.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 26 » როცა შენ, ბედნიერი
13:38
როცა შენ, ბედნიერი

მოვა ის დროც,
როცა შენ, ბედნიერი,
მიეგებები საკუთარ თავს
შენივე სახლის კართან, შენს სარკეში,
და თქვენ გაუღიმებთ ერთმანეთს: შემოდი.

დაჯექი, ეტყვით ერთმანეთს, ჭამე.
და შეიყვარებ ისევ უცხოს, რომელიც შენ ხარ.
მიეცი ღვინო. მიეცი პური. დაუბრუნე შენი გული
თავისთავს, უცხოს, რომელსაც უყვარდი

მთელი ცხოვრება, შენ კი ყოველთვის
ცვლიდი სხვებზე, ვერ ამჩნევდი; მაგრამ მას ესმის.
მოაშორე თაროებიდან სასიყვარულო წერილები,

სურათები, სევდიანი ჩანაწერები.
ამოხაპე საკუთარი სახე სარკიდან.
ჩამოჯექი. იზეიმე შენი თავი, შენი ცხოვრება.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 826 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]