მაინც რა ჰმატებს ქალს წლებს ყველაზე მეტად? ეს კითხვა ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. მაშ ასე, გთავაზობთ რამდენიმე ფაქტორს, რომელიც ყველაზე მეტად მოგიმატებთ წლებს.
1. ნაადრევი ჭაღარა. შეიძლება გაჩნდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის დროს.
2. მოშვებული ყელი. კანი ყელზე ძალიან ნაზია, ამიტომაც ის ყველაზე ადრე ბერდება.
3. მოუვლელი ხელები. ქალის ასაკს ადვილად გასცემს ხელები! ხელზე კანის დაცვა და მისი მოვლა ჩვევად უნდა გაიხადოთ.
4. ასაკის შეუფერებელი ჩაცმულობა.
5. მკვეთრი მაკიაჟი. მკვეთრი, გამომწვევი მაკიაჟი დამახასიათებელია უფრო ასაკიანი ქალისთვის, ვიდრე თქვენ ხართ.
6. ”ბებიის” პარფიუმი. თუ ახალი სუნამოს დასხმისას თავს იმაზე უფროსად გრძნობთ, ვიდრე ხართ და დისკომფორტს გიქმნით მისი არომატი, უმჯობესია, აღარ გამოიყენოთ.