.

მთავარი » 2013 » თებერვალი » 04



ატეგორია: ♥სასიყვარულო ვიდეოები |ნახვა: 2328| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



საფრანგეთში ბოლოსდაბოლოს გააუქმეს კანონი, რომელიც პარიზში ქალებს შარვლის ჩაცმას უკრძალავდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქალთა უფლებების დაცვის მინისტრმა, წარმოშობით მაროკოელმა ნაჯატ ვალო-ბელკასმა მიიღო. 
საფრანგეთში აღნიშნული კანონი 1799 წელს მიიღეს. იგი ქალებს, რომლებსაც მამაკაცის სამოსის ტარება სურდათ, ავალდებულებდა პოლიციის უფროსისგან სპეციალური ნებართვა აეღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს პატიმრობა ელოდათ. 

1892 და 1909 წლებში კანონში ცვლილებები შევიდა, რომელიც პარიზელ ქალებს შარვლის ჩაცმის უფლებას ცხენზე ან ველოსიპედზე ჯდომისას აძლევდა.

მას შემდეგ კანონის გაუქმებას არაერთხელ ცდილობდნენ, თუმცა ჩინოვნიკები ამ საკითხის განხილვას თავს არიდებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ეს პრობლემა პრიორიტეტული არ იყო.

გასულ ზაფხულს კანონის გაუქმების თხოვნით ქალთა უფლებების დაცვის სამინისტროს მიმართა ერთ-ერთმა სენატორმა კონსერვატიული პარტიიდან.