ცნობილმა ბრიტანელმა ფსიქოლოგმა, დონა დოუსონმა შეადგინა ქალის ტემპერამენტის სახეობების სია შიდა თეთრეულის ფერების მიხედვით. ის დარწმუნებულია, რომ ფერს ისეთივე მნიშვნელობა აქვს ადამიანის ხასიათის განსაზღვრის დროს, როგორც ხმის ინტონაციასა და მიმიკას.
ხორცისფერ თეთრეულს მშვიდი, გაწონასწორებული ქალები ატარებენ. მათ ლოგინში არაფრის რცხვენიათ და არც არაფერს მალავენ.
წითელი - ვნებიანი, ენერგიული, მხიარული ქალის ფერია.
ვარდისფერი თეთრეულის მფლობელი - რომანტიკული, რბილი ხასიათის მქონე, მიმნდობი ქალია.
შავი - ძალაუფლების მოყვარე, მაგრამ აღვირახსნილია.
თეთრი - უმანკო, გამოუცდელი, მაგრამ ყოველთვის მზადმყოფი იმისათვის, რომ ბევრი რამ ისწავლოს.