ახლო აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში დღემდე მოქმედებს ისლამური კანონი იმის შესახებ, რომ არ შეიძლება იმ ცხვარის დაკვლა და ჭამა, რომელთანაც ადამიანს ინტიმური კავშირი ჰქონდა. ვინც ამ კანონს დაარღვევს, სიკვდილით დასჯა ემუქრება და ვერასოდეს მოხვდება სამოთხეში, სადაც მის ირგვლივ 70 ლამაზმანი ტრიალებს.
ბაჰრეინში ექიმმა გინეკოლოგმა. თუ ის მამაკაცია, პროფესიული დაკვირვებები და მკურნალობის პროცედურა მხოლოდ სარკის ანარეკლში უნდა მოახდინოს, რადგან მას შიშველი ქალის პირდაპირ ცქერა ეკრძალება.
კოლუმბიის ქალაქ კალიში ქორწინების პირველ ღამეს უნდა ესწრებოდეს პატარძლის დედა.
ამერიკაში, კოლორადოს შტატში, მამაკაცებს ეკრძალებათ ქალის კოცნა, თუ მას სძინავს. კონექტიკუტის შტატის ქალაქ ჰარტფორდში ქმარს ეკრძალება ცოლის კოცნა კვირადღეს.
ფლორიდაში მამაკაცებს სექსის დროს ეკრძალებათ ქალის მკერდის კოცნა.
მინესოტას შტატში ყოვლად დაუშვებელია ინტიმური ურთიერთობისას ფანტაზიები.
|
1. არგენტინაში ცოლს აქვს უფლება, უღალატოს ქმარს იმ შემთხვევაში, თუ მან სახლში 3 ვაზა გატეხა.
2. ბელგიაში ცოლი, რომელიც გაიგებს, რომ ქმარი ღალატობს, უფლება აქვს, მძინარე ქმარს ღირსებაზე მდუღარე გადაასხას. ანალოგიური უფლება აქვს ქმარსაც, რომელიც ცოლს ღალატში გამოიჭერს.
3. იმავე ბელგიაში გოგონებს შეუძლიათ, შეყვარებულს მკერდი აჩვენონ მხოლოდ ურთიერთობის დაწყებიდან 5 თვის შემდეგ; სექსით კი შეუძლიათ უკვე ერთი თვის შემდეგ დაკავდნენ (მაგრამ ამ დროს მკერდის ჩვენება არ შეიძლება??!!)
4. საბერძნეთში ახალდაქორწინებულებს უფლება აქვთ, მთელი თვე ქორწინების სახლში იცხოვრონ, თუ მათ ჯერ სახლი არ შეუძენიათ.
5. ჩინეთში ქალს, რომელსაც ორგაზმი არ განუცდია ქორწინებიდან ნახევარ წელიწადში, უფლება აქვს, განქორწინება მოითხოვოს.
6. ჩინეთშივე ქალს უფლება აქვს, ქმარი ნოლზე გადაპარსოს, თუ ის ერთი თვის განმავლობაში ცოლს არცერთხელ არ აკოცებს.
...
კითხვის გაგრძელება »
|
უელსში მცხოვრებმა 87 წლის პენსიონერმა ჯუდიტ ბრაუნმა უპატრონო კატა შეიკედლა და პოუდიტატი დაარქვა. ჯუდიტს სახლში უკვე ჰყავდა 8 წლის ბრმა ძაღლი, სახელად ტერფელი და, ყველას გასაკვირად, კატა და ძაღლი მაშინვე დამეგობრდნენ.
ჯუდიტის თქმით, რაც ძაღლს კატარაქტა დაემართა, გარეთ გასვლა აღარ სურდა და თავის კუთხესაც იშვიათად ტოვებდა. ახლა კი პოუდიტატის დახმარებით სასეირნოდაც გავიდა.
|
ოჯახური სიტუაცია, როდესაც წყვილი ოჯახური ცხოვრების სტილს იშვიათად იცვლის, გასუქებას ხელს უწყობს. დაოჯახებული მამაკაცი სამჯერ მეტად არის სიმსუქნის მსხვერპლი, ვიდრე დაუქორწინებელი, ქალბატონები კი ორჯერ მეტად.
20-70 წლამდე ასაკის 17 ათასი ბერძენი წყვილის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ცოლიანი მამაკაცები ფიტნესით იშვიათად კავდებიან, ამცირებენ სექსუალური ცხოვრების რიტმს, ცუდად იკვებებიან, თუმცა თავიანთი ცხოვრება კომფორტულად მიაჩნიათ.
მეუღლეები ხშირად მიირთმევენ ტელევიზორთან და ხშირად უკვეთავენ ფასთ-ფუდს სახლში.
ორივე სქესის დაუქორწინებელი ადამიანები მეტ დროსა და ენერგიას ხარჯავენ, რათა პარტნიორის ძებნის დროს კარგ ფორმაში იყვნენ. ქორწილის შემდეგ ეს უკვე სავალდებულო არ არის და დაქორწინებული ადამიანების აქტიურობა მკვეთრად ეცემა. მათ უმცირდებათ სტრესის დონე, რაც მადასაც ამძაფრებს. ხოლო სიმსუქნე გულსისხლძარღვთა დაავადებებს და დიაბეტის წარმოშობას უწყობს ხელს.
|
მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს და დაადგინეს, რომ თუ გოგონა პრობლემების გამო დეპრესიაში ვარდება ან სასიყვარულო ფრონტზე პრობლემები აქვს, ის ისტერიულად შოკოლადის ჭამას იწყებს. რაც მეტად ნაღვლიანი ხდება ქალი, უფრო მეტად ეძალება ტკბილეულს.
ექსპერიმენტში მონაწილეებს მისცეს უფლება გარკვეული დროის განმავლობაში შეუზღუდავი რაოდენობით ეჭამათ შოკოლადი. მეცნიერები დააკვირდნენ და აღმოაჩინეს, რომ ის სუსტი სქესის წარმომადგენლები, რომლებსაც დეპრესია ქონდათ, ორჯერ მეტ შოკოლადს მიირთმევდნენ, ვიდრე ისინი ვისაც ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე აქვთ.
გოგონები მიირთმევდნენ რძიან და მწარე შოკოლადს, არ ქონდა მნიშვნელობა თუ რა ხარისხის იყო შოკოლადი. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ყველა ორგანიზმს შაქარი და შოკოლადი ერთნაირად სჭირდება, უბრალოდ ქალბატონები დეპრესიის დროს გულს შოკოლადის მირთმევით იჯერებენ. შეიძლება ეს ბავშვობის პერიოდთანაც იყოს დაკავშირებული, როდესაც მშობლები პატარებს შოკოლადს აჭმევენ და ამით კი ყველაფერი რიგზეა.
|
იმისათვის, რომ მრავალრიცხოვანი ეჭვებისგან გავთავისუფლდეთ, ადამიანი ხელს იბანს. ეჭვი მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება. ასეთი დასკვნა მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გააკეთეს. ექსპერიმენტის მსვლელობისას მონაწილეობა სტუდენტებმა მიიღეს, 30 ნანახი დისკიდან 10 უნდა აერჩიათ და თავისთვის დაეტოვებინათ. მონაწილეებმა დისკები აირჩიეს და შემდეგ ნახევარმა მათგანმა ხელები დაიბანა. როგორც ”დეილი ტელეგრაფი” წერს, შემდეგმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ხელები დაიბანეს, არჩევანში ეჭვი ეპარებოდათ. სპეციალისტებმა ხელების ხშირი ბანვის მნიშვნელოვანი ეფექტიც აღნიშნეს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ფსიქოლოგიურ დონეზე, თავად ხელების ბანვის პროცესი ყოველგვარი ეჭვის ჩამორეცხვის განსახიერებაა. ამიტომ, ადამიანები, რომლებიც ხელს ხშირად იბანენ, მიღებულ გადაწყვეტილებებში დარწმუნებული არ არიან.
|
ლუდის მოყვარულები ფხიზლებზე უფრო ჯანმრთელები და ბედნიერები აღმოჩნდნენ. ასეთ დასკვნამდე ფრანგი სწავლულები მივიდნენ. მათი კვლევა იმ მიზნით ჩატარდა, რომ გაერკვიათ რა გავლენას ახდენს ცხოვრების წესი ადამიანების ჯანმრთელობასა და ემოციურ მდგომარეობაზე. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დიდი ადამიანები, რომლებიც დღეში ერთ ლიტრ ლუდს სვამენ, იშვიათად უჩივიან დეპრესიას და ნაკლებად არიან მიდრეკილნი გულსისხლძარღვთა დაავადებების მიმართ. გარდა ამისა, ლუდის მსმელები არამსმელებზე უფრო ხშირად მისდევენ სპორტს. ექსპერტების მონაცემებით, ისინი ვინც ლუდს სვამენ, ფხიზლებზე უკეთ იკვებებიან. თუმცა, სპეციალისტებმა, რომლებმაც კვლევა ჩაატარეს, აღნიშნეს, რომ ალკოჰოლი სამკურნალო არ არის და დეპრესიისა და დაავადებების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებული არ არის.
|
|