.

მთავარი » ♥უცხოელი პოეტები



ფიქრად მქცეოდა თავი ნეტავ,ეს დამენახა,
და არ ჩავთვლიდი გზას შენამდე მე დიდ მანძილად,
და გამოვწევდი სწარაფად იქით, სადაც შენა ხარ,
და შენს წინაშე გავჩნდებოდი უცებ ადვილად.
ვინ შეუკრავდა ჩემს სანუკვარ ოცნებას ხელებს,
ვინ შემბორკავდა უშორესი ქვეყნების სტუმარს!
გადმოლახავდა ფიქრი ჩემი ზღვასა და ხმელეთს
და შენს წინაშე გაჩნდებოდა განზრახვის უმალ.
მაგრამ ფიქრი მკლავს,რომ ნამდვილად არ ვარ ფიქრი,
ვერ გადმოვივლი იმ სიშორეს სადაც წახვედი,
მიწის და წყლისგან წარმოქმნილი ვერსაით მივქრი
და მიმორჩილებს ჟამთასრბოლის ბედი შავბედი.

და ერთადერთი ამ ძალთაგან რაც გავიცანი
ეს ცრემლებია სტიქიონთა გლოვის ნიშანი.
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 876| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



თუკი ოდესმე შემიძულებ-დღეს მიმატოვე!
როცა ქვეყანა წინ აღმიდგა,ვით მუხანათი,
... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 898| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ზოგს წარმოშობა, ზოგს სიმდიდრე ეამაყება,
ზოგს მოსასხამი მოხატული ცისარტყელებად.
ზოგი ტრაბახობს თუკი მკლავში ძალა დაჰყვება,
ზოგს ბედაური ან მწევრები ესახელება.
ყველას თავისი გასართობი მოუგონია.
ყველას თავისი მიზანი აქვს, დასაფიცარი,
მე კი, ამ ქვეყნად სიხარული სხვა რამ მგონია,
ბედნიერება უმაღლესი გამოვიცანი.
შენი ტრფიალი მირჩევნია ყველა წოდებას,
მათხოვარია ჩემთვის მეფეც თავის განძებით,
მწევრით გართული მონადირეც შემეცოდება
და ბედნიერი შენი ტრფობით დავიქანცები.

მაგრამ მახვილი შეგიძლია არ ამარიდო.
გრძნობა წამართვა და ერთ წამში გამაღარობო.
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 832| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



მე მარტოობამ როგორც ფიქრი გამაცამტვერა,
და მეც უძლური ველოდები მაცდურ განაჩენს,
ავედევნები კვლავ კლავიშებს ქარად და მტვერად,
მაინც ჩემნაირს ხვალ დროება ათასს გააჩენს.
აღარ ვიქნები მარტოდმარტო შენი მგოსანი,
მრავალ პოემებს მიუძღვნიან მშვენებას შენსას,
მე ერთი ლექსი შემრჩენია შენთვის ფრთოსანი,
სხვა ვერ გაიგებს ამ სატკივარს და განცდას ჩემსას.
ვერ გავექეცი მარტოობას ვეღარც სიზმარში,
თითქოს გაქვავდა ყველაფერი, აქ ჩემს გარშემო,
რაღაც მაკლია ვიქექები ჩუმად ფიქრებში,
იქნებ მიზეზი მარტოობის ვინმემ მაჩვენოს.
მე აღარ მინდა არც სიკვდილი, აღარც სიცოცხლე,
ჩემთვის სიკეთეც, ბოროტებაც უკვე ერთია,
მარტოობაში თუ ამ ქვეყნად ერთ წამს იცოცხლებ,
მაშინ მიხვდები რომ სიკვდილი ამ წამს გერჩია.
მე მარტოობას გავექეცი ამ ქვეყნად ვითომ,
მაგრამ აღმოჩნდა, მარტოობა ვყოფილვარ თვითონ.
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 876| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



"წინათ შავგრემანს მშვენიერი არსად არ ერქვა,
არვინ ეტრფოდა, რაც ბუნებამ შავად დასახა..
ახლა საღდება მარგალიტად ჩვენში მდარე ქვა,
და სილამაზემ წინანდელი ფასი დაკარგა.
აღარ აცლიან დღეს ბუნებას დიდოსტატობას,
ფერუმარილით სიმახინჯე ყველამ დაფარა,
თავის საყდარი სილამაზემ თვითონ დასტოვა,
და უცხო მხარეს გადიხვეწა მიუსაფარად.
სატრფოს შავ თვალებს მეც შევცქერი დღეს გატაცებით,
ფერი გლოვისა ალამაზებს თვალებს უცოდველს,
ალბათ იმიტომ მოუხურავთ შავი ძაძები,
რომ სიმახინჯეს მშვენება და ეშხი უწოდეს..
მაგრამ ძაძები ისე შვენით სატრფოს შავ თვალებს,
რომ შავი ფერი სილამაზის ფერად ჩათვალეს.. "..
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 923| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



მე სანამ შენში შთაგონების ძიებას ვბედავ,
სანამ შენს სუნთქვას სიოდ ვაფენ ლექსის სტრიქონებს,
უხეშ ქაღალდზე საფერებელს ვერავის ვხედავ
და ჩემი მუზაც სხვა სალოცავს ვეღარ იგონებს.

ჩემს ლექსს კი არა, საკუთარ თავს უთხარ მადლობა,
შენს სილამაზეს, შენზე უკეთ, ვინ რას გაუგებს?!
მუნჯიც რომ იყოს და ვერ შეძლოს გრძნობის განდობა,
შენს სიტურფეზე მისი მზერა გაისაუბრებს.

შენ რომ მეათე მუზა იყო, თვით დრომ ინება,
შენ ცხრა დანარჩენს ერთი ათად გასცდი პატივით...
თუ წუთისოფელს განკითხვის დღე მოევლინება,
მარადისობას შენ შერჩები წმინდა ხატივით.

სიტყვებით თამაშს რომ შევწირე დრო და გონება,
მე ცოდვად მექცეს, ოღონდ გერქვას შენ შთაგონება!
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 864| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



რადგან ჩემს თვალებს შენს სახესთან უყვართ თამაში,
რადგან მისდევენ გულზე შენი ხატვის ხელობას,
მკერდის ჩარჩოში შენს მშვენებას ვსვამ და ამაში
ვაქსოვ მხატვრობის უნარსა და შორსმხედველობას.

რადგან ხელოვანს თავად მისი ქმნილება ამხელს,
მინდა შენც ნახო, მინდა მითხრა ნახატს ჰქვია რა...
და სახელოსნოს, სადაც ვხედავ მხოლოდ შენს სახეს,
შენი თვალებით გავანათებ, სარკმლით კი არა.

და მაშინ ნახავ, რომ სიკეთეს ვპოვებთ თვალებით:
რომ ჩემი მზერა შენ დაგხატავს, შენი მზერა კი
ჩემს სიცოცხლეში შემოსვლით და შემობრძანებით
დამაიმედებს, რომ ნათდება გულის სენაკი.

თვალი თვალს ხედავს და სიკეთით ხარობს ეგება, 
შენს გულს კი ამის არაფერი არ გაეგება.
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 879| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



მე შენს ღირსებებს ლექსით ვაქებ ნეტავი ვისთვის?
ვინ დამიჯერებს და რას ვიტყვი ნეტავი ახალს?
ეგებ წარწერას გითხზავ მხოლოდ საფლავის ქვისთვის,
სადაც მნახველი ღირსებათა ნარჩენსღა ნახავს.

მე რომ შენს თვალებს შევადარე მზე, სხივოსანი,
მრავალთაგან რომ შენში ვპოვე სრულყოფილება,
ეგებ თქვან ჩემზე მომავლებმა - `შეცდა მგოსანი,
ზეციერად რომ მიიჩნია მიწის ქმნილება~. 

ეგებ დროჟამით გაყვითლებულ ჩემს წიგნს მავანმა
ვერც კი გაუგოს, ტყუილ-მართლის მთქმელი ვინ არი,
ყალბი უწოდოს შენს მშვენებას შთამომავალმა,
ლექსებს კი _ ძველი სიმღერების ნაცოდვილარი.

და თუ მომავალს დაუტოვე სახსოვრად შვილი,
ჩემს ლექსთან ერთად, ორ სიცოცხლეს შეგძენს ეს წყვილი.
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 910| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ცეცხლსა და ჰაერს რომ გიგზავნის ჩემი არსება,
ორივეს შენთვის რომ იმეტებს ჩემი სხეული,
პირველი ვნებას, მეორე კი ფიქრს ემსგავსება,
ყოფნა-არყოფნის ზღვარზე რომ მაქვს გარს მოხვეული.

როცა ეს ორნი უსწრაფესად ჩემგან მიქრიან,
რათა სიყვარულს მსახურებდნენ, როგორც ელჩები,
მე აღარ მახსოვს, როგორ შემქმნა ოთხმა სტიქიამ
და ვიცი მხოლოდ, ცოცხალმკვდარი ორს რომ შევრჩები.

და სანამ შენთან გამოგზავნილ ფიქრსა და ვნებას
კვლავ დავიბრუნებ, სანამ ვებრძვი დროს და საწუთროს,
ორივე მათგანს მე იმედით ვანდობ იმ ნებას,
რომ ერთმა მაინც შენზე რამე კარგი მაუწყოს.

მოვლენ, შენს ამბავს მახარებენ, მაგრამ მათ ისევ
შენსკენ ვგზავნი და სულზე სევდის მსახურებს ვისევ.
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 866| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



როდესაც ვფიქრობ, საამქვეყნოდ შექმნილ რაობებს
რომ არ შერჩებათ სრულყოფილი დიდხანს იერი,
რომ ეს ცხოვრება ჰგავს ნაირგვარ სანახაობებს,
რასაც განაგებს გრძნეულება ვარსკვლავიერი,

როდესაც ვხედავ, რომ ზეცა და მისი განგება
ყვავილებივით ასაზრდოებს ადამიანებს,
რომ აყვავების შემდეგ ჭკნობის ჟამიც დადგება,
რომ ჩვენს ნაკვალევს საფლავშიაც ვერვინ მიაგნებს, 

მე მაშინ მესმის, წარმავლობის წესი და რიგი _
ის შენც გაგთელავს, რაგინდ იყო მხნე და დიადი,
მტაცებლებივით დროს და ასაკს მოგისევს იგი,
რომ ყრმობის დილას მოადევნოს ღამის წყვდიადი. 

...და ასე ვებრძვი დროს ფიქრებთან განმარტოებით,
რომ შენი ჭკნობა შევაჩერო ლექსის რტოებით
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 855| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 
« 1 2 3 »