.

მთავარი » ♥სასიყვარულო ლექსები



გუშინ უშენობას ჩემში ვაგროვებდი,
დღეს კი შენს გარეშე სუნთქვაც გამიჭირდა.
მღრღნიდა მარტოობა, მაგრამ არ მოვედი,
ალბათ მელოდი და ცოტა გაგიკვირდა
რომ გზა ჩაგიხერგე გრძნობაარეულმა
სადღაც, ფიქრის მიღმა უკვე მემარცვლები,
სისხლი მოიბანა ღამემ მთვარეულმა
შენ კი უცოდველი – მკვლელად მესახები.
ბაგეს გისერავდა სისხლი ალისფერი,
კოცნით გაშორებდი ცოდვებს გამთენია,
მზერა მომაჩეჩე, ცოტა დავიბენი
ტუჩის კუთხესთან კი ბზარიც გამჩენია.
ყელთან დამიტოვე ფრთხილი ნაკვალევი,
დრომ კი ეს შეხება წარსულს უსახსოვრა,
სადღაც წაიშალნენ ჩემი კონტურები
განცდაც აღარ შემრჩა, უკვე უსახო ვარ.
დღეს კი კართან მიცდის ისევ უშენობა,
ვფიქრობ, მასპინძელი ცუდი გამოვდივარ,
შენი არსებობა არის უღმერთობა,
მე კი გოლგოთაზე ნებით ამოვდივარ
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 889| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


მე ის სევდიანი წამიც მიყვარს,
ლამაზ ბავშვობას რომ მომაგონებს,
მინდა ერთი ლექსი დაგიტოვო 
და დღეს ჩემი თავი მოგაგონდეს.
თუ რა ძლიერია ჩემი გრძნობა,
როგორ გამაწამა სიმარტოვემ,
ისევ უშენობის სევდა მოაქვთ
ხეებს,რომლებიც ჩვენ მივატოვეთ.
ო,რა მონდომებით ვამზადებდი
შენთვის ფერად–ფერად მისალოცებს,
ნეტა მაშინდელი სიხარული
შენში ვარსკვლავივით კიაფობდეს. 
ახლაც ისევ ისე მენატრები
და არც მიეცემი დავიწყებას,
მარტო ეს ლექსები წაიკითხე
და არ დამჭირდება დაფიცება.
ვიცი ახლა სულ სხვას ეფერები,
არც მე დამკლებია სიყვარული,
მაგრამ არასოდეს მომასვენებს,
შენთან განშორების სინანული.
შენი მონატრება ტკივილია,
თურმე ასე არვინ მყვარებია,
ჩემი ნაღველიც და სიხარულიც
შენი გახსენების წამებია.



მე რომ შემეძლოს,
ჩემს დაძარღვულ სხეულს შენი ცრემლით დავნამავდი
და შემდეგ შენივე ხელებით გავაუთოვებდი.
მე რომ შემეძლოს,
ჩემს გონებას ჩავუკეტავდი ყველა აზრს
და მხოლოდ შენზე ფიქრებს დავტოვებდი.

სამყაროში ჩავრაზავდი ყველა კარს,
დაწყებული უშორესიდან და მოყოლებული თანდათანობით ჩემსკენ,
რომ საბოლოოდ შენი ერთადერთი ბინა
გახდეს ჩემი სხეული.
მე შენეული ყველაფერი მინდა…

ჩემთვის გამორჩეული,
რომ მაგ თვალების ერთართი კადრი მე ვიყო,
რომ მაგ სხეულის ყველა ნაკვთი ჩემსკენ იწევდეს
და მონატრებისგან ატირებულები
დილის მინდორივით იცვარებოდნენ.

მე შენეული ყველაფერი მინდა…
ჩემთვის უნაკლო.
ერთადერთი წუნი – უჩემობა…
და ამ სამყაროს მე ნაფერი ალერსი მინდა…
საუბრით ყველაფერზე.

ერთადერთი თემა – უთემობა…
მე გამოვიმეტებ შენთვის
ყველაზე თბილ ფერს
ჩემი თვალებით
და დაგანახებ მზის თეთრ სხივებს
ფერისცვალებით…

მხოლოდ მაშინ მიხვდები რა მშვენიერია ეს სამყარო -
მრავალფეროვანი.
რა ბედნიერია შენი სახის ყველა ნაკვთი -
ათასფეროვანი.
გარდა სიმორცხვის ფერისა,
რომელმაც ცოტა ხნის წინ გადაირბინა შენი ლოყები,
... კითხვის გაგრძელება »


შენთვის დავღვარე
ჩემი სისხლის თეთრი წვეთები,
ნუ შორეულობ,
დღეს ეს სისხლი რადგან თეთრია...
თვითონ ვითხოვე,
მოვკვდე ამგვარ სულისკვეთებით,
რომ ჭაობიდან
ჩემი სული ამომეთრია.

მე ალბათ წავალ...
უხმაუროდ...
ყრუ ნაბიჯებით...
თავჩაღუნული გავუყვები უშენო გზაწვრილს...
იქითკენ,
სადაც უსიცოცხლოდ დგანან ფიჭვები
და
მიწას შენი აქ არყოფნა დღედაღამ აწვიმს.

და...
მერე ალბათ
ეს ცხოვრებაც გამარტივდება...
ვგრძნობ,
ჩემი თავის მე ვარ ახლა მთელი სირთულე...
ზამთარი მოდის...
ჰოდა,
მიწაც უფრო ცივდება,
დააზრობს ყინვა სამარხებში ჩაყრილ ფიტულებს...

დღეს არაუშავს
თუ არ არის ჩემი გამგები...
სისხლს ვადენ ქუჩებს
და
თვითონაც სისხლით ვითხვრები...
ცაში იმარჯვებს,


შენმა სიყვარულმა ღამე შემაყვარა
ღამე, ფაქიზი და ჩუმი.
ღამით მიამდება დღისით დაბოღმილი
უშენოდ ნაწამები გული..
დღისით მონატრება და სევდა მაგიჟებს,
ღამე მენატრება სრული.
ღამით ჩემთან ხარ და ოცნებას ვეფერები,
ოცნებას გამოძახილს სულის.
შენთან გატარებულ ყველა წამს ვიხსენებ
მიყვარხარ! შენ გლოცულობს გული.
და მაინც რაღაცა დაცინვით ჩამჩურჩულებს ... კითხვის გაგრძელება »


მომატყუე, რომ გიყვარდი თითქოს...
გული, სევდით დამიტოვე სავსე...
დღემდე ისევ, იმ დღეებზე ვფიქრობ...
რა გინდოდა, რას მერჩოდი ასე....
მომატყუე, ვითომ იყავ სათნო...
შენზე ფიქრი მაინც, ისევ მავსებს...
გავგიჟდები, ასე როგორ დაგთმო...
რა გინდოდა, რას მერჩოდი ასე...
მომატყუე, ამიბნიე კვალი...
ვეფერები იმ სანატრელ წუთებს...
გელოდები, მონატრებით ხვალის...
გულში კოცონს შენს სიყვარულს ვუნთებ...
მომატყუე და წამართვი ზეცა...
მარწმუნებდი არაფერს აქვს ფასი...
მახსოვს, მაშინ თეთრი კაბა გეცვა....
სიმართლის და სისპეტაკის მსგავსი...
მომატყუე, დამიბედე წელი...
ახლა, ასე მიმატოვე გზაში...
არ ჩაქრება გულში ცეცხლი ძველი...
სიყვარულით ავსებული თასი...
დღემდე ისევ. იმ დღეებზე ვფიქრობ...
რა გინდოდა, რას მერჩოდი ასე...
მომატყუე, რომ გიყვარდი თითქოს...
გული, სევდით დამიტოვე სავსე...



ქურდი ვარ....
ვიპარავ გრძნობებს....
და ახლა შენც ისე შეუმჩნევლად ამოგაცალე ღიმილი,რომ
ვერც შეამჩნიე....
ქურდი ვარ....
ყველაზე გულწრფელი და გულახდილი ქურდი....
ვაღიარებ, რომ მზეს სითბო მოვპარე....
ვაღიარებ, რომ საათები მოვპარე დროს...
და იმიტომ თენდება გვიან...
დავდივარ და ვიპარავ აპრილის წვიმებს...
ხანდახან მზის სხივებსაც...
ცისარტყელას ფერები მოვპარე...
შვიდიღა დარჩა....
ვიპარავ ყველაფერს და ნელ–ნელა ვაწყობ გულს...
ზღვას ნაპირი მოვპარე...
ვარსკვლავებს ერთმანეთი...
და ალბად არ გეწყინება თუ გეტყვი, რომ სანამ შენ ამას კითხულობდი, ცოტა სითბო და სიყვარული მოგპარე...
სულ ცოტა....
დღეს მაინც რომ მეყოს....
მეშინია....ერთ დღეს რომ ყველაფრის უკან დაბრუნება მომთხოვონ?”


როცა თვალებში ჩაგიდგება ვნებისკენ ლტოლვა
მინატრე როცა...თოვლისფერი აპრილი მოვა,
როცა მზის სხივი უკანასკნელ სამოსელს გაგხდის.
მინატრე ყველგან..სიყვარული დაგაკლდეს როცა,
როცა თვალებში ჩაგიდგება სურვილი ჩემი ,
მინატრე როცა...გაუძლისი ტკივილი დაგგღლის,
როცა შენს ფერხთით დაიბნევა ათასი ფერი
და შენს სარკმელთან სიყვარულის ქალღმერთი მოვალ..
მინატრე ღამით...დამილოცე დეკემბრის თოვა
და როცა ქუჩებს გაიტაცებს სიგიჯე მარტის


მენატრები თითქოს მართლა ჩემი იყო
და ჩემს გარდა ქვეყნად არვინ აღარ გფლობდეს ,
ის დრო გაქრა, ჩემო კარგო ერთად ყოფნის ,
ახლა ისევ ტკივილამდე მენატრები...
მაგრად ვაი რომ ჩვენ ერთად აღარავართ
და უფლებაც არ მაქვს შენი მონატრების
მონატრებამ მე ტკივილი შემასწავლა
აღარვიცი სად გავექცე მე მოლოდინს
ტირილი და მოლოდინიც მან მასწავლა,
ნეტავ რატომ ეხლა რაღად მენატრები?
შენ ხომ ჩემი სიყვარული აღარახარ
მაგრამ რა ვქნა სულ ბოლომდე მეყვარები
სიყვარულმა მონატრება შემასწავლა...


ღმერთო, მაპატიე... მე ბევრი შევცოდე
ბევრჯერ ავუხვიე სავალ გზას...
ღმერთო, მაპატიე... თვითონაც ვცდებოდი
მაგრამ განვკითხავდი მუდამ სხვას.
ღმერთო, მაპატიე, ბევრმა მიღალატა
და მეც ვუღალატე სანაცვლოდ...
ღმერთო, მაპატიე ყოველი სიმდაბლე
მეტს აღარაფერს აღარ გთხოვ!
ვიცი, შენ მოწმე ხარ იმ შეცდომებისა
ყოველ ნაბიჯზე რომ ვტოვებდი ...
და გთხოვ, მაპატიე, რომ ასე ამაყად< ... კითხვის გაგრძელება »
« 1 2 ... 50 51 52 53 54 ... 94 95 »