უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს
ქართვლის მნათობო, ქარ-ბორბალას როგორ გავექცეთ, თავს დაგვტრიალებ სიხარულის, ტანჯვის დღეებში, ლოცვით გიჭირავს ეს ცა, თავზე რომ არ დაგვექცეს და არ ჩაგვმარხოს ბაბილონის ბილწ ნანგრევებში. ხელით გიპრყია ცრემლ-ლოცვებით გადაბანილი სამშობლოს გული ნოეს წმინდა კიდობანივით. იქ მიუწვდემელ ბაღ-ვენახში ჰყვავის ხეხილი, სიწმინდით შენით მეომარი აღსდგა მონიდან, დგას საქართველო დამეწყრილი და დამეხილი და გველ-ვეშაპი მოიჩქარის ბაბილონიდან. უქარტეხილოდ არც ყოფილან ჩვენი დღეები, ჩვენ დღეთა მათთა ბინადარნი ვით გვიყელებენ, რას ღაღადებენ, უწმინდესო, ეს ნანგრევები ან ეს ცა-მთები, ეს ველები რას მეტყველებენ. მიწის ბნელეთში შეხიზნულა ყრმა პირტიტველი, ჭაბუკმან მრწემმან დედის გული ვერ გაახარა, როგორ დაგღალეთ, ჩვენი ცოდვის ცრემლით მტვირთველო, ქართული დარდით დაბარდნილა შენი ჭაღარა. შენი ხმა მამულს ესალბუნებ-ესასოება, ვენახ-მტევნებში ამართულა, როგორც ხარდანი; ცოდვებმან ჩვენმან შეაწუხეს ღვთის სათნოება, ცოდვებმან ჩვენმან განარისხეს ღვთის სამართალი; შენი ხმა მამულს ესალბუნებ-ესასოება,
...
კითხვის გაგრძელება »
|