.

მთავარი » ♥სასიყვარულო ისტორიები



დილა მშვიდობისა ადამიანებო,მე ისევ დაგიბრუნდით,გაიღვიძეთ ყველამ,მინდა ყველას გითხრათ ჩემი სათქმელი. მეკითხებით ვინ ვარ? ეხლავე აგიხსნით.მე ის ვარ ვინც ამ დედამიწას ატრიალებს, მე ის ვარ ვინც თქვენს გულებშია,მე სიყვარული ვარ... გამოფხიზლდით ადამიანებო, მიმოიხედეთ თქვენს გარშემო რამდენი სიბინძურე და ბოღმაა დაგროვილი.შემიყვარეთ ყველამ.შემომიშვით თქვენს გულებში,რათა ამ ქვეყნად ბოროტება მოისპოს,მოისპოს შური,ბოღმა, ყველაფერი ცუდი..მინდა რომ მთელი სამყარო სიყვარულით იყოს სავსე,მინდა რომ ჰაერში სიყვარულის სუნი ტრიალებდეს.რომ ადამიანებს სიყვარულით ქონდეთ გამთბარი ტვალები,რომ ირგვლივ სიყვარული,ბედნიერება და სიმშვიდე სუფევდეს..მე ერთი პატარა არსება ვარ,პატარა მაგრამ ბევრის შემძლე,შემიძლია ადამიანს ბევრი სიკეთე ჩავადენინო და შემიძლია ბედნიერად ვაქციო იგი...თქვენ ალბათ გაინტერესებთ საიდან მოვდივარ ან რანაირი ვარ არა?? ეხლავე აგიხსნით ძვირფასებო. მე ვიბადები უსასრულობაში,ვიბადები ღიმილით, სიტყვით,შეხედვით ,შეხებით,ურთიერთობით ,მეგობრობით, დედაშვილობით,მამაშვილობით,დაძმობით,სიკეთით,გაზაფხულით, სილამაზიტ,მონატრებით, მე ყველაფრიდან შემიძლია დავიბადო... ვარ ლამაზიც,უშნოც,დიდიც და პატარაც,მკაცრიც და რბილიც. უხეშიც და ნაზიც. ყვავილების და გაზაფხულის სუნი მაქვს, ცისარტყელას ფერები მაქვს.ვარ მხურვალეც და ძალიან ცივიც,ახლობელიც და ამავდროულად შორეულიც, ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥სასიყვარულო ისტორიები |ნახვა: 950| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



მიმატოვე არა? გუშინ დამირეკე და "პენტიუმ 2″-ს რომ ჩართვისას ხმა ჰქონდა, იმ ხმით მითხარი, ჩვენ შორის "შათდაუნი” ჩამოწვაო. მთელი ღამე გირეკავდი და გთხოვდი "რესტარტს”, მაგრამ შენ თითქოს "მაზერპლატა” გადაგწვოდეს, დუმდი.

შენი სუნთქვა მესმოდა მხოლოდ ბოლო მოდელის "ქულერივით”. გახსოვს, ალექსანდრეს ბაღში პირველად რომ "ვირეფრეშეთ”, რა მშვენიერი ღამე იყო, მაშინ "დავვირუსდი” შენგან პირველად, მაგრამ შენთვის არ მითქვამს, ჩუმად წავედი და "კასპერსკი” გავიკეთე, მას შემდეგ ყოველთვის "ანტივირუსებით” ვხვდებოდით ერთმანეთს.

ვერ მივხვდი, რატომ "დამადელეიტე”, რატომ მომისროლე სხვებივით "კარზინკაში”, მე ხომ ყველა შენს ბრძანებას "პრინტერივით” ვასრულებდი. ვიცი, ყველაფერი დედაშენის ბრალია, შენ ხომ დედაშენზე ხარ მიერთებული "იუპიესივით”. ახლა, როცა ჩვენ შორის შავმა შრიფტმა გაიარა, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე გეტყვი, ჩემო "ფეიჯდაუნო”, შენზე დარდით "აისიქიუს სმაილიკს” დავემსგავსე და ახლა "ოდნოკლასნიკებში” დავხეტიალებ ეულად.

მე ახლა შენი სულის "დეკსტოპზე” საცოდავად სადღაც კუთხეში, "ფოლდერივით” ვგდივარ. გულქვავ, გულიდან "ქათი” რად გამიკეთე? ახლა ხომ ცხოვრებაში "ფლეშკადაც” აღარ ვვარგივარ. გეკითხები, არაკაცო, რატომ "დამაინსტალირე”, "სეივს” თუ არ მაძლევდი? მოღალატევ, "ქაფსლოკივით” გადამახტი არა, სხვა ფაილთან წახვედი, არა? მაგრამ დაიმახსოვრე, მე ფორმატი შევიცვალე, ... კითხვის გაგრძელება »



ისე რა ძნელია ეს ცხოვრება არა ? გაგახარებს,ეს ყველაფერი საუკუნედ მოგეჩვენება..გიხარია,ბედნიერი ხარ ამ ცხოვრებით..ბედნიერი ხარ რომ საყვარელი ადამიანი გვერდით გყავს და გინდა დიდი ხანი გაგრძელდეს ეს ყველაფერი, მაგრამ როცა ყველაზე ბედნიერი ხარ იმ დღეს ინგევა ყველაფერი და მიწასთან სწორდება რამოდენიმე უბრალო სიტყვის გამო,ვიღაცის ნათქვამის,მონაჩმახის გამო საყვარელ ადამიანს კარგავ.. !!!! 
ახლა საწოლზე მიჯაჭვული ვწერ ამ წერილს,წერილს იმიტომ რომ ვიცი ძალიან მალე უნდა წავიდე ამ ლამაზი ცხოვრებიდან.ალბათ იმ ადამიანებს,ყველას ძალიან გაუხარდება ჩემი სიკვდილი.ეხლა მოგიყვებით თუ რა მოხდა:
ერთი ჩვეულებრივი დღე იყო.შეყვარებული ვიყავი და რა თქმა უნდა მიხაროდა.შევხვდი ჩემს უსაყვარლეს ადამიანს რამდენჯერმე.მერე იმ საღამოს ორმა მისმა ძმაკაცმა მითხრეს რომ არ უყვარხარო,რაზეც გავბრაზდი და დავიწყე ტირილი.მეორე დღეს ვნახე და ვკითხე გავიგე რომ არ გიყვარვართქო..ხოდა ამაზე გაბრაზდა და მითხრა მეც ეგრე გავიგეო და დავშორდეთო. დამშორდა.გაბრაზებული გავიქეცი და უცებ ვიკივლე.მარტო ის მახსოვს რომ ხალხი ჩემსკენ გამორბოდა და ისიც მოვიდა.გავახილე თვალები საავადმყოფოში ვარ.უცებ დედაჩემის ტირილი მომესმა და ისიც თუ როგორ თქვა ექიმმა 2 თვე იცოცხლებსო.ვტიროდი,ვტიროდი,ვტიროდი...
არ მინდოდა სიკვდილი... მხოლოდ რამდენიმე უაზრო სიტყვების გამო საყვარელი ადამიანი დავკარგე და საკუთარი სიცოცხლეც.დღეები გადიოდა და ველოდებოდი,რომ 1 დღესაც შემოაღებდ ... კითხვის გაგრძელება »


როგორ ხარ? 
-მშვენივრად!(შევეცადე დამაჯერებელი ვყოფილიყავი) 
-რატომ მაკვირდები ასე? 
-ისე, უბრლოდ... რა ხანია არ მინახიხარ, გაიზარდე... 
-შენც. აღარ ხარ ბავშვი... გახსოვს რა გულუბყვილო იყავი... გიყვარდი, გახსოვს? 
-მახსოვს, როგორ არა... ბავშვური და წარმავალი სიყვარული... 
- ხო, აბა რა... რა ხდება ახალი შენკენ? 
-ისეთი არაფერი, თითქმის ძველებურადაა ყველაფერი, უბრალოდ... 
- უბრალოდ რა? 
-უბრალოდ მენატრებოდა... 
-ვინ? 
-არავინ, სითბო მხოლოდ... 
-რა მოხდა? მომიყევი. 
-წავიდა... და ვერც მიხვდა, რომ მჭირდებოდა, რომ შემცივდა... 
-ვინ იყო? 
-რა მნიშვნელობა აქვს... 
-კარგი, თუ არ გინდა, ნუ მეტყვი... მაგრამ უნდა დაივიწყო "ის"... შენ ხომ ძლიერი ხარ... 
-ადვილი სათქმელია... 
-შესრულებაც არ არის რთული, მოინდომე და ყველაფერი კარგად იქნება! 
- ხო, კარგი, კარგი... 
-აბა, წავედი, მეჩქარება... წარმატებები, ნახვამდის! 
- არ წახვიდე! 
- რატომ? 
-მცივა... 
-აჰა, ჩემი კურტკა მოიცვი... გქონდეს... კარგაად! 
რაც უფრო მშორდებოდა, მციოდა მით უფრო... ისევ წახვედი და ისევ ვერ მიხვდი, რომ შენი სითბო მჭირდებოდა, შენი ჩახუტებ ... კითხვის გაგრძელება »



მოღრუბლული დღე იყო.წვიმას აპირებდა.ქუჩაში გავედი.გაჩერებისკენ მივდიოდი,გაურკვეველ ფიქრებში გართული.ცეკვაზე მეჩქარებოდა.\\"მარშუტკა\\"მალე მოვიდა. ერთი ადგილი იყო თავისუფალი.გამიმართლა... ჩემს წინ შეყვარებულები ისხდნენ.გაურკვეველი ფიქრებიც გარკვეული გახდა. რა თბილი და თავბრუდამხვევია შეყვარებულთა სამყარო.მათთმა თბილმა ფუსფუსმა ჩამითრია...მათ მომაჯადოებელ ნისლში გავეხვიე და გავბრუვდი...ვფიქრობდი ჩემთვის ჯერ გაურკვეველ და უცნაურ გრძნობაზე.მათ შემყურეს ცნობისმოყვარეობის გრძნობა გამიმძაფრდა.მინდოდა მათ მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვის ამოტვიფრა ჩემი გულის თეთრ ფიცარზე...ვუსმენდი ...მოვგზაურობდი მათ სიტყვათა სამყაროში...ჰმ! რა მდიდარია ამ დროს სიტყვათა სამყარო... რა მდიდარი! 
-ლუკა ძვირფასო! 
-რა იყო ჩემო პატარა? 
-არა...არაფერი! 
-მითხარი სიხარულო,რისი თქმა გინდოდა? 
-ბედნიერი ვარ! 
-მეც... 
\\"სტოპ\\"!არა...გამიგია ჩვენს მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვა კოსმოსში მიდის და იქ ინახება.შემდეგ კი მის მიხედვით ჩვენი მომავალი იწერება.მათ არ უნდა ეთქვათ ეს სიტყვა... არ უნდა ეთქვათ სიტყვა\\"ბედნიერი\\" (ის წამიერ სიამოვნებას ნიშნავს).მაგრამ თქვეს... 
-ლიკ..! 
-გისმენ საყვარელო! 
-გიყვარვარ? 
-სულზე მეტად... 
-მეც! 
ლუკამ ფანჯარ ... კითხვის გაგრძელება »



მას მუდამ ბევრი მეგობრები ყავდა, მუდამ მომღიმარი ადამიანი იყო, მაგრამ ერთმა ამბავმა სამუდამოდ დააკარგვინა ღიმილის სურვილი.
სიკვდილი, სიკვდილი ეს ისეთი რამეა, რომლისაც ყველას უნდა ეშინოდეს და რიდი ქონდეს, რადგან არასოდეს არავინ არ ვიცით როდის ვის მოაკითხავს. სიკვდილი როცა მოდის ყოველთვის ღმერთის გამოგზავნილია? არ ვიცი ნელ ნელა მიჭირდა ამის დაჯერება, როდესაც ჩუმათ აცრემლებულ გოგონას ვუყურებდი . . .
ერთი პერიოდი ჩვენი ქვეყანა სიკვდილიანობამ მოიცვა. ცუდად ატეხილი ბავშვები ერთმანეთს ხოცავდნენ, ჩემი ახლობელი არავინ დაღუპულა, მაგრამ ის პერიოდი დღემდე გულში მაქვს დარჩენილი, მითუმეტეს ერთი მკვლელობა :
ქუჩაში, ქალაქის ცენტრში, ორმა ბიჭმა 1 ტყვიით მოკლა თექვსმეტ წლამდე ბიჭი. არავინ არაფერი იცოდა. იყო მხოლოდ გაციებული ქერა ცისფერ თვალება მომღიმარი ბიჭი, შავბნელი ქუჩა და მე საოცრად ცუდი შეგრძნებით. მე არაფერი მაკავშირებდა იმ ადამიანთან, მაგრამ რაღაც ცუდი წინათგრძნობა მქონდა, და როდესაც ამ ბიჭის ამბავი გავიგე, ცრემლებით ამევსო თვალები. საშინელი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაცა ჩამწყდა. 
ტელევიზორში აჩვენეს დაღუპული ბიჭის მეგობრები თუ ოჯახის წევრები, საშინელი დასანახი იყო, მისი ერთი მეგობარი მიწაზე მუხლებით იდგა და ტიროდა. ეს ყველაფერი გამოსაჩენი იყო, მაგრამ სადღაც იქ, კუთხეში იჯდა გოგონა, იჯდა და უაზრო სახიდან მოსდიოდა ცრემლები, ყველაზე მეტად მან განიცადა ამ ადამიანის სიკვდილი.



ალბათ სიყვარულსაც ყოლია შეყვარებული და მერე დაუკარგია რადგან ადამიანებისთის მას მხოლოდ ცრემლი და ტანჯვა მოაქვს. პატარაობაში ან თუნდაც მოზრდილ ასაკში ყველას შეყვარებია ადამიანი და ამ გრძნობას სიყვარული ქვია. მეც მაგრა მაინტერესებს ვინ მოიგონა სიყვარული და რატომაა იგი ასეთი სევდიანი ან იშვიათად მხიარული. მე შემიძლია ერთ რამეში დაგარწმუნოთ რომ ტუ შეიყვარებ ეს კარგია მაგრამ ისე უნდა შეიყვარო რომ მერე არ ინანო. გოგოებისთვის რა თქმა უნდა რთულია ისეთი ბიჭის პოვნა რომელიც შეიყვარებს და ჭირში თუ ლხინში მის გვერდით იქნება, ასეთი ბიჭის ლოდინში კი დიდი დრო გადის. ისე გადის ბავშვობის წლები თითქოს პირველად რომ ავიდგი ენა გუშინდელი დღისავით მახსოვს. ის პირველი სიყვარულიც მახსოვს რომელიც ძალიან ტკბილ მოგონებად დარჩა ჩემს გულში. ადვილი არაა შეიყვარო ადამიანი რომელიც დაგაფასებს. სიყვარული ისე მოდის რომ არც გეკითხება, შიძლება ცოტახნით მოვიდეს შენგან და მალევე წავიდეს ან კიდევ საერთოდ არ მოვიდეს, ან მოვიდეს და შენ ყურადღება არ მიაქციო. შეიძლება ბიჭს უყვარდე შენც გიყვარდეს მაგრამ პეხებზე გეკიდოს მისი გრძნობები. საქართველოში სიყვარულს უკვე დიდ ყურადღებას აღარავინ აქცევს, ეხლა გოგომ რო ბიჭს სიყვარული აუხსნას არავის გაუკვირდება მაგრამ ძველად გოგო ვერ აუხსნიდა ბიჭს სიყვარულს, ეს ძალიან დიდი ცოდვა იყო. ამიტომ ეს წესები დაიმახსოვრეთ:


1) შეიყვარე ისე რომ არავის წაართვა.



ჩარლი საწოლზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა.
-მაგარი რეკლამაა!
-ფუ! მე ტუ მკითხავ საშინელი....გამოექომაგა მის უკან მჯდომი ქერა ქალბატონი, რომელიც სკაიპით წერდა მეგობარს.
-რატო რას უწუნებ ემ?!
-უაზროა... გოგონები საცვლებში დარბიან ოთახში და ჰამბურგერებს ესვრიან ერთმანეთს, ვერ გაიგებ რისი რეკლამაა საცვლების, იაფასიანი მეძვეების, თუ ჰამბურგერების....
-ოხ! შენ არ იცვლები ემა!
-რაც მართალია, მართლაია ჩარლი... მე შეუდარებელი ვარ და შენ ეს გიყვარს ჩემში, ასეა არა?
-ხო...ახლა კი გადართე კარგი?!
-ახლავე...გადართო სხვა არხზე, იქაც რეკლამა იყო.
ემა ჩარლის მიუჯდა და მოპერება დაუწყო თმაზე....
-ჩარლი რა უნდა გთხოვო....
-ხო, რაიყო?!
გოგონამ ხმა დაიწვრილა:
-ძვირფასო სამდე ხომ არ წავსულიყავით?!
-მაგალითდ?
-სადმე დასასვენებლად, ორკვირიან ტურზე...როგორი იდეაა?!
-საშნელი....
ემას თვზარი დაეცა.
-რა?! რას მეუბნები ჰა?!
-სიმართლეს....
-მომისმინე. დასვენება მჭირდება, ხვდები?!
-ვერ ვხვდები-გაეცინა ბიჭს.
-ჩარლი,ცოტა სერიოზულად...
-როგორ არ გესმის ემი...ვერ ავიღებ შვებულებას, არ შემიძლია.ახლა განსაკუთრებით.
-აბა როდის?!
-ნუ...დაახლოებით 3 თვეში...]
-რაა?! ანუ უარს მეუბნები?!
... კითხვის გაგრძელება »



თეთრწვერა მოხუცი თავდავიწყებით ამღერებდა თეთრ როიალს და გონებაში მოგონებათა ფარდა ეშლებოდა. ხედავდა პატარა გოგონას საოცარი ლურჯი თვალებით,ორად გაპობილი წითელი ბაგეებით, ბავშვური ღიმილით და ცელქი გამოხედვით. ყვავილთა თოვლში ტრიალებდა, პატარა თითებს ზეცისკენ იშვერდა და მღეროდა ისეთი წმინდა და ზღაპრული ხმით, როგორც ანგელოზთა დასი უგალობს ხოლმე უფალს. მოხუცს არ შესწევდა ძალა ამ უცნაური ზმანებიდან გამორკვეულიყო, არ იცოდა ვინ იყო ეს პატარა გოგონა, ან რატომ ახსენებდა ასე ხშირად თავს, მაგრამ თავბრუ უფროდაუფრო მეტად ეხვეოდა, მისი თითები თავისდა უნებურად მოძრაობდნენ შავ-თეთრ კლავიშებზე და ვერ წყდებოდნენ წარსულის დიდებულ ჰანგებს. აი, დანისლულ გონებაში თვალწინ წარმოუდგა მაღალი, წარმოსადეგი ყმაწვილი ხუჭუჭა თმით, ლურჯი მეტყველი თვალებით,რომლებიც სავსე იყო სიყვარულის მბრწყინავი შუქით... და გაახსენდა, ეს მისი პირველი სიყვარულის ისტორია იყო, ბიჭმა ცისფერი ვარდებით გვირგვინი დაწნა და იმ გოგონას, რომელიც ორი წუთის წინ ჩანჩქერის შხეფებქვეშ დახტოდა და ხმამაღლა იცინოდა, ახლა კი მდელოზე მორცხვად იჯდა, მბზინავ თმებში უჩუმრად ჩაუბნია. და უყვარდა ნამდვილი დიდი სიყვარულით და უნდადა მთელი სიცოცხლე მის გვერდით ყოფილიყო,მაგრამ მოხუცმა იცოდა რომ რაღაც მოხდა, ეს ლამაზი ზღაპარი უბრალოდ დასრულდა და ალბათ არც არასოდეს დაბრუნდებოდა...
სიმები წყდებოდა და ტიროდა თეთრი როიალი, ზღაპარი ქრებოდა და მოხუცსაც ჩამქრალი ზღვისფერი თვალებიდან ცრემლები სდიოდა... მაგრამ პირველი სიყვ ... კითხვის გაგრძელება »



მოსიყვარულე ადამიანი იყო არაფერს არ მაკლებდა,სულ ერთად ვიყავით,მაგრამ მაინც რაღაც ჩატეხილი ხიდი იყო ჩვენს შორის.
მე და გიოს საერთო მეგობარი გვყავდა ლიზი. ჩვენი სიყვარულის 1 წლის თავს დაემთხვა ლიზიკოს დაბადების დღე.
რა თქმა უნდა ორივე დაგვპატიჯა და წავედით.
მშვენიერ დროს ვატარებდით,მაგრამ უცბად გიო მოვიდა და მთხოვა,რომ აივანზე გავსულიყავით სალაპარაკო მაქვსო.
სახეზე ფერი არედო მივხვდი, რომ რაღაც ცუდი უნდა ეთქვა,მაგრამ ასეთ საშინელბას არ მოველოდი.
-სოფო იცი, მეეე...
...მე საქართველოდან მივდივარ.
-რატომ?
-მთელი ოჯახი მივდივართ საცხოვრებლად გერმანიაში.
...სოფო მე აღარ დავბრუნდები! უნდა დავშორდეთ.
-კაი გიო! კარგად
ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი.ლიზის დამშვიდობების გარეშე და გიოს ბოლოჯერ ნახვის გარეშე რაც შემდეგ ბევრჯერ ვინანე, წამოვედი სახლში.
მეგონა ცხოვრება დამთავრდა.არავისთან აღარ ... კითხვის გაგრძელება »
« 1 2 3 4 5 6 7 ... 10 11 »