმიტომ რომ - უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ..
|
ვწევარ, გიხსენებ და მომდის ცრემლი, ცრემლი ამ თვალებს ისევ ასველებს. ვწევარ და ვფიქრობ; კიდევ როდემდე, სევდა როდემდე არ დამასვენებს? დავხუჭავ თვალებს და მაინც გხედავ, თვალებს გავახელ და შენ დამხვდები, მოგონებებში ჩავიძირე და საკუთარ აზრებს არ ვეთანხმები. შენ ისე ცივი, ისე შორი ხარ, აზრი არა აქვს შენზე ოცნებას, მე რომ მოვუყვე შენს მუქ თვალებზე,
|
გიკვირს. . .? რად გიმზერ მუდამ ერთი. . . უცვლელი მზერით. . . გიკვირს. . .? უაზრო ღიმილს რად არ ვაშორებ სახეს. . . მე კი. . . ღიმილით. . . მზერით მინდა მიმიხვდე წადილს. . . მინდა. . . უსიტყვოდ ამოიცნო ოცნება ჩემი. . .
მე მინატრია მომღერლობა. . . და. . . მხოლოდ, შენთვის. . . მსურდა. . . უნაზეს ჰანგებს ეთქვათ სათქმელი ჩემი. . . მიოცნებია. . . რომ შემეძლოს მხატვრულად ხატვა. . . შენ დაგხატავდი. . . ულამაზესს. . . ღვთაების მსგავსად. . . სურვილი მქონდა. . . რომ მეცეკვა . . . და. . . მხოლოდ შენთვის. . . შენი ხელებით ჩემი ტანის თრთოლა შეგეგრძნო… ხან, კი ვოცნებობ. . . მოქანდაკე ვიყო უებრო. . . რომ. . . შენი სახის ნაკვთის ძერწვა ქვაში შევიძლო . . .
მე არც მხატვარი. . . მით უმეტეს, არც მოცეკვავე. . . არც მომღერალი. . . და არა ვარ,არც მოქანდაკე. . . ალბათ, ამოიტომ. . . უძიროა ოცნება ჩემი. . . ალბათ, ამიტომ. . . უნუგეშო. . . ვემსგავსე აჩრდილს. . .
...
კითხვის გაგრძელება »
|
ეხლაღა ვხედავ, ბედნიერი დრო რომ დასრულდა, სიმშვიდის ნაცვლად რომ შევესწარ მხოლოდ წამებას... დღის სატანჯველი ღამითაც რომ ვერ გრძნობს სასრულს და დღეს ღამე ტანჯავს და ცისკარი _ შემოღამებას.
ემტერებიან დღე და ღამე ერთმანეთს ასე, მაგრამ ორივემ ახლა ჩემი მტრობა ინება: დღე ფიქრით მღლის და იმ წუხილით ღამეა სავსე, ჩემი ცხოვრება უშენოდ რომ მიედინება.
|
ძველად, სულ ძველად, მრავალ წლის წინათ; ეს იყო ნაპირად ზღვის; იქნებ თქვენც იცნობდეთ მშვენიერ ასულს სახელად ანაბელ ლის; მას მხოლოდ ტღფობა უნდოდა ჩემი და თვითონ მეტრფოდა ის.
მე ვიყავ ბავშვი, თვითონაც ბავშვი, ეს იყო ნაპირად ზღვის; ჩვენ სიყვარულზე მეტად გვიყვარდა მე და იმ ანაბელ ლის. სერაფიმს მოვწონდით და აღარ გვზოგავდა სურვილს და სიკეთეს თვისს.
და სწორედ ასე, მიზეზად ამის, ეს იყო ნაპირად ზღვის, დაჰბერა ქარმა... სუსხავდა ქარი მშვენიერ ანაბელ ლის. მოვიდა მისი ციური მამა და ასე მოშორდა ის და მავნე მისი სამარეც ბნელი იმავე ნაპირად ზღვის.
ანგელოზთ ბევრად უბედურთ ცაში შევშურდით აქ მე და ის; დიახ, მიზეზი იყო ეს! (იცის ყველამ ნაპირად ზღვის), რომ ქარი, მქროლი ღრუბლიდან ღამით, მკვლელია ანაბელ ლის. მაგრამ ჩვენ ტრფობით ვაჯობეთ ყველას ვინც იყო უფროსი ხნის; და ვერც ერთ ანგელოზთ ცაში, დემონებს უფსკრულში ზღვის, ვერ ძალუძთ გამყარონ ვერასდროს მშვენიერ ანაბელ ლის.
მთვარე მასიზმრებს საოხარ სიზმრებს, მშვენიერ ანაბელ ლის,
|
ჩვენი სიყვარული, დახატა ფიროსმანმა აღწერა შექსპირმა და აამღერა ბეთხოვენმა. ჩვენი სიყვარული, წერია ლექსებში უცნაურ ქვეყნებში სხვადასხვა ენებში.
ჩვენს სიყვარულს, ეხლაც დგამენ სცენაზე და ვერ ხსნიან, ვერც ზღაპრულ ენაზე. ჩვენს სიყვარულს, ვერავინ ვერ ეხება ეშინიან არ იყოს დაელვება.
ჩვენს სიყვარულს, ტანგოს ეცეკვებიან იმედი აქვთ თითქოს გაეცნობიან. ჩვენს სიყვარულს, ეშმაკი ეჩხუბება საიმედოდ რამეს ვერ ემუქრება.
ჩვენი სიყვარული, ხომ დახატა ფიროსმანმა ხომ აღწერა შექსპირმა და აამღერა ბეთხოვენმა. ჩემი სიყვარული, შენ ხარ ქალბატონო მოკლე კაბიანო და ლამაზ სახიანო.
|
გაგითავისე სწორედ ისეთი როგორც იწყები დასაბამიდან, საუკუნეთა გადამთოვრელი კამ -კამა,წმინდა,წყაროს წყალიდან.
ვკოცნი თლილ თითებს, მაგ ყელს მოღერილს, შეუდარებელს გეთაყვანები, შენი ტუჩებით ნაავადარი, კვეთებულივით შევექანები.
იზრდება ჩვენი ხე ცნობადისა, ისე მძლავრად და ისე ზღაპრულად, რომ შეიფარა მთელი სამყარო სიყვარულისთვის ,არა მზაკვრულად.
უცნაურია თუმც არ ახალი, ეს ისტორია შორი ხმობისა, მარადისობის თავსესაფარი, და შეცნიბილი უფლის ყმობისა.
|
ჩვენი სიყვარული, დახატა ფიროსმანმა
აღწერა შექსპირმა და აამღერა ბეთხოვენმა.
ჩვენი სიყვარული, წერია ლექსებში
უცნაურ ქვეყნებში სხვადასხვა ენებში.
ჩვენი სიყვარულს,ეხლაც დგამენ სცენაზე
და ვერ ხსნიან ვერც ზღაორულ ენაზე.
ჩვენს სიყვარულს ვერავინ, ვერ ეხება
ეშინიათ არ იყოს დაელვება.
ჩვენს სიყვარულს ,ტანგოს ეცეკვებიან
იმედიაქვთ თითქოს გაეცნობიან
ჩვენს სიყვარულს, ეშმაკი ეჩხუბება
საიმედოდ რამეს ვერ ემუქრება.
ჩვენი სიყვარული, ხომ დახატა ფიროსმანმა
ხომ აღწერა შექსპირმა და აამღერა ბეთხოვენმა.
ჩემი სიყვარული შენ ხარ ქალბატონო
მოკლე კაბიანო და ლამაზ სახიანო
|
« 1 2 ... 51 52 53 54 55 ... 94 95 » |