წავალ... ვივლი ასე მარტოსული, წეროები შემაწევენ სიტყვას... დაქანცული დავიჩოქებ ნაკადულთან გინატრებ და.. შენზე ლოცვას ვიბუტბუტებ დიდხანს. ... მერე ცრემლი მონატრების ჩუმი ცრემლი შეუმჩნევად შეერევა მიწას..
|
დავეცი? მერე რა,- ცხოვრება რთულია, არგადამიარო! ხელი მომეცი, წამომაყენე, ადამიანო! დავეცი? მერე რა ,- რა ჩემი ბრალია! ხელი მომეცი, იქნებ წამოვდგე, შენი ვალია! დავეცი? მერე რა,- ისევ ავდგები, ცხოვრება ძნელია! ხელი მომეცი, სულით დაცემა არამჩვევია! დავეცი?-არგადამიარო! წამომაყენე ადამიანო!!
|
მე ვიცი ერთი, რომ არის ღმერთი და მისგან აროს ყოველი ერი, ყოველი სხივი, ყოველი მნათი, განურჩეველია მისთვის ყოველი ფერი, ყოველი ფერი მისთის ერთია და არ არსებობს ერთ-ერთი კაცი, მისთვის ყოველი კაცი ერთია, მხოლოდ ვიყოთ ჩვენ ჩვენი თავი და ჩვენ ვიქნებით ღირსი სამოთხის, თუ ჩვენ ვიქნებით სინდისთან პრავი! ის ჩვენ გვპატიობს, მარს რაც ჩვენ თვითონ, ვერ ვაპატიებთ საკუთარ თავებს, მისთვის ერთია ყოველი ერი, მისთვის ერთია ყოველი ფერი! და მე ვიცი რომ არის ღმერთი და იგი არის მხოლოდ ერთი!
|
ეს ცხოვრება, რომ სცენა არის, გამიგონია! ყველა ჩვენთაგანს ამ სცენაზე თავის როლი აქვს; დედოფლის როლის შესრულება ძნელი როდია, თუკი ოდიდგან ღირსეული მეფე გყოლია. ყველაზე რთული სათამაშო მეფის როლია, ხშირად ეშლებათ ყველა მეფე კაცი ჰგონიათ, როდესაც ხალხი შენით ცოცხლობს მაშინ გაიგებ როცა შენს გვერდით უხარიათ ყოფნა პაიკებს. შენი ღირსება სიყვარულში გადაიცვლება, როცა მეფობა კაცობაზე გარდაიცვლება და იცით მაშინ, დედოფლობა რა ადვილია??!! გეამაყება რომ მთელი გზა, კაცთან გივლია...
|
ჩემი სიმშვიდე არის ფორმალური, ღამით,როცა გძინავს,ვარსკვლავებს ვდარაჯობ, მე ვარ..როგორ გითხრა ?-არანორმალური, ცხოვრებით ვთამაშობ ! დღეს მაქვს პაემანი შუადღის თორმეტზე, ალბათ,სიჩქარეში ქუსლებსაც მოვიტეხ, თუ გსურს მესაუბრე წესებზე,ნორმებზე.. მოგისმენ,მოგისმენ ! მერე ქარს გავატან შენს ყველა ნაბოდვარს და პეპლის ფრთებივით ფარფატა სიყვარულს, არ ვიგრძნობ სინანულს.გინდა დავიფიცო, რომ მე და სინანულს ბრძოლები გადაგვხდა,უხმლო და უსისხლო, რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული, ხოდა...გავიყარეთ,უხმოდ და უსიტყვოდ. დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალური და ჩემი ცხოვრება, - ტრაგი-კომედია... და მე,მთავარ როლში, არანორმალური სევდა მომერია...
|
თქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა: - როგორ დავბადოთ კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც, რა დავაწყევლოთ ან ისეთი რა დავანათლოთ, ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც?
პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი: დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი.
წითელმა: ის სჯობს, ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს, ულამაზესი იყოს, მაგრამ უღარიბესიც.
ბოლოს კი შავი ანგელოსი წამოიმართა და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:
სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ, სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს. ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშე, უთუოდ მგოსნად და უთუოდ - საქართველოში... . . . იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი, თურმე იმ ღამით დაიბადა გალაკტიონი.
|
სიჩუმის ტყვე ვარ, სიტყვებითაც ვერაფერს შევცვლი, არეულია... დაეკარგათ საგნებს სახელი, დახუჭე თვალი... ნატვრისთვალი ვიპოვნე შენთვის, ლექსებში ნუღარ გეშინია თვალის გახელის...
აქ ვარ, მომძებნე, მე ათამდე გადავთვლი ვიდრე, ამ სამყაროში... უთავბოლო ხმაური მფარავს, გადამაცალე ეს გარსი და არეულ ფიქრებს თუ გამოჰყვები, მიპოვნი და ნახავ, რომ სხვა ვარ...
მე ვიხილები შენს თვალებში და ბავშვურ თამაშს გეთამაშები... ადვილია ბედთან თამაში? შენ კი დაარქმევ ამ სტრიქონებს საშიშს და თამამს, და ფურცელივით ადგები და... სხვაგან გადამშლი...
|
დღეს მინდა ყველაფერი გაპატიო, ბავშვურად მიამიტი დავრჩე. ეშმა შემომიჩნდა ჭინკასავით თვალები ღიმილით მაქვს სავსე! ღიმილი ცრემლისა,რიმილი დარდისა ღიმილი დაცინვის და ნიშნი. არ მინდა უკუგება,არ მსურს შურის გება ისევ შენეული ფიქრის. მაგრამ ჩამისახლდა ეშმა მარტოსული, მისად ვიცინი და ვსტირი სული დაიგალა, სული გაიბერა, უხმოდ და თვალებით ვყვირი. როგორ აღარ ძალმიძს ჩუად გიტხრა რამე იცი ჩემო წარსულის ერთო. დგეს მინდა ,მხოლოდ დღეს მინდა რაღაც მოგიტევო შემაძლებინე ღმერთო
|
რად მენატრები?შენ ხომ უკვე წასული გქვია მაგრამ მე ვიცი მაინც მოხვალ ადრე თუ გვიან.. ოღონდ არ ვიცი დამრჩენია იმედი რისი? როცა შემხვდები გული დამცინის სხვისია,სხვისი.. იქნებ ოდესმე მეც მიმიძღვის რამეში ბრალი.. იქნებ ოდესმე მეც ვიყავი სულელი ბავშვი, ბავშვი რომელიც სიყვარულის არ იყო ღირსი ცრემლიან თვალებს მიმშვიდებენ სხივები მთვარის, მოდი სათქმელი დამრჩა შენთვის სულ ორი სიტყვა.. და თუნდაც გითხრა,მე შენ მიყვარდი...! მერე რა რომ თქმა ვერ გავბედე.. და ორი სიტყვა სანთელივით დადნა ბაგეზე.. მე შენ მიყვარდი,მერე რა რომ არ გახდი ჩემი.. ბედნიერებად მე მყოფნიდა სიცოცხლე შენი.. მე შენ მიყვარდი !... მე შენ მიყვარდი.... კვლავ გელოდები.. მერე რა რომ წასული გქვია.. მაგრამ მე…
|
სიყვარულს შეუძლია ხატის წინ დაგაჩოქოს, წმინდათა-წმინდა სანთელი განთებინოს; სიყვარულს შეუძლია ღმერთის წინაშე, წმინდა სიყვარულის ლოცვა გათქმევინოს, სიყვარულს შეუძლია ვინმე მოგანატროს, თუნდაც ახლოს იყოს შენთან; სიყვარულს შეუძლია მიწაზე მცხოვრები, მაღლა აიყვანოს ღმერთთან; სიყვარულს შეუძლია ცამდე აგაფრინოს, მოულოდნელად მიწაზე დაგცეს; სიყვარულს შეუძლია ტკივილი მოგაყენოს და ეს ტკივილი ბოლომდე დაგრჩეს; სიყვარულს შეუძლია მწარედ აგატიროს, ცრემლი მოგადინოს თვალზე; სიყვარულს შეუძლია ჩუმად აგამღეროს, დაგსვას და საოცარი ლექსი გაწერინოს; სიყვარულს შეუძლია … ბევრი რამ შეუძლია, პატარა სასმისი ხელში გაჭერინოს, გსურდეს დიდი გრძნობით დალიო სადღეგრძელო და ეს სადღეგრძელო ლექსად გათქმევინოს!
|
« 1 2 ... 46 47 48 49 50 ... 94 95 » |