.

მთავარი » ♥სასიყვარულო ლექსები


მაშინ როდესაც უფალი გვიხმობს,
ძალგიწს დატოვო წამში ყოველი?!
ისე წარბიც რომ არ შეიხარო,
შეგიძლია კი დათმო სოფელი?!

ამ საცდურების კორიანტელში,
სადაც მომავალს აღარ ელიან,
მხოლოდ წამიერ გამარჯვებებზე
და გამოგონილ ღმერთზე მღერიან.

ის კი მოგველის ხელებ გაწვდილი
თვით მოიმედე საოცრებისა,
შენი და ჩემი ხსნისთვის ვნებული
ხსნა და მიზანი სახარებისა.
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 904| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


არ მინდა ლექსი, არ მინდა კოცნა

არ მინდა არცერთი ზედმეტი სიტყვა,


მინდა რომ ვიყო იქ სადაც შენ ხარ

და იყო მშვიდად_ რომ მე ვარ შენთან


ფიქრის ქარბორბალა ჩემს გულს დასტრიალებს,

გარეთ მძვინვარებს ქარი ღამეული,

ფოთლებს ჰაერში გიჟურად აწრიალებს, ... კითხვის გაგრძელება »


მე აქა არა ვარ, 
მე მკვდარს მივათრევ
და მიწას ვეძებ დასამარხავად.
რაგინდა ჩემგან,მეტი სინათლე?
... კითხვის გაგრძელება »


ჩემს გულში ავი ქარი ბობოქრობს,
სულში ანთია თეთრი სანთელი,
ჩემს თვალებში კი ნისლია, თეთრად თოვს,
ნეტავ რისთვის ვიტირე ამდენი?.. ... კითხვის გაგრძელება »


შენ ჩემს სიყვარულს არ უთანაგრძნე 

და მიღალატე,როგორ უხეშად,

შენ დამივიწყე და გადამთელე,

ახლა ლოდინი დამრცჰა ნუგეშად...


უფლის ვნებიდან დღესამომამდე
ამ ქვეყანაზე რა შეიცვალი?
მითხარი ერთი ამ ხნის მანძილზე
ჩვენში ბოროტი გარდაიცვალა?


განა რა დარჩა, ეს ბოლო დრეც და
მთელი სამყარო შეზანზარდება,
ჩემით და შენით ხელში ჩამკვდარი
ლაზარე ფეხზე როგორ დადგება?

დროს იზომავენ ფარისეველნი,
და ერთმანეთის ზრაპრებს ყვბიან,
ვისთვის და რატომ არც კი უწყიან
ისე მოდიან ისე მიდიან.

ო, უგუნურთა წუთო სოფელო,
დღემდე უფალმა როგორ გიტანა?
არადა შენთვის ძელზე ვნებულმა
ზეციდან ცეცხლი ჩამოგიტანა.

სხვა ხსნა არა გაქვს უნდა აღსდგე და 
შენთვის ვნებული გაითავისო,
მისი სიტყვით და მისი ნათელით 
მთელი სამყარო უნდა აივსო.


გეტყვი, დამთავრდა, აღარ მიყვარხარ,
ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი,
შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ,
მერე წავალ და არაფერს გეტყვი.
გაივლის დრო და მოვა ზამთარი,
დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას,
რომ შემცივდება, დაბერავს ქარი,
ჩემს გასათბობად არავინ მოვა...
ხმადაბლა ისევ რომ ამღერდება
"ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი",
შენი თვალები გამახსენდება
და ისევ ისე დაბერავს ქარი.
ისევ გაჩნდები ღამის სიზმრებში,
ძველ სურათებსაც ვიპოვი სადმე,
ჩავიძირები ისევ ფიქრებში
და გულში ისევ ჩუმად გინატრებ.
გეტყვი, დაბრუნდი, მე შენ მიყვარხარ,
ჯერ კიდევ მახსოვს ის გრძნობა ძველი,
რომ ვერ გიყურებ, დარდით აღარ ვარ,
შენ კი წახვალ და არაფერს მეტყვი



მე სიყვარული ლამაზი მქონდა ,
მინდორში სიზმრად წასულ ბალღივით,
სულში ფხიზელი და მთვრალი ოდნავ, ... კითხვის გაგრძელება »


შენს მონატრებას ვერ გაუძლებს ამაღამ გული...
შენს მონატრებას ვერ გაუძლებს ამაღამ გული...
მე ავტირდები და ცრემლებით მევსება სულიც, 
მწარე ფიქრები აწვალებენ ჩემს გრძნობას 
და მარტოობა თავს მახსენებს როგორც ბავშვობა...
ცრემლს ვერ ვიკავებ, ისევ ვტირი და მტკივა გული, სიყვარულს თურმე არ უნდოდა ჩემში ცხოვრება, 
გრძნობა გამექცა, შენ განდეგილი მარტო დამტოვე, 
მე ამაგამაც ვგლოვობ ჩემი სულის ობლობას...
ალბათ ოდესმე ისევ მოვა გრძნობა ძლიერი, 
დაიპყრობს ჩემს გულს და ტკივილიც სადღაც გაქრება, მაგრამ შენ,ჩვენს ძველ გრძნობებს, 
იმ სიყვარულს და მოგონებებს ვერავინ წაშლის, 
ის ჩემს გულში მარად დარჩება!....
« 1 2 ... 52 53 54 55 56 ... 94 95 »