.

მთავარი » ♥სასიყვარულო ლექსები



სიყვარული ეს სენია რომელიც ჯერ არ ახსნილა,
მეცნიერი თუ მოღვაწე მასზე ფიქრში დაკარგულა,
ისე მოდის ისე მიდის არავის არ ეკითხება,
მიზანი აქვს მხოლოდ ერთი:ხალხის გულში ჩასაფრება..
წუხილი და სევდა დარდი მისი მუდმივ მხლებელია,
და მას ესე თვისებები ვით მეგობარს შერჩენია,
მტრებიცა ჰყავს ამა გრძნობას ესენია შური ბოღმა..
მაგრამ კაცი ვერ მიმხვდარა რომ ეს მისი ნიშნებია,
საცოდავი ეს ის კაცი,ვისაც გრძნობა არ სწვევია,
დიდი არის თუ პატარა სიყვარულს დაჰმონებია,
არარსებობს არა კაცი ვისაც ის არ განუცდია
სიყვარული,სიყვარული ეს ხომ დიდი მტანჯველია....
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 891| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


საათს გადავწევ და დაგაბრუნებ 
ჩვენი მაისის მისადგომებთან...
ეცლება სივრცე ცისფერ მწვერვალებს
და მარტო ვრჩები მოგონებებთან.

რას ვიფიქრებდი, თუ უშენობა
უფსკრულის პირზე მე არ შემშლიდა,
თუ მივახწევდი აღთქმულ მიწამდე
როცა ტკივილი უღვთოთ მდევნიდა.

არც არაფერი აღარ მაშორებს
ხელის გაწვდენა და გამარჯვება,
მაგრამ უშენოდ ცისფერ თვალებავ
მე გამარჯვება არ მემარჯვება.

და აქ ვერავინ მე ვერ მიშველის,
ჩემთვის სამოთხეც უდაბურია,
ნუთუ ჩაქრება ასე ამაოდ
მზე, რასაც ჩემში უხმაურია.

ისრებს გადავწევ და დაგაბრუნებ
ჩვენი მაისის მისადგომებთან ...
ეცლება სივრცე ცისფერ მწვერვალებს
და მარტო ვრჩები მოგონებებთან.



ღამის წყვდიადში მომელანდე ოცნების ხატად,

ცივი სხეული კვლავ ნაცნობმა სითბომ დაათრო...

გული ათრთოლდა ბაგემ იგრძნო შეხება ნაზი,

ჩუმმა ალერსმა ჩუმი ფიქრი ნიავს გაანდო.

ჩემი ცრემლებით დანამულა შენი ტუჩები....

ალერსით ყურში ჩაგჩურჩულებ ნუ დაბრუნდები,

აღარ მოხვიდე ჩემთან თუნდაც ძლიერ მოგინდეს,

ნუ დაბრუნდები თუკი ისევ წასვლა მოგიწევს!



აქ აღარაფერს არა აქვს ფასი,
მორღვეულია მადლის სამანი
და დამსკდარ მიწას ვეღარ აყუჩებს
სვე ფერწასული იასამანუი.
... კითხვის გაგრძელება »



პირველი სიტყვა ჩუმად ნათქვამი,
პირველი ცრემლი მწუხარე თვალიდან,
ჩვენი ფიქრების ნაზი ქარი
... კითხვის გაგრძელება »



და ეს მაისიც უშენობისგან გადავარდება,
ჩამივლის გვერდით აფეთქებული შენი ვარდებით,
მზე დამიდაღავს უსაშველო გულის იარას ,
... კითხვის გაგრძელება »



მორჩა! დღეიდან ლოთობას ვიწყებ,
დარდებს გავანდობ ყანწებს ღვინიანს,
სიკვდილ-სიცოცხლის დუელში გიწვევ
და ქალი რომ ვარ არ მეშინია.
მოგაფრქვევ ღვინის საოცარ სურნელს,
ბახუსის ეშხით განატაცები,
ქალები მაშინ თვრებიან თურმე,
როცა ფხიზლობენ მამაკაცები.
დღეიდან ხელი ავიღე თავზე,
აღარ გავურბი მზერას ჟინიანს,
დუქანში გველის ხელადა სავსე
და კაცი რომ ხარ არ მეშინია.
უცხო მორევში შევყავარ ბორანს
ფიქრში ძნელია ვიცი ღალატი,
თურმე ვცდებოდი,რადგან მეგონა
რომ სიავისგან დამიფარავდი.
გავარდა მეხი..... მიხაკი გაქრა,
დღეიდან ვეტრფი ყანწებს ღვინიანს,
ერთი პატარა ქალი ვარ თუმცა
შენ,რომ კაცი ხარ არ მეშინია!!!


ნუ დამპირდები,
რომ არ დაგღლის ეს ყვავილები
ნუ დამპირდები,
რომ მომიტან ყოველ მოსვლაზე...
ნუ დამპირდები,
რომ ფერებათ შეკრულ სიყვარულს
ფერხთით გამიფენ ყოველი წლის
შემოდგომაზე...
ნუ დამპირდები,
თორემ მერე სევდა წამიღებს
და თუ ვერ ვნახავ მე მაგ გძნობის
გიჟურ ნაპირებს
დავიკარგები,შევერევი ნაცნობ
ტკივილებს
ნუ დამპირდები...
რას მიმზადებ
რასაც მიპირებ....
საკმარისია
მორთმეული ამ წელს ფერები
ნუ დამპირდები
მე ისედაც მოგეფერები.
ნუ დამპირდები
წინასწარ და წლებს ნუ დამითვლი
ჩემთან იყავი ოღონდაც
და
ღიმით დავიცდი
ამ ფერებისთვის,
ამ წლებისთვის,
მე შენ გჭირდები....
ოღონდ წინასწარ გთხოვ ნურაფერს
ნუ დამპირდები!!!!!


ლექსებით ვაშიშვლებ გრძნობებს,
ბგერები ეწევა მარცვლებს,
მინდა, რომ სულში ვგრძნობდე
ხელახლა ცხოვრების წამებს.

ჟესტებში იგრძნობა სევდა,
თვალები ამბობენ ტკივილს,
მივყვები ტროტუარს ნელა,
გუბეში შევამჩნევ ღიმილს.

აკორდებს აიღებს ისევ,
ცასაც კვლავ დაფარავს ნისლი,
კვლავ შენზე ოცნებებს მივდევ,
სიზმრების ბილიკით ვივლი.

და აღარ მთავრდება გზები,
გულში კვლავ ნაბიჯებს ვითვლი,
ნელ-ნელა ყველაფერს ვხვდები
და გულში ,"მშვიდობით!", გითვლი...


იცი რა ხდება? ცხოვრება ნათდება
რაც დღეს არ ხდება ,ხვალიდან ახდება 
ჩემს გვერდით მჯდომარეს თვალებში ჩაგხედავ
და გეტყვი მიყვარხარ აი რა ხდება
უშენოდ ცხოვრება უფერო გახდება
შენ ჩემთან იქნები და ეს ახდება

შენ მეტყვი მომავლად არ ვიცი რა ხდება
ეს შენი ოცება არასდროს ახდება
მე შენი სიტყვების საერთოდ არ მჯერა
დამტოვებ მე მარტო ამ ბნელ ადგილას
« 1 2 ... 49 50 51 52 53 ... 94 95 »