.

მთავარი » ♥სასიყვარულო ლექსები



შენა ხარ ჩემი სიცოცხლის მიზანი,
შენა ხარ ჩემი ცხოვრების გამართლება,
ვერსად და ვერასდროს მე შენ ვერ აგცდები,
შენა ხარ ამქვეყნად ჩემი აღსარება.

მე შენით შევიგრძნობ ამ შავ-თეთრ სამყაროს
და მარადისიბას შენით თუ ვეწევი,
მე შენით მოვედი სიკვდილის მხარიდან
და ამ ცისქვეშეთში მე შენთვის ვევნები. 

შენ ხარ შერისხული მგზავრის სინანული,
შენ ხარ განწირული სულის განახლება, 
შენ ხარ სიყვარულის წყარო დაფარული,
შენ ხარ საიდუმლო მწირს რო ემართლება.

დღეს შენით ვასრულებ და შენით ვათენებ,
შენ ჩემო ხსნა და ჩემო გამარჯვება.
შენ ხარ დასაბამი ახალ ცის და მიწის
ჩემო უსასრულო ცათა ამაღლება.
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 962| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



რასაც ვიცოცხლებ
შენთვის ვიცოცხლებ
შენთვის მოვკდები
ისევ ვიცოცხლებ
ამ პატარა გულს
ისე უყვარხარ
ჩემო
ს ი ც ო ც ხ ლ ე...



ამ უსაშველო უშენობისგან 
მე დღეს მოვკვდები და პანაშვიდზე
შენ თუ მაკოცებ, 
უცილობელად,
შენ ერთადერთი
მკვდრეთით აღმადგენ.



ლამაზი კაცის ლამაზმა სიტყვამ

არ მოგატყუოს ლამაზო ქალო,

იგი ვინც უფრო თავს გევლებოდეს,

იგი არასდროს არ შეიყვარო.

შეხედულება შენ ნუ მოგხიბლავს

გხიბლავდეს სატრფოს გული კეთილი

ის კი არ კმარა ილაპარაკო

მე მყავს კეთილი შეყვარებული.

ლამაზ ტანსაცმელს, მდიდრულ ცხოვრებას,

შენში არასდროს ჰქონდეს დიდება,

სული ეძიე ადამიანში

ხორცი ბაზარშიც კი იყიდება.

ნუ გაგიტაცებსშენ სილამაზე

და ნუ მოგხიბლავს ენა წყლიანი,

მუდამ გახსოვდეს ილიას სიტყვა:

"ყველა კაცია - ადამიანი?"



ქალი - კი არა,ფერია ხარ ქალად ნაქარგი,
ხარ სილამაზე,
სალვადორე-ს
ფუნჯით ნახატი,

ქალი - კი არა,ცდუნება ხარ ამქვეყნიური,
ხარ ოკიანე,
ტალღის ფსკერზე ამოხეთქილი-
ოხ ეს თვალები
შენი ტრფობით გადაფეთქილი.

ქალი - კი არა,გუმბათიხარ ღვთისგან ნაგები,
ხარ სალოცავი,
წმინდა ხატთან
ჩოქვით ნაფერი.

ქალი - კი არა,ნოტები ხარ აჟღერებული,
მთვარის სონატა,
ბეთჰოვენის
მუზად ნაქები.

ქალი - კი არა,პიესახარ ჩემთვის ნაწერი,
ხარ ბაირონის
სტრიქონებში
კალმით ნაფერი.

ქალი - კი არა,პლანეტახარ მზეთი გამთბარი,
ხარ სიმფონია,
მარცვალ მარცვალ
ლექსში ჩამდნარი.

ქალი - კი არა,ფერია ხარ ქალად ნაქარგი...



მე შენში მიყვარს შენი სამყარო,
დრო შენზე ფიქრში მინდა ვატარო,
მე შენში მიყვარს შენი ღიმილი,
გული სავსეა დიდი ტკივილით,
მე შენში მიყვარს შენი თვალები
და შენს თვალებში ცისკრის ალები,
მე შენში მიყვარს ლამაზი ბაგე,
შენი ცრემლებიც და შენი სახე,
მე შენში მიყვარს, რაც შენ არ იცი,
შენს წუხილს შენზე მეტად განვიცდი,
მე შენში მიყვარს უმანკოება,
გამორჩეული უბრალოება...



არ მეწყინება თუ მიმატოვებ,
მე ხომ ამ ქვეყნად მარტო მოვედი,
მე ხომ ვიცოდი რაც მომელოდა,
ვიცოდი მაგრამ მაინც მოვედი.

მზის გაკვალულ გზას ეწევა სხივი
მარადისობის გადმონატყორცნი,
არ შეიძლება არ იყოს წმინდა,
ის ერთადერთის სული და ხორცი.

ხომ გესმის ჩემი და მეც ეგ მინდა
ამ ქვეყანაზე სხვა არაფერი,
მოდი ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი
და მომავლისკენ ჰერი და ჰერი.



მარადიული განმეორებით 
ისევ იქა ვარ სადც ვიყავი,
ვერ გამოვდივარ ,,დეჟავიუდან,’’
დროიდან დროში გადამფრინავი.

შენი დუმილიც გადამდებია
ყოველი წუთის ყოველი წამი,
ავსებულია შენით სამყარო,
მეხთა ტეხა თუ ოდნავი ჩქამი.

ბედისწერა ხარ უცვალებელი,
და მე შენს წრეზე წრიდან მწევარი,
ვით მზე შინა და ვით მზე გარეთა,
უსასრულობის შენთან მთევარი.

და დასასრული ვით დასაწყისი 
ძვირფას ბეჭედში ჩასმული თვალი,
იკვრება ცათა განგებულობით
ჩაუქრობელი ცეცხლი და რვალი.



ცას წვიმა წასკდა ისე უეცრად,
როგორც შენს ბაგეს ჩემი ლექსები.
თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს,
მაგრამ მე შენთვის მუდამ ვევნები.

დაწერილია მზეს მზე დაიხსნის
ხელნაწერები არ იწვებიან,
სადღაც ჩვენს შორის გამოცხადებით
ნელი ჩქარებით უმალ ჩნდებიან.

დრო შეიკუმშა და რაღა რჩება ტარიელმა რომ იხსნას ნესტანი,
რომ ბოლო შტურმში ჩადოს ბოლომდის,
მისი სული და მისი გზნებანი.

შემოევლება აწმყოს მერმისი
და ზე ნათელით დაიფარება,
ახალი ცა და ახალი მიწა
დიად ერთობით დაიბადება!



ახლა ყველაფერი გვაშორებს 

და დრო აღარაფერს არ ინდობს,

მე წავალ, ხვალ მაინც უდაოდ დაგტოვებ,

მე წავალ და შენგან არაფერს არ ვითხოვ..

დღეს ბოლოს მოუღებს ყველაფერს ეჭვი

და წარსულიც ალბათ თავისას გაიტანს..

დაფიქრდი, არ გინდა, ნურაფერს ნუ მეტყვი,

მაცადე გითხრა რომ უშენოდ არ მინდა!

მივდივარ და შენში დავტოვებ ყველაფერს,

შენგან კი სანაცვლოდ სიტყვასაც არ ვითხოვ..

ვიცი, რომ დრო მაინც ვერ შეცვლის ვერაფერს,

მჯერა, რომ დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს!
« 1 2 ... 42 43 44 45 46 ... 94 95 »