როგორ გავუცხოვდით, აღარ მენატრები ფიქრი ფანჯრის მინას ფარდად ავაკარი აღარც გრძნობები და აღარც ემოცია, აღარც ცხოვრებაში გვერდით თანამგზავრი.
ასე მირჩევნია, უფრო ნამდვილი ვარ, ალბათ სიყვარული მე არ დამანათლეს, მხოლოდ სასმელი და მხოლოდ სიგარეტი და კიდევ ლექსები!.. ერთსაც დავამატებ.
ახლა ეს ცხოვრება ისე დამღლელია, ისე ვიწროვდება ჩვენი ატმოსფერო ახლა ისე მინდა, სადმე დავიკარგო არვინ მომძებნოს და არვინ გამიხსენოს.
გზები გრძელია და ჩემთვის გავუყვები, მინდა ყველა ტაბუ ერთად დავარღვიოთ, ამბობ, - "პოეტები ტოვებთ გალანტურად"... ჰოდა, მე(ც) წავედი, უნდა მაპატიო!.
|
განახლდა გული... დღეს ის აღარ ვარ, რაც უწინ ვიყავ - ფერი ვიცვალე, გზა დამიცალე შავო ბურუსო, წყეულო ღამე გზა დამიცალე! ნუთი არ მეყო, რაც დასაბამის, გაუნელებელ ცეცხლში ვეწამე, წინ ნუ მიხვდები შავო ბურუსო, წყეულო ღამევ წინ ნუ მიხვდები! ვემშვიდობები ჩემ სიყმაწვილეს, გამოთხოვების ცრემლებს ვაპკურებ, ჩამომეცალე შავო ბურუსო, წყეულო ღამევ ჩამომეცალე! წამების ცეცხლში განახლდა გული, ფერი ვიცვალე, ფერი ვიცვალე! გზა დამიცალე შავო ბურუსო, წყეულო ღამე გზა დამიცალე!
|
გემუდარებით არ თქვათ უაზროდ, გადის ცხოვრების წამზომი, ჟამი თავის აბჯარში შეიდოს ხმალი ვინც ებრძოლება ღვთის შექმნილ წადილს წადით ვინ გაკავებთ თქვენ თავიდანვე მებრძოლს არ გავდით დღითიდღე ხალხში ნამუსს კარგავდით და შემორჩენილს ქარში ფანტავდით კარგით ლაჩრებო დაემშვიდობეთ თქვენს უაზრო წამს, ხეობას გამხმარს მე თქვენ გიწოდებთ სუსტებო ნახმარს სხვა ახალს რას ვუწოდებ თქვენნაირ ახვარს დღეს დაიბადეთ ხვალ ალბათ წახვალთ თქვენ საფლავ გარეშე მიწაში ჩახვალთ და ვინც ადიდებთ უფალს მაღალს ვინც ღვთის დიდებაში დაცალეთ ჯამი ვინც აქ ეცდება და ჭეშმარიტს ნახავს გემუდარებით არ თქვათ უაზროდ გადის ცხოვრების ჟამი...
|
ანგელოზი ხარ ჩემი მფარველი,
ყოველ ცისმარე შენით ვმაღლდები,
იმედო ჩემო ნასათუთარო,
ნურც ნურასოდეს დამეკარგები.
მარადიული მიახლოვებით
ო,ეს მაისიც გადავარდდება,
შენი სახება კი ამ გულიდან
არც არასოდეს ამოვარდება.
სიყვარულია შენი საზრდელი
ზე ციერებით ნახავერდალი,
შენ კი რატომღაც მე ამირჩიე
მიწიერ უოფით ნაცოდვილარი.
შენი განდობით მინიშნებული
ვარ საცალფეხო გზებით მავალი,
ხსნა ხარ შენ ჩემი და გადარჩენა,
მარადიულ მზედ ამომავალი.
|
ჰოი თამარო, დასაფიცარო მზეო მარადი სიყვარულისა, უშენოდ ჭკნება მთელი სამყარო სევდით,უზომო სინანულისა.
გადაგორდება ხვალე ეს ღამეც და ამ მეშვიდე თამარობისას დაიბზარება ჩამოსაქცევად ციხე ნაგები ეშმას ყმობისას.
შენ კვართით ხელში დიდო დედაო სვეტიცხოვლის სიწმინდეებთან, ერის და ბერის ერთად შემკვრელო კვლავ დაგვაბრუნებ წმინდა დღეებთან.
იტყვიან კაცნი გაოცებულნი ასე ძალუმად როგორ გვეძინა?! რად ვერ ვხედავდით ჩვენ ამ სასწაულს, ალბად ცრემლი რომ ღვარად გვედინა?!
შვიდ მნათობიერ შენს დიდებას მომავალი თუ უსწორებს თვალებს, ის ვინც იფიცებს შენს მზეს და მთვარეს და ქარს აგებებს ოქროს დალალებს
|
გარეთ გაჩერებასთან, გარეთ, სადღაც პროსპექტზე,
მიდის მარტის ნომრებით, ოცდაერთი რეისი,
იცი? აქეთ, გამოღმა, მტკვრის ტალღებად, რომ ფეთქდე,
სულსაც გავაშიშვლებდი, თუმცა ღმერთი მე ისევ
დამეკარგა თითქოს და, თითქოს გამოვისყიდე
ყველა სასოწარკვეთა, რაც კი წუხელ დამჩემდა,
ო, როგორი იმედით, ო, როგორი სიმშვიდე,
გაითიშა გზაში და გაუცხოვდა ჩემამდე.
მენდე, სიძვის ღამეებს აღსარება წავართვი,
შენ კი ასე უბიწოდ გაიშალე თანდათან,
მოვიდოდი უთუოდ, მე ასეთი წარმართი,
გარეთ, სადღაც პროსპექტზე, გარეთ, გაჩერებასთან
|
მიკვირს, მაგრამ უჩვეულოდ მოითენთე
და პეპლებმაც დაგახატეს წელთან ტატუ,
გაზაფხული მკერდს იშიშვლებს, მალე დენთი...
მალე ერთად ავფეთქდებით, ამას ვატყობ.
მოერიდე, უნამუსო წიწვის თავი
გეურჩება, თუმცა ფიჭვიც, ალბათ როშავს,
მე კი, რაღა დაგიმალო, ვიწვისავით,
შენთან ახლოს – ფრთებ მოჭრილი ალბატროსი..
|
მე ჩემი წილი სიყვარული მაქვს, ამოსახეთქი და გასახედნი. არ მითხოვია, არც მიძებნია, უცხო სამოთხის საზეო ხედნი.
გინდ რა ფასი აქვს სამყაროს ფლობას თუ საუკუნოდ გავიწირები, და ტრიუმფალურ თაღზე შემდგარი ცოდვილთა მზგავსად დავიტირები?!
ვერ ვერწმუნები მოყვასის თხოვნას და ვერც ცხოვრებას სხვისი იმედით, მე ჩემი უნდა ვშვა მყოოფადი, მინდა ვიცხოვრო ჩემი სვე -ბედით.
მჯერა და ვიცი, იქით მივდივარ საითაც იმ ერთს მივგებები, ვის მიერაც ვარ გამოგზავნილი, მის მობრძანებას ფერხთით ვეგები.
|
ავტოპორტრეტი შენ ეს დუმილი ისევ გაწვალებს, ვწუხვარ, რომ გხედავ ძლიერ დარდიანს, ღამეს და ცრემლებს გაუღებ სარკმელს და აშტერდები ზეცას მთვარიანს. ეს უკუნეთი და ეს წკვარამი– სულს რომ გინათებს რატომ გგონია, ღამე და ცრემლი, ცრემლი და ღამე– დაგყვება ისე, ვით აგონია. გამოიდაროს იქნება ერთხელ. დარდი გაგიქრეს, როგორც ნამია, შენ შეიბრალე მისი ვედრება– ,,დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!"
|
მერწმუნე არავინ, რომ ყველაფერია,
სიცივეც – სითბოა და თითქოს თვითმკვლელი,
(გუშინწინ ღამეა), სოლს, ლა შეერია
და ასეთ ნუგეშში იკითხავს მკითხველი...
რომელი, რომ ელი, სად არის აქამდე?!
იქნებ და ტაძარში ეყრდნობა საძირკველს,
შენ, ალბათ უაზროდ ლოცვებში გაქანდი
და სახარებაში სერობის თვითმხილველს,
შეგცივდა, არ გინდა ზემეტი გალობა,
ღმერთია შიშველი, როგორმე შემოსე,
ქალია, თუმცაღა სად არის ქალობა,
გვიშველის უთუოდ, მე ლექსი, შენ – მოსეს
მცნებები, მერწმუნე, რომ ყველაფერია,
სიმთვრალე – სითბოა და თითქოს თვითმკვლელი,
ვარსკვლავი, ღამეა, სოლს, ლა შეერია
და ასეთ ნუგეშში, ლოცვა და მკითხველი...
|
« 1 2 ... 48 49 50 51 52 ... 94 95 » |