.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 27 » შენა ხარ ჩემი სიცოცხლის მიზანი
21:21
შენა ხარ ჩემი სიცოცხლის მიზანი


შენა ხარ ჩემი სიცოცხლის მიზანი,
შენა ხარ ჩემი ცხოვრების გამართლება,
ვერსად და ვერასდროს მე შენ ვერ აგცდები,
შენა ხარ ამქვეყნად ჩემი აღსარება.

მე შენით შევიგრძნობ ამ შავ-თეთრ სამყაროს
და მარადისიბას შენით თუ ვეწევი,
მე შენით მოვედი სიკვდილის მხარიდან
და ამ ცისქვეშეთში მე შენთვის ვევნები. 

შენ ხარ შერისხული მგზავრის სინანული,
შენ ხარ განწირული სულის განახლება, 
შენ ხარ სიყვარულის წყარო დაფარული,
შენ ხარ საიდუმლო მწირს რო ემართლება.

დღეს შენით ვასრულებ და შენით ვათენებ,
შენ ჩემო ხსნა და ჩემო გამარჯვება.
შენ ხარ დასაბამი ახალ ცის და მიწის
ჩემო უსასრულო ცათა ამაღლება.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 944 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]