ხუთშაბათი, 21.11.2024, 17:42
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
20:21 წერილი უმცროს მეგობარს ნ.კოლხი | |
შენ რაღად შემხვდი დაწყევლილ გზაზე, მე მივდიოდი წუთისოფლიდან_ მიმქონდა სული-ბალღამით სავსე. მე-წარმავალი,შენ-მომავალი, შენ ბევრი რამ გსურს,მე რას მოველი? მე,ჭირხლიანი გზებით მავალი, შენ გაზაფხულის სხივთა მთოველი; აბა,რა ჰქონდათ სულებს საერთო, რად გადაკვეთეს ერთი წერტილი? ჩემს ტკივილს შენიც რატომ დაერთო, შენც რად ხარ ჩემთვის გულდაწყეტილი?! იქნებ...არ გვტოვებს და სულით ობლებს ვინაც გვახვედრებს_მხოლოდ ღმერთია, დრო და მანძილი,ასაკი,სივრცე- ეგ უფლისათვის ხომ სულ ერთია?! ყველას ჩვენ-ჩვენი გვარგუნა ბედი, როდესაც შეგვქმნა ხატად თავისა, ღმერთი ჩვენშია...გვქონდეს იმედი ერთმანეთის და ჩვენი თავისა. მაშ,დავივიწყოთ ცუდი სიზმარი, ბოლომდა გავყვეთ ჩვენს გზას ეკლიანს... ჭეშმარიტება,გწამდეს,იქ არის, აქ მხოლოდ მისი ანარეკლია. ნ.კოლხი | |
|
სულ კომენტარები: 1 | ||
| ||