.

მთავარი » ♥სასიყვარულო ისტორიები


როგორც იქნა სახლში მივიდა. მთელი ღამე ამ საუბარზე ფიქრობდა მერე ჩაეძინა. 
დილით ადრე მესიჯის ხმამმ გაღვიძა .სიხარულო მე მიყვარხარ შენ. 
გარეთ კი ისევ შემოდგომის სურნელი იდგა. ქარი ისევ ათამაშებდა შემოდგომის ფოთლებს ჰაერში. მზემაც გამოაჭყიტა .მზის სხივებმა გაარღვია და ფარდის იქით ოთახში შეაღწია. გოგონამ სწრაფად ჩაიცვა და სკოლისკენ მიმავალ გზას გაუდგა. მის სკოლამდე 15 წუთი იყო ,გზაში დათა შეხვდა . 
–როგორ ხარ სიხარულო? 
–კარგად შენ როგორ ხარ? 
–მეც კარგად ვარ. სკოლის მერე რას აპირებ? 
–უნდა ვისწავლო. 
–მერე რას აპირებ? 
–მერე არ ვიცი. 
–წამო მდინარეზე წავიდეთ. 
ატეგორია: ♥სასიყვარულო ისტორიები |ნახვა: 1403| დაამატა: anuca  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


დილის შვიდი საათი. მაღვიძარა ჯიუტად ცდილობს სიმშვიდის დარღვევას ,,გაიღვიძე გამოფხიზლდი”. მიძინებული გონება ძლივს ახერხებს აზროვნებას მაგრამ მხოლდ ორი წუთით. ხელები ინსტიქტურად იწყებენ მოძრაობას თიშავენ რეალური და არა რეალური სამყაროს მიჯნაზე მოწიკწიკე საათს და გონება ისევ არარსებულ სამყაროს ისევ სიზმრებს უბრუნდება. ეთიშები მწარე რეალობას და იწყებ ბოდიალს უსასრულობაში. გადის მთელი დღე მთელი თვე, არაფერი იცვლება ამ სიარულში მაგრამ მინც არ ფიქრობ სიზმრების სამყაროდან გამოსვლას. სინამდვილეში კი საათი დღეებისა და თვეების ნაცვლად მხოლოდ რამოდენიმე წუთს ითვლის. 1; 2; 3...10 და უცბად ჩაგესმის ხმა: 
_ ადექი დაგაგვიანდება. 
ოხ, მშობლები! ისინი ყოველთვის ზრუნავენ ჩვენზე მაგრამ არ ვაძლევთ მათ უფლებას ჩვენს გულში ჩაიხედონ ამიტომ ხშირად ვერ ხვდებიან რა გვაწუხებს, რა გვტკივა ან რა გვიხარია. რა ადვილია?! გაიღვიძე და გადმოაბიჯე სამყაროში სადაც ვერ პოულობ პასუხს ვერცერთ შეკითხვაზე. სადაც არ არის ჭეშმარიტი მეგობრობა და სიყვარული. და მაინც დგები იმ იმედით რომ იპოვი ამ ყველაფერს. 
უბრალოდ დაელოდე და ის თავისით მოვა. 
ვდგები იმედით სავსე და ღმერთს ვთხოვ რომ მშვიდი და ლამაზი დღე მქო ... კითხვის გაგრძელება »



როგორც იქნა სახლში მივიდა. მთელი ღამე ამ საუბარზე ფიქრობდა მერე ჩაეძინა.
დილით ადრე მესიჯის ხმამმ გაღვიძა .სიხარულო მე მიყვარხარ შენ.
გარეთ კი ისევ შემოდგომის სურნელი იდგა. ქარი ისევ ათამაშებდა შემოდგომის ფოთლებს ჰაერში. მზემაც გამოაჭყიტა .მზის სხივებმა გაარღვია და ფარდის იქით ოთახში შეაღწია. გოგონამ სწრაფად ჩაიცვა და სკოლისკენ მიმავალ გზას გაუდგა. მის სკოლამდე 15 წუთი იყო ,გზაში დათა შეხვდა .
–როგორ ხარ სიხარულო?
–კარგად შენ როგორ ხარ?
–მეც კარგად ვარ. სკოლის მერე რას აპირებ?
–უნდა ვისწავლო.
–მერე რას აპირებ?
–მერე არ ვიცი.
–წამო მდინარეზე წავიდეთ.
–ამ სიცივეში?
–ხო! ამ სიცივეში .მე და შენ სხვა არავინ
–კაი. ახლა შევალ სკოლაში და მერე შეგხვდები 
–კაი დროებით.
გოგონა შევიდა სკოლის ეზოში. ბიჭი იდგა და უყურებდა გოგო ... კითხვის გაგრძელება »


იქნებ შემიყვარო ?! 
-არა! 
თითოეული შეხვედრა ამ სიტყვებით მთავრდებოდა. 
... კითხვის გაგრძელება »


უკვე ჩამობნელებულიყო.კაშკაშა ცა,რომელსაც ათასობით მოელვარე ვარსკვლავი,აბრწყინებდა,თითქოსდა ამაყად დაჰყურებდა სიცივით გაყინულ არემარეს,ნელ-ნელა თოვდა.პაწაწინა მბრწყინავი ფიფქები დაშვებას იწყებდა და ულამაზესი ყვავილებივით ეფინებოდა თეთრად გადაპენტილ ქუჩებს,სადაც სიმარტივე სუფევდა.ირგვლივ თითქმის ყველაფერი ჩაბნელებულიყო,ერთი ორგან თუ გამოკრთოდა სინათლე,ისიც მცირე ხნით და ისევ ჩაქვრებოდა,ქუჩის კუთხეში სადაც მცირედ მაგრამ მაინც აღწევდა სინათლის ჭიატი,მოჩანდა ტანდაბალი ნაძვის ხე,წიწვები თითქმის მთლიანად თოვლს აევსო და მძიმე ტვირთივით ედებოდა,ზოგი შეყინულიყო ზოგიც ლღვებოდა და წვეთ-წვეთად ცრემლებივით იღვრებოდა მიწაზე,ზოგჯერ დაბერავდა უეცარი ქარი და გამხმარ წიწვებს მოსტაცებდა ყველასგან მიტოვებულ,კენტად დარჩენილ ხეს.ხის ქვეშ ტლანქად მომზირალი ჯირკი დაედოთ რომელიც დიდი ხნის დადებისგან ნამდვილ ხეს დამსგავსებოდა და იფიქრებდით ფესვებიც გაუდგამსო.ჯირკზე მთვარის შუქი ოდნავ გამოკრთოდა სქელი ღრუბლებიდან და გამოჩნდა ცოცხალი არსების სილუეტი,როგორც ჩანს მოხუცი უნდა ყოფილიყო,სადღაც 70-80 წლის.ბერიკაცი სევდით სავსე თვალებით შეყურებდა არემარეს,თვალებით რომლებიც სულიერ სისპეტაკეს გამოხატავდნენ,ხნოვნებას ამ მოხუცისთვის უძლურების ბეჭედი არ დაუსვამს თუმცა მის სახეზე მაინც შენიშნავდით ნაოჭებს რომელიც აშკარა იყო რომ დიდი წუხილის შედეგად წარმოქმნილიყვნენ,ფაქიზი ტუჩები ... კითხვის გაგრძელება »


მე და იო მაშინვე ნინის სახლში წავედით, ნინი ჯერ კიდევ სუნთქავდა და იოს ნახვას თხოულობდა, იოს ჩავეხუტე და ვთხოვე მასთან მისულიყო... ცოტა ხანს ოთახიდან გამოვედი რომ შევბრუნდი ერთადერთი რაც დავინახე ნინი იოს კოცნიდა. ჩემს იოს... გონება დამებინდა და თავში ათასმა ფიქრმა გამიელვა, ვერ ვიტანდი იოს ვინმე რომ ეხებოდა, მიუხედავად იმისა რომ ნინი მალე დაგვტოვებდა, მაინც საშინლად ვიეჭვიანე და გული მეტკინაა...
3 დღის შემდგენ დაგვირეკეს და ნინის გარდაცვალების შესახებ შეგვატყობინეს... საშინლად არ მინდოდა იქ მისვლა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, გულში უკვე ტექსტს ვალაგებდი, თუ რა უნდა მეთქვა ნინის დედისთვოს როოდესაც ჩემს ლანძღვას დაიწყებდა და მოთმინებით მესმინა ფრაზები რომელსაც ხშირად მიმეორებდა... (შენ ჩემს შვილს ბედნიერება წაართვი)... ვერ ავღწერ სულიერად ისეთი განადგურებული და დათრგუნული მივედი ნინის გასვენებაში და ნინის დედა შორიდანვე დავინახე, აშკარად მანაც დამინახა და სწრაფი ნაბიჯით ჩემსკენ წამოვიდა... იოს ხელი მაგრად ჩავჭიდე და ჩავიბურტყუნოო... (აუ დამერხა)
- ნუცა შვილოოო დიდი მადლობა რომ მოხვედი... ნინის გაუხარდებოდა...
- არაფერს ქალბატონო მაია, ძალიან ვწუხვარ ნინის გამო...



გამარჯობა...)) მიცანი?.. ის პატარა, სულელი გოგო ვარ, ერთ დროს შენი სიამაყით თავს რომ აწონებდი.. :) ღმერთო ჩემო რა სულელი ვიყავი და ყველაფერს პატარა ბავშვური თვალებით ვუყურებდი.. ))
გახსოვს პირველად რომ შეგხვდი ერთმანეთს? მაშინ ერთმანეთს არც კი მივსალმებივართ, ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ის ბიჭი ფანჯრიდან რომ იყურებოდა შენ იქნებოდი.. რა საყვარელი იყავი მაშინ =P შორიდან მიყურებდი მაგრამ ვგრძნობდი შენს მზერას, თვალს არ მაშორებდი, მე კიდე ყურადღებას არ გაქცევდი, განა იმიტომ რომ ვერ შეგამჩნიე, არა პირიქით ძალიან მომეწონე მაგრამ, არ მინდოდა გეგრძნო ჩემი შენდამი სიმპატია.
მთელი დგე იმ ბიჭზე ვფიქრობდი, ვხვდებოდი რომ ძალიან გამიტაცა შენზე ფიქრებმა და შენც მალევე მომწერე ესემესი, >_< მიტხარი შემხვდიო, :) მეც დაგთანხმდი, ისე ადვილად ხვერწნაც არ დაგჭირვებია, შეიძლება არ მოგწონდა კიდეც, ესეთი გულუბრყვილო რომ ვიყავი, მაგრამ რას ვიზავთ უკვე გვიანია.. :( როცა მეორედ შევხვდით ერთმანეთს, მაშინ ისე მეშინოდა, ისეთი უცხო იყავი ჩემთვის, მაგრამ... ეს ჩემი სიამაყე, რა საშინელი რამ არის, :( ზოგჯერ კარგია ამაყი რომ ხარ, მაგრამ ზოგჯერ ძალიან ზედმეტი მოგდის და ვერც კი ხვდები როგორ გადადიხარ უხეშობაში ... კითხვის გაგრძელება »


ჩვეულებრივი წვიმიანი დღე გათენდა. ლონდონის ქუჩებს სასტუმროს ფანჯრიდან გაყურებდი.სილამაზე იყო უთუუოდ თუმცა წვიმა და ნოტიო ჰაერი დიდად არ მიზიდავდა.მერჩივნა, როგორც ყოველ წელს,თბილისში,ხიდან ჩამოცვენილ ფოთლებზე ხრაშუნით გამევლო და ვიცოდი ეს გაცილებით უფრო ესიამოვნებოდა ჩემს ყურს,ვიდრე გაუჩერებელი,ხშირი წვიმის ხმა.არსად მინდოდა გასვლა,არც არაფრის ხალისი არ მქონდა,მაგრამ უნივერსიტეტში პირველ დღეზე არ დასწრება ჩემი მხრიდან ძალიან ცუდი და დაუდევარი საქციელი იქნებოდა. ორი წელი ვსწავლობდი საქართველოში,ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში,მხიარულად ვატარებდი დროს,ჯგუფელებიც არაჩვეულებრივი შემხვდნენ და მათთან ერთად გაუთავებელი ლაშქრობების მოწყობა,ქეიფი და გართობა არ მბეზრდებოდა.. ისიც კი მომწონდა როდესაც სახლში გვიან ვბრუნდებოდი და მიბრაზდებოდნენ.. მე კი ჩავიკეტებოდი ჩემს ოთახში,მყუდროდ მოვკალათდებოდი ჩემს საყვარელ სავარძელში,ყავით ხელში და საყვარელ ფილმს ჩავრთავდი. როგორ ვოცნებობდი წამით ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ისევე ლამაზი,თბილი და რომანტიკით აღსავსე ყოფილიყო,როგორც ფილმებშია,თუმცა ეს მხოლოდ ფიქრი იყო ან ოცნება მეტი არაფერი.. გვიანობამდე ვიმეცადინებდი,მეორე დღეს კი კვლავ დამაგვიანდებოდა რეზოს ლექციაზე,ისევ საყვედური,წუწუნი,შემდეგ კი ისევ გრიალი. ასე გრძელდებოდა ყოველ დღე.იმის შემდეგ რაც გავიგ ... კითხვის გაგრძელება »


ოთახში საწოლზე ვიწექი და ფიქრებს მივცემოდი. შენ თავისუფალი ხარ ვეუბნებოდი ჩემს თავს. აღარ მოგიწევს დილაუთენია სკოლაში წასვლა, უკან დაბრუნებულს კი გაკვეთილების მეცადინეობა. დაიწყო სანატრელი არდადეგები დატკბი თავისუფლებით. ამიერიდან სამი თვის განმავლობაში შეგიძლია გააკეთო ის რაც გინდა, თუნდაც ახლა დაიძინე განა ვინმე დაგიშლისი და ადრინდელივით ყვირილს დაგიწყებს "ადექი რა დროს ძილია წადი გაკვეთილები იმეცადინეოი”არა ახლა შენ ამას არავინ გეტყვის.
გავიფიქრე ეს და დასაძინებლად მოვეწყვე, ის-ის იყო ჩამთვლიმა რომ ზედა სართულიდან ბურღის ხმა მომესმა. მალე მას ჩაქუჩის კაკუნიც დაემატა.
როგორც ჩანდა ბინა რომელშიც ადრე ბერიძეები ცხოვრობდნენ გაყიდულიყო, ახალ მეპატრონეს კი რემონტი დაეწყო. მაგრამ რაღა ახლაი როცა ხელს არაფერი მიშლიდა მშვიდი ძილისთვის. არა, მაინც რა დავაშავე ასეთიი თავზე ბალიში დავიდე მაგრამ ხმაურმა იქაც შემოაღწია. რამდენიმე წუთი ასე ვიწვალე, ბოლოს კი მივხვდი რომ ძილი არ მეღირსებოდა.
გაბრაზებულმა ეზოსკენ გავწიე, რათა მეგობრები მენახა. კიბეზე ჩასვლა დამეზარა ამიტომ ლიფტი გამოვიძახე. ის იყო უნდა შევსულიყავი რომ ვიღაცამ დაიძახა.
-დამიცადეთ დამიცადეთ.-უკან მივიხედე და გოგონა დ ... კითხვის გაგრძელება »


გაჩერებაზე ვიდექი. ცა იღრუბლებოდა, მე კი ავტობუსს ველოდებოდი. სულ მალე ჩემს ხელს წვიმის უფერული წვეთი დაეცა. ცოტა ხანში კი ნაცრისფერი ასფალტი ისეთივე უფერული წვეთებით დაიფარა და შავად ალაპლაპდა. ზოგმა ქოლგა გაშალა, ზოგმაც ახლომდებარე მაღაზიას შეაფარა თავი. მე კი არც ქოლგა მქონდა და რატომღაც არც სადმე თავის შეფარებისთვის მიფიქრია. ორიოდე წუთში კი ქოლგიანები თვალს მიეფარნენ. დარწმუნებული ვიყავი რომ წვიმის სურნელით გაჟღენთილ ქუჩაში მხოლოდ მე ვიდექი, მაგრამ გვერდზე რომ მივიხედე მივხვდი რომ ეს ასე არ იყო. ჩემს გვერდით ერთი ფერდაკარგული გოგონა იდგა. ასე 15,16 წლისა იქნებოდა. აქამდე შემეძლო დამეფიცა რომ იქ არავინ იყო, მაგრამ არც ის ვიცი საიდან გაჩნდა ეს გოგო, გოგო რომელსაც თავი ჩაეღუნა და რაღაცაზე ფიქრობდა. რომ შეგეხედათ გეგონებოდათ ის ჩვენს სამყაროს არ განეკუთნებოდაო. ჩაცმულობითაც განსხვავდებოდა. ფეხზე შავი წვეტიანი ფეხსაცმელები ეცვა, მუხლებს ყავისფერი ქვედაბოლო უფარავდა, ტანზე კი თეთრი ბლუზა ემოსა. გამიკვარდა რადგან წესით დღევანდელ თინეიჯერს ჯინსები და კედები უნდა ცმოდა. გოგონას თმები და მასთან ერთად თეთრი ბაფთაც წვიმის წვეთებს დაესველებინა. ვხედავდი როგორ წურწურით ჩამოსდიოდა წვეთები.
უეცრად ჩემს გულში რაღაცამ იფეთქა, მის სიღრმეში კი მამაკაცურმა თვისებამ იჩინა თავი, ... კითხვის გაგრძელება »
« 1 2 3 4 ... 10 11 »