.

მთავარი » ♥სასიყვარულო ლექსები



უცნაური ღამეა,არ 
მეძინება,ვფიქრობ ღამეზე და 
შენზე.არ ვიცი ახლა საიდან 
მოვიდა ის იდუმალი,შენი 
დანახვისას რომ მიიღო ჩემმა 
სულმა,ან რითი ჰგავდი იმ 
ოცნების ადამიანს 
სიზმარში,რომ მელანდებოდა 
ხოლმე... არ ვიცი რა 
მოხდა...მხოლოდ ის მახსოვს 
მზიანი დღე იყო,მზე ცაზე ვერ 
დაეტია და ჩამოვარდა,ჩემში 
ჩასახლდა.ვინ ხარ?რა გინდა? 
ან რატომ ააფორიაქე ჩემი 
მშვიდი სამყარო?იქნებ ეს ის 
გრძნობაა ბავშვობაში რომ 
უნდა სწვეოდა გულს,ან 
მერე,ცოტა მოგვიანებით.რაღა 
ეხლა მოადგა კარს და 
დაბნეული,გაოცებული  ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 1044| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ჩემი სიყვარული შენ არ შეგაწუხებს  !
ჩუმად მეყვარები ჩემთვის 
რა ჩემი ბრალია რომ შემიყვარდი ! ? 
იქნებ ნება იყო ღმერთის . . . .




შენ დაბრუნდი, შინ მოხვედი
და შენს ფიქრებს ამტვრევ, ლეწავ
შენი ქვეყნის, სუნი იგრძნე
დაწყნარდები? როდის ნეტავ...
თვალებს ხუჭავ, ბორკილს ამტვრევ
მყუდროებას არღვევ, ხედავ?
არც არავის ელოდები
რადღა სტირი, მაშინ ნეტავ.
შენ განიცდი, ნერვიულობ
განარისხე მაღლა ზეცაც
არ ინაღვლო, არ იდარდო
ხვალაც გეტყვი, ლექსებს მეტსაც.
შენ დაბრუნდი და შინ მოხველ
ისევ ლეწავ ფიქრებს შენსას
ისე სტირი, თითქოს ჩემგან
მიყვარხართქო ჯერ არ გესმას.



ვიცი მიკითხავ ადრე თუ გვიან
და აი ვტოვებ ჩემს კორდინატებს;
მიუსაფართა თავშესაფარი,
მარჯვენა კუთხის მარცხენა მხარე.



დაუმალეს ეკლებს ია,
ვაჟა ამბობს:არის ცოდო!
რად მდუმარებს ეკლესია?
არ ვიცოდი...
ხერხემალს იტკივებს ღამე,
მთვარე - ზეცის თერაპევტი...
სიყალბეში უღიმღამოდ
მე და ვერდი
გადავლახავთ რუბიკონებს,
დაასველებს ნამი ისარს...
ამურს გააკუბიდონებს
და ივნისში ნამაისარს
მზეს,თერმომეტრს ჩავახუტებ,
ცრემლად ღვაროს ვერცხლისწყალი,
რითმა გავანაცარტუტე,
შარლ ბოდლერი ვერ ვიცანი.



მზე, გაზაფხულის შემობრძანება
გამოღვიძება ზამთრის ქალაქში,
ისე წმინდაა ეს ყველაფერი,
როგორც ,,თამაში ჭვავის ყანაში.”

სულ ერთი წუთით თუ გაიხსენებ
რომ ეს სიცოცხლე შენ გაბარია,
უკვე ვერასდროს ვერ შეჩერდები,
აქ ხომ სხვაც შენი მეგობარია.

შენთან იგულე ვინც რომ ნაღდია
და აღარასდროს შეგეშინდება,
მომეცი ხელი ჩვენ ერთი გზა გვაქვს,
იქ სადაც ღმერთი ჩამობრძანდება.



არა ყოფილა თურმე სიცრუე
დატყვევებული სულის ზღაპარი.
წყალმა წაიღო მოდიდებულმა
ურწმუნოების ყველა საფარი.
ხიზნად ქცეული ამერ-იმერი,
ისევ უგორებს კოჭს ჩვეულებას
და ისევ ისე როგორც სჩვევია,
ტაშის კვრით იკლებს სრა წვეულებას.



იცი მთელი დღე ისე ვტიროდი,
ისე ვბღაოდი იცი შენს გამო,
რომ აღარც ვიცი,სად ვარ, ვინა ვარ,
ამ ქვეყანაზე,რისთვის ან რატომ.



დეკორაცია იცვლებოდა, შუქი ქრებოდა,
დადგმული დრამის დრამატული წუთი დგებოდა,
მთავარი გმირი სიყვარულის გამო კვდებოდა,
დარბაზში ტაში გრიალებდა, აღარ წყდებოდა.
და ყველა გმირის წამოდგომას ელოდებოდა
მაყურებელი ფეხზე იდგა და ვერ ხვდებოდა,
რომ ცხოვრებაში ბოლო როლი თამაშდებოდა,
და რომ სცენაზე მსახიობი მართლა კვდებოდა



წვიმდა სადღაც,
მერე ცრემლი მოიწმინდა ცამ...
მწყინდა რაღაც,
შენგან მწყინდა...ვერ გაიგებ რა...
ყრიდა ქარი ფოთლებს ხიდან,
აღარ ჩანდა გზა,
მღლიდა-ალბათ შენზე ფიქრი,
რა დამღლიდა სხვა.
მინდა,ისევ ოცნებების
გადავცურო ზღვა,
იქ, ნაპირზე მელოდება
შენ კი არა... სხვა
მინდა,მინდა რაღაც გითხრა,
ვერ გავბედე თქმა,
როგორ მინდა სანატრელი
კვლავ მესმოდეს ხმა!..
წვიმდა სადღაც,
მერე ცრემლი მოიწმინდა ცამ...
მწყინდა რაღაც,
შენგან მწყინდა ...
მეც ვერ მივხვდი რა.
« 1 2 ... 44 45 46 47 48 ... 94 95 »