სიბრალულისთვის არ დამიბრუნდე, გემუდარები წადი. . . ოცნების კოშკებს მარტო ვაგებდი, განთავისუფლებ, წადი. . . სიყვარული ხომ მაინც მასწავლე, მადლობელი ვარ, წადი. . . ფიქრთა ტალღები ისევ აზვირთდნენ, არ დავიხრჩობი, წადი. . . ფიქრის უფლება ხომ მაინც დამრჩა, არაუშავს რა, წადი. . . ჰო,დავფიქრდები,დიდხანს ვიფიქრებ, ვიცი გამიგებ, წადი. . . ღამეს შევჩივლებ ჩემ გულის დარდებს, ვიცი გამიგებს, წადი. . . თუ გინდა მოდი კიდევ მიგიღებ, გული ღია მაქვს იცი??? გისაყვედურო???არა ძვირფასო, მე პატიება ვიცი. .
|
შენ მაშინ მოხვალ მარტოობას როცა შეიგრძნობ, ათი ათასში გამომარჩევ და მე შემიცნობ, როს უჩემობა შეგაშინებს,დაიღრიალებ, მაგრამ რაღა დროს,უკაცრავად დაიგვიანებ ჩემს სულში უკვე სევდისფერად აღარ იწვიმებს ლექსები შენზე უშენობით აღარ იტირებს გაყინულ გულში იმ სანატრელ ადგილს დამითმობ მაგრამ რაღადროს უკაცრავად,მე ვერ გაგითბობ იმედის ფერი ფერს დაკარგავს და წაერთმევა ყველაფერს სხვისით სხვა სახელი გადაერქმევა შენ მოხვალ როგორც უმწეო და ხელებშიშველი მაგრამ რაღადროს უკაცრავად ვეღარ გიშველი გაგიჭირდება,სიამაყეს მაინც შელახავ წვიმაში,მზეში და ნისლებში ვერსად ვერ მნახავ მომძებნი სადაც დაგეძებდა ჩემი ფიქრები მაგრამ რაღადროს უკაცრავად იქ არ ვიქნები მე უშენობით ვალმოხდილი დავიღრიალებ "როცა გეძებდი სად იყავი?"დაიგვიანე მთელს სამყაროში ერთი მყავდი ზღაპრად მიმყავდი ახლა რაღადროს უკაცრავად მე შენ..........მიყვარდი
|
თუკი ერთგულება არ არსებობს, ერთად ნუ ვიქნებით მეტ ხანს, შენი მოლოდინის ჯვარზე გამაკარი, და მას ერთგულება ერქვას.
თუკი უკვდავება არ არსებობს, უფალს შევავედრებ შენს თავს, შევქმნათ საოცარი სიყვარული და მას უკვდავება ერქვას.
არ წამთ სიყვარულის არსებობა, და ჩვენ დავუმტკიცოთ ყველას, ჩვენი გულები რომ შევაერთეთ, ამას სიყვარული ერქვას.
თუკი მოკვდავია ყველაფერი, თუკი ვერ ვიცოცხლებთ დიდხანს, თუკი დასასრული სიკვდილია, სიკვდილს სილამაზე ერქვას.
თუკი საოცრება არ არსებობს, მომსწრე სუყველაფრის ჩვენ ვართ, შევქმნათ ხელთავიდან ყველაფერი და მას საოცრება ერქვას.
გიკვირს?! მუნჯი ვიყავ ავმეტყველდი. შენთვის ეს მინდოდა მეთქვა: დღემდე რაც შევქმენით ჩვენთვის მონატრება, "თეთრი ღამეები" ერქვას.
|
შემიყვარო მინდა ეს სიტყვებია წმინდა. მინდა დაგიძახო ლინდა შენ კი ასე არ გინდა.
მინდა გაჩუქო ვარდი, რომ გაგიქარვო დარდი მინდა გაჩუქო ის დღე , როცა მე რამე გკითხე.
მინდა , დავწერო ის რაც ჩემს საყვარელს სჭირს. მინდა ავღწერო ის რაც თვით სიყავრულს ქმნის..
|
მე შენს თვალებზე დავწერე ლექსი და ჩუმად შენზე ვუყვები მთვარეს. კუპიდონს ისარს მე თვითონ ვესვრი, თუ ჩემს თავს მალე არ შეგაყვარებს.
ამ პატარა ღმერთს ყველა ისარი გაუჟღენთია ღვინით და შხამით, მე კი ვჩურჩულებ: "ეს ხომ ის არის, ვინც მოსვენებას არ მაძლევს წამით?!"
შენზე ფიქრები მქანცავენ ისე,
|
ცას შეველევი,მაგრამ შენ როგორ? მაგრამ უშენოდ როგორ ვიქნები? ჩამოწვებიან მთებზე ღრუბლები და ჩემში ისევ შენზე ფიქრები.
შენი სუნთქვა ვარ,სულის ძახილი, გულიდან გულში გადაძახილი. ოდეს ზმანება ძველთ უძველესი საზეო ზღვარზე ჩქამით ნახილი.
შენ გზას მიყვები აშადრევნებით და დანარჩენი არც გედარდება, მე კი უშენოდ მთელი სამყარო არც მემღერება, არც მევარდება.
აბა რა ვიცი ხვალ რა იქნება, საერთოდ ხვალ თუ გამითენდება, მაგრამ დღეს შენით ვიღებ სამყაროს და მჯერა ეს დღე არ დამთავრდება.
|
აღარ გაღელვებ...ვინ იცის რატომ,
ალბად ამურის გაცვდა ისარი,
იქნებ დასრულდა ჩვენი ზღაპარი
და მზე ჩაეშვა ნამაისარი.
ვის დავაჯერებ რომ ასე უმალ
შემოეცალა ზეცას ფერვალი,
სულში დაცემით ჩამოიშალა
ცად შეკიდული მწვერვალთ-მწვერვალი.
აღარ გიყვარვარ ნუთუ პატარავ?
ასე უეცრად ვინ გაგიტაცა?
უდაბნოს სულს თუ გადაეყარე
და შენი თავი მან თუ მომტაცა.
რადგან ამ ქვეყნად შენი გამგები
დასაბამიდან მხოლოდ ერთია
ის ვის გულსიც ხარ ამოტვიფრული
ვინც შენი ხსნა და შენი ღმერთია.
მისი გამოცდა თუ გადაწყვიტე
და გამოჩენა მისი გენება,
დროსა და სივრცის იმ შენაპირზე
იმ ერთადერთის გამოჩინება.
ასეა ეს და მე სხვა ახსნაში
ვიცი ვერავინ ვერ დამაჯერებს,
|
ქარებს მოველი საქართველოდან, ქარსვე მივყვები საქართველოში, მთელი სამყაროს დედა დვრიტაში, ადამის მოდგმის ჯვარცმულ მიზანში.
წამის ხელში ვართ დატყვევებულნი, გარშემორტყმული მოჩვენებებით, არა აქვს ფასი ასეთ ცხოვრებას, შიშით,ტყუილით, ცრუ იმედებით.
არ დაახანებს ჟამთა მძლეველი და სადაცაა შემოაბიჯებს, მას ვეგებები, მასვე ვუსწორებ, ურწმუნოების თავზე საბიჯებს.
|
რამ გათქმევინა მიყვარხარო თუ არ გიყვარდი,
ალერსიანად რად მაპყრობდი მაგ ლამაზ თვალებს.
შენი გულისთვის თავს გავწირავო - რატომ ამბობდი,
ყალბი სიტყვებით თავს ასე ძლიერ რად მაყვარებდი.
მითხარი რატომ გამიცრუე იმედი ტკბილი,
მითხარი რატომ შემაყვარე თავი ძალიან.
რატომ შემპირდი,რომ არასდროს გამცვლიდი სხვაზე
და არასოდეს დამტოვებდი ცხოვრების გზაზე.
შენ ჩემი ცოდვა არ მოგასვენებს ვიცი არასდროს
და რომ იცოდე მეცოდები თავზე ძალიან.
მე დაგივიწყებ და შველას ვთხოვ წმინდა მარიამს,
რადგან ამ ქვეყნად შენისთანები ბევრნი არიან
|
იცი?...დამტანჯა ამ უაზრო წუთისოფელმა, ლტოლვამ რომელმაც დაღრღნა ეს გული და იმ ტკივილმა რომლის ძირიც არის იმედი და რომლის გამოც დამიღვრია ცრემლი ამდენი, იცი?დამტანჯა ამ უაზრო წუთისოფელმა, ფიქრმა იმაზე რომ ვეღარ გნახავ, მინდა ჩემთან იყო მოგეკრა მაგრად, გითხრა მიყვარხარ,უზომოდ,მაგრად
|
« 1 2 ... 47 48 49 50 51 ... 94 95 » |