ხუთშაბათი, 21.11.2024, 12:10
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
15:43 თქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა: | |
თქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა: - როგორ დავბადოთ კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც, რა დავაწყევლოთ ან ისეთი რა დავანათლოთ, ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც? პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი: დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი. წითელმა: ის სჯობს, ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს, ულამაზესი იყოს, მაგრამ უღარიბესიც. ბოლოს კი შავი ანგელოსი წამოიმართა და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ: სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ, სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს. ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშე, უთუოდ მგოსნად და უთუოდ - საქართველოში... . . . იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი, თურმე იმ ღამით დაიბადა გალაკტიონი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |