სითბო მენატრებოდა ღამის ფიქრებს ფიქრები ჩუმად ემატებოდა. არ ვიცოდი ვინ ან რა რატომ მენატრებოდა. სად ვიპოვე? სად შევხვდი? და საით გამქცევია დაუძინარ სიზმრებად რატომ გადამქცევია. რწმენის წმინდა სანთლები ვისთვის მიშუქებია და ეს გული უსიტყვოდ ვისთვის მიჩუქებია. მარტოობით დაღლილი თვალებს რისთვის ვისველებ ვის ვპოულობ? ვის ვკარგავ? ვის ვეძახი? ვის ვეძებ? გრძნობა იყო თუ არა, ასე რატომ განვიცდი. მეყვარება? თუ მიყვარს? მიყვარდა კი? არ ვიცი. ღამის ფიქრით ნავალი სად ვიყავ და სად არა, თავთან დიდი ვიყავი, ღმერთთან ისე პატარა, რომ ფიქრებთნ დარჩენილს ღამეს ღამე მითევდა. ნუთუ მართლა ეს ქალი ამდენს მატო იტევდა?! ღამის ფიქრებს ფიქრები ისევ ემატებოდა. გათენება, მზის სხივი, სითბო მენატრებოდა
|
ეს ის ჟამია, როცა ბულბულის სტვენა ტოტიდან შემოგესმება, ეს ის ჟამია, როცა ჩურჩულით საყვარლის ფიცი შენს გულს მოსწვდება; როს ნაზი სიო წყაროს უმღერებს, ობოლ ყურუსთვის ჰანგს ააჟღერებს; მაშინ ეს ცვარი ყვავილს თან ახლავს, ცაში ვარსკვლავი შეხვდება ვარსკვლავს; ტალღას სილურჯე გაუღრმავდება; ფოთოლს სიყვითლე დაუმძიმდება. ცას გადაეკვრის მკრთალი სიბინდე ნაზი სიბნელე, ბნელი სიწმინდე. ეს ხდება მაშინ, როცა დღე კვდება, მთავრის შუქის ქვეშ ბინდ-ბუნდი დნება.
|
უკვე დილაა დაიწყო ექვსმა თავისი სოლო რიჟრაჟებს დაჰფენს მოზაიკად ხეების ჩრდილი სულ ცოტა ფეთქვა დარჩა ღამეს და უკვე ბოლო წუთებს აცილებს განთიადი…სუნია დილის
...
კითხვის გაგრძელება »
|
გამოცხადებულ თვითმკვლელობის დღეს ელის სამყარო მოუთმენელი, ო,ეს ვენდეტის არის კანონი, დასაბამივით შორი და ნელი.
ვით ესპანეთით კორიდის ცეცხლი და სისხლიანი მიწის ყივილი, კაცის და ხარის როკვა სიკვდილთან და ერთადერთის უხმო ტირილი.
არ შეიძლება არ გიაშალოს ცა აღმართული სუფთა ხელებით, და არ დაფაროს წყალთა კედლებმა, თვით ფარაონი თავის მხლებლებით.
უცილობელად სიყვარულისთვის მხოლოდ და მხოლოდ თავის დადება, არის ზე კარის გასაღები და თვით მომავალში გადაბადება.
|
წვიმამ უძირო სევდა მაჩუქა, შენ რომ წახვედი, ამ სევდამ, უაზრო ტკივილმა და მონატრებამ დაიმკვიდრა თავისი ადგილი, მე მხოლოდ გული ხელში შემომრჩა, შენ ხომ მიმატოვე, შენ ხომ წახვედი?!. მე არ გთხოვ, რომ დაბრუნდე ჩემთან, არ გთხოვ, რომ დაადგე გზას, რომელიც მოგიყვანს უკან ჩემთან და დაგინამავს სევდიან თვალს
|
დრო გაიყინა და ჩვენ ვარსებობთ, ცისა და მიწის შემოგარენში. მთვარეც ვერ აღწევს,მემატიანე, მდუმარე სულის ვიწრო სარკმელში. ასე იქნება.სხვას არც რას ველი, გაურკვევლობის ერთსახოვნება. შენი უძირო,ზღვისფერ თვალებით, ზღვარ გადასულის თავის მკვლელობა. ჩემი ბრალია, მე დაგანახე,სამანის მიღმა უსასრულობა, მაგრამ ღვთაებავ,იქ ჩვენს შეხვედრას აქვს შეუცვლელი თავის დროება. და თუ,ოდესმე გადავურჩებით უერთმანეთო დღეების სრბოლას, მინდა იცოდე, ისევ ისა ვარ, ვინც არასოდეს აქ,არ წყვეტს ბრძოლას!
|
ჩემი თვალები-ეშმაკები ელვარე-მნათი, მე ჩემს დემონებს არ ვემონები, მე ძმა ვარ მათი.!
* * *
წვიმა გაზაფხულის,ლაღი და შხაპუნა
|
მე ვზივარ ჩუმად ჩემს მაგიდასთან, შენთვის ვწერ ლექსებს... სად ვარ უკვე აღარ ვიცი და პასუხს ვეძებ... მგონი ფიქრების ქუჩაა, ასე არ ფიქრობ? მე კი მგონია, ეს ქუჩა არის უძირო და ჩემს გარდა ყველას დააფრთხობს... ნიავი არ მწვდება... რა უშლის ნეტავ ხელს? მე გამოვატანე შენთან ეს გრძნობა. არ მოგიტანა? ალბათ რცხვენია, ფოთლებს გაანდო და მათ წაართვეს... შენ ალბათ სხვასთან ხარ და ჩემზე არც ფიქრობ, მე კი საიდუმლოს გაგანდობ: წვიმიან საღამოს ჩვენ ერთად ვიყავით, როგორ დავრბოდით, როგორ ვბავშვობდით... ნუთუ არ გახსოვს? დასანანია... და იცი, ახლა ჩვენს თამაშს უკვე სხვა თამაშობს...
|
დღეს მათ დაუჩოქეს გაბზარულ ღრუბლებს, წყალობა დააფურთხეს ნახმარ შთაგონებას. დღეს მათ დაუწერენ ჩამქრალ სიმფონიებს, სხვას კი ენატრება ფეხზე წამოდგომა. ზუზუნებს უსასრულოდ სევდა საკვირველი, სურვილმა თვითშეწირვის ხალხებს გამომრიყა, კატა უთავოა როგორც მისი ფიქრი, მე-9 სიცოცხლე ხომ დილით გაუთენდა. მღერის უსასრულოდ სიმი დორბლიანი, ხეებს გადავწვავო იმუქრება წვიმა, ის კი ისევ ისე დარბის ცოფიანი, და სხვებს ევედრება ფეხზე წამოდგომას . .
|
გრძნობებმა გათელეს უვალი ბილიკები, შხეფებმა მასველეს ნაზად, შორიტ მონაბერი,სიოს მონაფერი, ველური ცრემლების ფასად....
...
კითხვის გაგრძელება »
|
« 1 2 ... 53 54 55 56 57 ... 94 95 » |